LIFE

რა არის ინტეგრირებული გარდერობი, ან რატომ ცდილობს ყველა მოდური ქალი ფულის დაზოგვას?

რა არის ინტეგრირებული გარდერობი, ან რატომ ცდილობს ყველა მოდური ქალი ფულის დაზოგვას?

არასაჭირო ნივთების ყიდვის შეწყვეტა არა მხოლოდ ფულის დაზოგვის კარგი საშუალება, არამედ სწორი სვლაცაა ცხოვრების გამარტივებისთვის. შეგნებული მიდგომა შოპინგისა და ნივთების არჩევისადმი ჰარმონიას შექმნის როგორც თქვენს კარადაში, ისე ცხოვრებაშიც.

თანამედროვე სამყაროში მოდა ისეთი სისწრაფით იცვლება, ძნელია ფეხი ავუწყოთ მას, ხოლო მოდური ბრენდების რეკლამა თუ სოციალური სტანდარტები ამკვიდრებს აზრს, რომ ვიყოთ მოდური და გვქონდეს განახლებული გარდერობი, მაგრამ როდესაც კარადაში ახალი ნივთები სიამოვნების ნაცვლად სტრესის გვაყენებს, ღირს დავფიქრდეთ: იყო თუ არა ყველა ეს შესყიდვა საჭირო?

თანამედროვე მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავი ქალები, უფრო და უფრო ცდილობენ თავი აარიდონ არასაჭრო ნივთების შეძენას და ფოკუსირდნენ მხოლოდ აუცილებელ და ხარისხიან შენაძენზე.

TREND გირჩევთ, როგორ განაახლოთ გარდერობი სწორად.

კომპლექსური გარდერობის ფილოსოფია

კომპლექსური გარდერობი უნივერსალური ნივთების საგულდაგულოდ შერჩეული ნაკრებია, რომლებიც ადვილად შეიძლება შერწყმული იყოს ერთმანეთთან და შესაფერისია სხვადასხვა სიტუაციებისთვის. ასეთი გარდერობის მთავარი იდეა ისაა, რომ მასში იყოს რაც შეიძლება ნაკლები ნივთი, მაგრამ აუცილებლად მაღალი ხარისხის, კომფორტული და ფუნქციონალური.



კომპაქტური, კარგად მოფიქრებული და აწყობილი გარდერობის წყალობით, მოგზაურობისთვის ჩემოდნის ჩალაგებაც უფრო ადვილია, სახლში კი ასეთი ტანსაცმელი საშუალებას მოგცემთ თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ სტუმრების მოულოდნელი ვიზიტის დროსაც კი.



რა ნივთებისგან შედგება სრულფასოვანი გარდერობი?
სრულფასოვანი გარდერობის შექმნა იწყება გარდერობის ძირითადი ნაწილების არჩევით, რომლებიც საფუძვლად დაედება სხვადასხვა სტილს, ესენია:

კაპიუშონები და მაისურები - ისინი შესაფერისია როგორც სახლისთვის, ასევე სასეირნოდ ან მეგობრებთან შეხვედრისთვის. უხდება ჯინსებს და ჯოგერებს. ბევრი თანამედროვე გოგონა თამამად ატარებს მათ რესტორნებშიც კი.

კლასიკური შარვალი - ეს არის შარვალი ნაკეცით და მაღალი წელით. ის უნივერსალურია და შეგიძლიათ ჩაიცვათ სამუშაოზე, პაემანზე, თეატრში ან მეგობრებთან ერთად სეირნობისას. ამ სტილის შარვალს ძალიან უხდება ნაქსოვი სვიტერი, ან მოკლე ტოპი ზედაც.

კარდიგანები და სვიტერები - მათი არჩევით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ მრავალფეროვანი მოდური ლუქები. ისინი შეგიძლიათ შეუხამოთ ნაქსოვი კაბებს, სპორტულ შარვლებს ან ჯინსებს.

სწორი სადა კაბა - შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური ან საღამოს წვეულებისთვის, მას თამამად შეგვიძლია დავამატოთ რამე აქსესუარი ან ძვირფასი ქურთუკი.

მიდი ან მაქსი ქვედა კაბა - პრაქტიკული და ქალური, შესაფერისია როგორც ყოველდღიური, ასევე ოფიციალური და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. შეიძლება ჩაიცვათ სადა მაისურებთან ან ბლუზებთან ერთად, იერსახის დასასრულებლად კარგი არჩევანია აქსესუარების დამატება.

ფეხსაცმელები - ლოფერები, კლასიკური ჩექმები ან სპორტული ფეხსაცმელი არის კომფორტული და მოდური ფეხსაცმელი სასეირნოდ, სამუშაოდ ან არაფორმალურ შეხვედრებზე.

რა არის მნიშვნელოვანი კომპლექსური გარდერობის შექმნისას?

ხარისხი - უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ნატურალურ ქსოვილებს - ბამბა, აბრეშუმი, ქაშმირი, ეს ფაქტურები სასიამოვნოა სხეულისთვის, გამძლეა და მდიდრულად გამოიყურება. გახსოვდეთ, რომ არ გჭირდებათ ბევრი სვიტერისა და ბლუზის შეძენა, საკმარისია გქონდეთ ერთი, მაგრამ ხარისხიანი.

ფერების დიაპაზონი

უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალურ ჩრდილებს - თეთრი, შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი - მათი ერთმანეთთან შერწყმა მარტივია. ეს აადვილებს მრავალფეროვანი ლუქების შექმნას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

კომფორტი და თქვენეული სტილი

ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული და ასახავდეს თქვენს ცხოვრების წესს და სტილს. ნუ აჰყვებით ბრმად მოდას და წარმავალ ტენდენციებს - აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად მოგწონთ და გიხდებათ.

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ნივთების ყიდვის ჩვევა?

იმისათვის, რომ შეწყვიტოთ ზედმეტი ყიდვა, მნიშვნელოვანია გადახედოთ გარდერობს და ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს რეალურ საჭიროებებზე: შეიძინეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც აუცილებლად ატარებთ. გირჩევთ მოიშოროთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ძველმოდური გახდა ან დაგიპატარავდათ, ან თუნდაც გახუნდა, ეს დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ კარადის სივრცე და ნათლად დაინახოთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.



დაგეგმეთ თქვენი შესყიდვები წინასწარ, შეადგინეთ სია და ეცადეთ შეიძინოთ ცოტა, მაგრამ მაღალი ხარისხის სამოსი, რომელიც ხანგრძლივად მოგემსახურებათ და თქვენს ბიუჯეტსაც სწორად დაზოგავს.