სილამაზე

უფროსი თაობის მაკიაჟის 4 საიდუმლო, რითაც ადვილად დამალავთ ასაკს

უფროსი თაობის მაკიაჟის 4 საიდუმლო, რითაც ადვილად დამალავთ ასაკს

როგორ გავხადოთ სახის კანი ბზინვარე და ახალგაზრდული, თუ უკვე 20 წლის არ ხართ? ჩვენი დედებისთვის მაკიაჟის ეს ოთხი ხრიკი სახიდან წაშლის ასაკის ნიშნებს.

აქცენტი წარბებზე

თუ სქელი და მუქი წარბები გაქვთ, არ გჭირდებათ მისი შევსება, მაგრამ თუ მაინც გსურთ რაიმე ფორმის შეცვლა და თან თუ მეჩხერი წარბები გაქვთ, გირჩევთ მცირე კორექციას, რადგან ეს მაშინვე აძლევს სახეს უფრო ახალგაზრდულ იერს.



შეარჩიეთ წარბის ფანქრის ან ფხვნილის შესაბამისი ელფერი და გაიკეთეთ ისეთი კონტური, რომელიც თქვენი წარბისთვის ბუნებრივი და მიახლოებული იქნება.

კორექტორი თვალებისთვის

წაისვით კორექტორი თვალის შიდა და გარე კუთხეებში. ამისთვის გამოიყენეთ კორექტორის ფუნჯი და წაისვათ კორექტორი შიდა კუთხეში პირდაპირ თვალის იმ ნაწილზე, რომელიც არის თვალის კაკლის გვერდით და თქვენთვის სასურველი თვალის ჩრდილში.



ეს ხაზს გაუსვამს შიდა არეალს და დამალავს ნებისმიერ სიშავეს, რაც თვალის ირგვლივ გაქვთ. შემდეგ კი წაისვით კორექტორი თვალის გარე კუთხეზე, ეს ვიზუალურად აწევს თვალს და შექმნის ახალგაზრდული გამომეტყველების ილუზიას.

რუჯი

მაკიაჟის წასმისას ფრთხილად იყავით რუჯის წასმისას, ეცადეთ ლოყები წითელ ვაშლს არ დაამსგავსოთ; რუჯიანი ღრუბელი ჯერ ხელისგულზე დაამუშავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით ზედა მიმართულებით და მსუბუქი მოძრაობით, ასე უფრო თხელი და გადაჭიმული ლოყების ვიზუალს შექმნით.

ბრწყინვალების ეფექტი

როდესაც ახალგაზრდები ვართ, ჩვენს კანს ბუნებრივი ბზინვარება ისედაც აქვს, მაგრამ ასაკთან ერთად ეს ბრწყინვალება ქრება, ასაკთან ერთად ბზინვარების დასაბრუნებლად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაკიაჟის სხვადასხვა ხრიკებით.



აიღეთ ჰაილაითერი და წაისვით ცხვირის შუაში, პირდაპირ წვერამდე. წაისვით უმნიშვნელოდ ლოყის ძვლის ზევით, ასევე ძალიან მსუბუქად წაისვით წარბის თაღის ზემოთ. ეს შტრიხები თქვენს კანს უფრო მიმზიდველს და ახალგაზრდულს ხდის.