სილამაზე

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

1. რინოპლასტიკა არ არის მხოლოდ ცხვირის კოსმეტიკურად გალამაზება - ადამიანები ამ ოპერაციას ხშირად გადაუდებელი საჭიროების გამო მიმართავენ. „ბევრ პაციენტს აქვს სუნთქვის პრობლემები, რომელიც ოპერაციული ჩარევის გარეშე ვერ გვარდება“, - განმარტავს პლასტიკური ქირურგი, პიტერ ნიუმანი.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

2. თუ რინოპლასტიკა სწორად და შეუცდომლად გაკეთდება, პაციენტის ხმის ტემბრი არ შეიცვლება - ზოგიერთი ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ რინოპლასტიკის შედეგად, შესაძლოა, ხმის ტემბრი შეეცვალოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. თუ ოპერაცია სწორად გაკეთდება, ხმა არ შეიცვლება. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიმართოთ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ, გამოცდილ ექიმს.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

3. არის თუ არა სასურველი ცხვირის ფორმის შესაქმნელად საუკეთესო გზა კომპიუტერული სიმულაცია? - ამ საკითხთან დაკავშირებით პლასტიკურ ქირურგებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი თვლის, რომ კომპიუტერული სიმულაცია არ არის საუკეთესო გზა, ვინაიდან ადამიანი კომპიუტერი არ არის და კომპიუტერით გენერირებული ცხვირი ისეთი არ გამოდის, როგორის მოლოდინიც ადამიანს ჰქონდა.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

ექიმი ნიუმანი ამბობს, რომ საუკეთესო შედეგს პაციენტი მაშინ იღებს, როცა ის პროფესიონალ ქირურგთან მიდის, რომელიც იგებს მის სურვილს და ზედმიწევნით კარგად ფლობს რინოპლასტიკის ხელოვნებას, რომელიც მხოლოდ კომპიუტერული სიმულაციით არ ხელმძღვანელობს.ქირურგის პროფესიონალიზმში შეგიძლიათ დარწმუნდეთ მისიპაციენტების პრე და პოსტ-ოპერაციული პერიოდის ფოტოების ნახვით.

4. ოპერაციას დაახლოებით 1-დან 2 საათამდე სჭირდება - ამ დროს პაციენტი ანესთეზიის ქვეშაა. ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, მან შესაბამისი, პატარა ზომის, ცხვირის ნიღაბი უნდა ატაროს. ძველი მეთოდია დიდი ზომის ნიღაბი, თუმცა ის ადამიანს დისკომფორტს უქმნის.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

5. რინოპლასტიკისთვის განსაკუთრებით კარგია ზამთრის პერიოდი - ექიმ ნიუმანის თქმით, მოშუშებისა და აღდგენის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფია ცივ ამინდში. ის ურჩევს პაციენტებს, მოერიდონ დატვირთულ მუშაობას პოსტ ოპერაციულ პერიოდში.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

6. ოპერაციის შემდგომ პერიოდში არ არის რეკომენდებული მედიკამენტების მიღება - „ყველა პაციენტს ვთხოვ შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდება, მაგალითად ასპირინი, მოტრინი, Aleve და ასევე E ვიტამინი“, - ამობს ექიმი ნიუმანი.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

7. ოპერაციის შემდეგ დაიძინეთ ორ ბალიშზე - ეცადეთ, თავი უფრო მაღალზე გქონდეთ ძილის დროს. ამით თავიდან აიცილებთ ღამით სახის შეშუპებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა სწრაფად აღდგენისთვის პოსტოპერაციულ დღეებში.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

8. ქალისა და მამაკაცის რინოპლასტიკის ტექნიკა განსხვავებულია - შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველა ცხვირი ცხვირია, მაგრამ როცა საქმე ქალისა და მამაკაცის ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას ეხება, სრულიად განსხვავებული ტექნიკის გამოყენებაა საჭირო. ქალისა და მამაკაცის ცხვირის დახრის დონე, კუთხეები განსხვავებულია და ამიტომაც, პლასტიკური ქირურგებიქალური და მამაკაცური ცხვირის შესაქმნელად განსხვავებულ ტექნიკას იყენებენ.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

9. ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება - ადამიანების ნაწილი პლასტიკურ ქირურგიას გალამაზების მიზნით, ნაწილიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართავს. ქირურგების თქმით, მოთხოვნა ქალებშიც და მამაკაცებშიც ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე ერთნაირად მაღალია.

9 საინტერესო ფაქტი რინოპლასტიკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით



<a href="smartbeautyguide.com">smartbeautyguide.com</a>