წარმატების მიღწევის 10 საიდუმლო, რომლებსაც მილიონერები არასოდეს ამხელენ
- 20.01.2019
გთავაზობთ 10 საიდუმლოს, რომლებსაც მილიონერები თავიანთი სიმდიდრის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად იყენებენ:
1. მილიონერი აკეთებს ორ რამეს: ინარჩუნებს და ზრდის სიმდიდრეს - მან იცის, რომ ბრძნული გადაწყვეტილებაა ყველაფერი არ გაფლანგოს. „მფლანგველობით მდიდარი ვერ გახდები და ვერც სიმდიდრეს შეინარჩუნებ“, - ამბობს ფინანსური ანალიტიკოსი პამ დენზიგერი. მილიონერებმა ყველაზე უკეთ იციან, რომ ფული ფრთხილად უნდა დახარჯო და მას უნდა გაუფრთხილდე.
2. მილიონერი გამდიდრებაზე ზრუნვას ადრეული წლებიდან იწყებს - მან იცის, რომ უმჯობესია, ახალგაზრდული წლებიდან დაიწყო გამდიდრებისკენ სწრაფვა.
3. მილიონერს შემოსავლის ერთზე მეტი წყარო აქვს - ყოველდღიური საქმიანობა, ერთი სამსახური სამსახური არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გახდე მილიონერი.
4. მილიონერმა იცის განათლების ფასი - ის დიდ ინვესტიციას დებს როგორც თვითგანვითარებაში, ასევე შვილების განათლებაში. ის მთელ ძალას და ფინანსებს დებს იმაში, რომ შვილებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ასწავლის შვილებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური მოგება, არამედ განათლებაა, რადგანაც მხოლოდ განათლებულ და ჭკვიან ადამიანს შეუძლია იდეებს ხორცი შეასხას.
5. მილიონერმა იცის, როგორ დაზოგოს ფული და ამაში სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს იყენებს - ისინი დანაზოგის გასაკეთებლად საბანკო სისტემას იყენებენ.
6. მილიონერი შრომისმოყვარეა და ცდილობს, მიიღოს საუკეთესო შედეგი - საუკეთესო შედეგს ადამიანი მაშინ აღწევს, როცა საყვარელ საქმეს აკეთებს და ცდილობს, საუკეთესოდ გააკეთოს ყველაფერი. მილიონერები ასე იქცევიან. ისინი ირჩევენ მუშაობისთვის იმ სფეროს, რომელიც აინტერესებთ და აკეთებენ ყველაფერს შედეგის მისაღწევად.
7. რა არის კეთილდღეობა და საუკეთესო ცხოვრება? - ყველა მილიონერს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულება და საკუთარი დეფინიცია აქვს - ეს ძალიან სუბიექტური საკითხია. შესაძლოა, ვიღაცისთვის საუკეთესო ბედნიერი ოჯახური ცხოვრება იყოს, ვიღაცისთვის მოგზაურობა, რაიმე ჰობით დაკავება და ა.შ. მილიონერი იქცევა საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად.
8. მილიონერს არ ადარდებს ის, თუ რას იტყვის ხალხი - პირადი ინტერესები აუცილებლად დააყენეთ საზოგადოების ინტერესებზე მაღლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გელით წარმატება.
9. მილიონერი ინვესტირებას ახორციელებს ჭკვიანურად - ის ფულს დებს სხვადასხვა, განსხვავებულ საქმეში, მხოლოდ ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება. ის ჭკვიანი და ფხიზელია, ყურადღებას არასოდეს ადუნებს. იცის რა აინტერესებს ხალხს, რა არის ტრენდული. მას შეუძლია განასხვავოს, რომელი საქმე მოუტანს მოგებას და რომელი არა.
10. მილიონერმა იცის, რომ სიმდიდრე დამოკიდებულია მის მოთმინებასა და შეუპოვრობაზე - მოთმინება და შეუპოვრობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მილიონერი არასოდეს ნებდება.
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები, მილიონერი
<a href="https://www.femalenetwork.com">https://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია