საკუთარი თავის შესწავლას საზღვარი არ აქვს. ყველა ადამიანი უნიკალური და ღრმაა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს მიკრო სამყარო თავის გონებაში.
დაფიქრებულხართ, რამდენად იცნობთ საკუთარ თავს? იცით რისი უნარი გაქვთ, ან რისი მიღწევა შეგიძლიათ?
გიფიქრიათ, რა სარგებელი მოაქვს თვითშემეცნებას და საკუთარი თავის პოვნას? - თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ვინ ხართ და აღმოაჩინოთ თქვენი იდენტობის ამოუცნობი მხარეები. უნდა განავითაროთ და დაამყაროთ მყარი ურთიერთობა საკუთარ თავთან - შეხედოთ თქვენს „მე“-ს სხვადასხვა წახნაგიდან.
ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ სწორი არჩევანი, რადგან თქვენ უკეთ გესმით თქვენი სურვილები და საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული თქვენს ღირებულებებში და განაგრძოთ წინსვლა. იყავით თავდაჯერებული და გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების, ოცნებების, მიზნების.
როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი
ცხადია, საკუთარი თავის შეცნობა მნიშვნელოვანია. გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
საკუთარი თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევას ნიშნავს. რას ფიქრობთ გარკვეულ სიტუაციებში? რას გრძნობთ, როდესაც რამე მნიშვნელოვანი ხდება? როგორ რეაგირებთ სხვადასხვა რამეზე?
ჩვენ მიჩვეულები ვართ ხშირად იმ სიგნალების უგულებელყოფას, რომელსაც სხეული გვიგზავნის და დიდი დრო გვჭირდება თავიდან ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ მინიშნებები.
საკუთარი თავის შეცნობის კიდევ ერთი საუკეთესო გზაა მხატვრული აქტივობები, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებას იძლევა - დახატეთ, გააკეთეთ ჩანაწერები, იცეკვეთ, იმღერეთ. ნებისმიერი აქტივობა დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი ახალი ჭრილით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოცადოთ ახალი სიტუაციები, ახალი ადამიანები. აღიდგინეთ მეხსიერებაში როგორი ბავშვი იყავით და როგორი ხართ ახლა. დაიბრუნეთ ბავშვობის ემოცია და სცადეთ ამ ემოციით შეხედოთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გსურთ, რა გჭირდებათ, რა უნდა გქონდეთ და რას აკეთებთ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. საკუთარი თავის შეცნობის პროცესი არასოდეს მთავრდება, რადგან ყოველთვის შეგიძლიათ ახალი უნარების აღმოჩენა.
ყოველთვის დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრს, თუ ვინ ხართ. ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რაც შეიძლება შესთავაზოთ თქვენს თავს.
არ არსებობს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც გარანტირებული გექნებათ მთელი ცხოვრება, უცვლელად და სამუდამოდ - არსებობს მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა, აღმოჩენა და მისით ტკბობა. ასე რომ, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და გაატარეთ დრო საინტერესო ადამიანებთან.
თემები: ფსიქოლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია