ყველა მამაკაცს სურს იპოვოს იდეალური ქალი, რომელიც მის ოცნებებს აასრულებს, მაგრამ როგორ განვსაზღვროთ - რა ხდის ქალს მამაკაცისთვის მიმზიდველს?
ღიმილიანი
ქალი, რომელიც იღიმება, მამაკაცის ყურადღებას იპყრობს. მოღიმარი ქალი დადებით ემოციას ატარებს და მაგნიტივით იზიდავს მამაკაცს.
თვითკმარი
ქალი, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში, აქვს საკუთარი თვალსაზრისი და არ სჭირდება უსაფუძვლო კომპრომისებზე წასვლა - ასეთი ქალი წაუკითხავი წიგნია და მამაკაცს ყოველთვის სურს წაიკითხოს ეს საინტერესო წიგნი, ის ასეთ ქალს თანასწორ პარტნიორად უყურებს, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს.
დამოუკიდებელი
ეს არის ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი სივრცე, ინტერესები. მამაკაცებს მოსწონთ, რომ ასეთ ქალი არასოდეს იქნება დამოკიდებული მასზე და თავისუფალ დროს თავის სამეგობრო წრეში გაატარებს.
მზრუნველი
მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ყურადღება და დრო დაუთმოს და ის, ვინც გულუხვად გაუზიარებს მას მზრუნველობას, მამაკაცს იპყრობს. ასეთი ქალი მამაკაცს სიახლოვის სურვილს უჩენს.
სიკეთე
ამქვეყნად ყველას სჭირდება სიკეთე და არც მამაკაცები არიან გამონაკლისი. თუ ქალი კეთილია, მან იცის როგორ გაუგოს სხვა ადამიანებს. მამაკაცისთვის კი მნიშვნელოვანია სიკეთით მოპყრობა.
სექსუალობა
ქალი ბუნებრივად ატარებს სექსუალურ ენერგიას, ქალის სექსუალობა იზიდავს და აღაფრთოვანებს მას და უბიძგებს ათასი სისულელის ჩადენას სიყვარულის სახელით.
გონიერება
მამაკაცებს იზიდავთ გონიერი ქალები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს ეშინიათ ჭკვიანი და ძლიერი ქალების, ეს მხოლოდ სტერეოტიპია.
მამაკაცებს აინტერესებთ არა მხოლოდ ლამაზი ქალი, არამედ საინტერესო ადამიანი, რომელთანაც შეუძლია ისაუბროს საინტერესო თემებზე.
მიზანმიმართული
ქალი, რომელსაც აქვს ცხოვრების მიზანი, იზიდავს მამაკაცებს - მიზანდასახულ ქალი კი აფრქვევს ქარიზმას. ქალი, რომელმაც იცის როგორ მიაღწიოს თავის მიზნებს, აღაფრთოვანებს მამაკაცს, რადგან ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია. მამაკაცს არ სურს ჩამორჩეს თავის ქალბატონს და ეს ხელს უწყობს პარტნიორების ორმხრივ ზრდას.
მოწესრიგებული
ქალები ემოციური არსებები არიან და ხშირად, ემოციების გამო, ავიწყდებათ რა ხდება მათ გარშემო, მაგრამ ქალი, რომელმაც იცის როგორ მოწესრიგდეს და თან აკონტროლოს ქცევები, მამაკაცისგან პატივისცემას იმსახურებს.
ოპტიმისტი
ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, ეს ნაწილობრივ მოტივაციაცაა. მამაკაცს კი მოტივაცია თავისი მიზნების მიღწევის გზაზე ყოველთვის სჭირდება. ქალი, რომელსაც შეუძლია ირგვლივ პოზიტივის დანახვა, ის ქალია, რომელიც რთულ სიტუაციაშიც კი არ ნებდება და ეს მამაკაცისთვის ძალიან მიმზიდველია.
მოვლილი
ყველა მამაკაცს აქვს სილამაზის საკუთარი სტანდარტი. ზოგს მოსწონს ქერა, ზოგს კი – მოხდენილი შავგვრემანი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს მოვლილი ქალი იზიდავს. ქალი, რომელიც ზრუნავს გარეგნობაზე, იცის როგორ წარმოაჩინოს თავისი ძლიერი მხარეები აჩვენებს, რომ პატივს სცემს და აფასებს საკუთარ თავს.
სპონტანურობა
ქალი, რომელმაც იცის მოულოდნელად და სასიამოვნოდ გააკვირვოს ადამიანი, მამაკაცებში ყოველთვის აღძრავს ინტერესს და კომუნიკაციის სურვილს.
სპონტანურობა არის ის, რაც მამაკაცებს სჭირდებათ, რადგან, როცა ყველაფერი ნათელი და წლების წინ დაგეგმილია, ეს იწვევს ერთფეროვნებას დამოწყენილობას.
მხარდამჭერი
მამაკაცები იშვიათად მიმართავენ ქალებს დასახმარებლად, მაგრამ თუ ქალი თავად გამოიჩენს ინიციატივას და მოუსმენს მამაკაცს, ან მისცემს რჩევებს, ეს შთააგონებს მას. მამაკაცს ყოველთვის სურს იგრძნოს ძლიერი ზურგი.
სიცოცხლის სიყვარული
სიცოცხლის მოყვარულმა ქალმა იცის როგორ დააფასოს ყოველი დღე, ყოველი წუთი. ეს მამაკაცის ცხოვრებას სიხარულითა და ბედნიერებით ავსებს.
იყავით თავდაჯერებული, გიყვარდეთ ცხოვრება და არ დაგავიწყდეთ ღიმილი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა მამაკაცების მოსახიბლად.
თემები: ურთიერთობა, ქალები