სტატიის დასაწყისში გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ასაკი და შვილების რაოდენობა რომელიც ქალს თვითონ აქვს უნდა რომ ჰყავდეს, მისი პირადი არჩევანია, თუმცა არსებობს მოცემულობები,რომელიც ამ არჩევანის სწორად განხორციელებაში დაგვეხმარება.
ქალის აქვს თითქმის სასწაულებრივი უნარი, შვას ახალი სიცოცხლე.თუმცა, ეს საკითხი საჭიროებს სწორ დაგეგმვასა და პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ქალს თანაბარი უფლება აქვს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ის სასწაული, რაც მას ბუნებამ უბოძა, თუმცა მათი არჩევანის შემთხვევაში, ჰყავდეთ შვილები, სასურველია, ამისთვის სწორი დრო შეირჩეს.
მხოლოდ სურვილი, გყავდეს ბევრი შვილი, საკმარისი არ არის. ქალებს ამისთვის ფიზიკური და მორალური მზაობაც სჭირდებათ.
სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც საინტერესო შედეგები აჩვენა.
რა თქმა უნდა, ქალს ყველა ასაკში არ შეუძლია შვილის გაჩენა
ჰოლანდიური კვლევის მიხედვით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა, ასაკი, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად ქალს უჭირს განაყოფიერება და არსებობს კონკრეტული დრო, როცა უმჯობესია შვილის გაჩენა.
კვლევა ერთ-ერთ ყველაზე რეპრეზენტატულად ითვლება, ვინაიდან მასში 58 000 ქალი მონაწილეობდა და საკითხს სამი საუკუნის განმავლობაში იკვლევდნენ.
შედეგად დადგინდა, რომ მათ, ვისაც სამი ან მეტი შვილი სურთ, მინიმუმ 23 წლის ასაკში უნდა დაიწყონ ორსულობის დაგეგმვა. მსგავს შემთხვევაში, 90% ექნებათ გარანტია იმისა, რომ სამი ან სამზე მეტი შვილის ყოლას ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე შეძლებენ.
მათ, ვისაც ერთის ან მაქსიმუმ ორი შვილი სურთ, შეუძლიათ, არ აჩქარდნენ: კვლევის მიხედვით, ერთი შვილის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, 32 წლის ასაკში დაგეგმოთ ორსულობა, ხოლო ორი შვილის შემთხვევაში – 27 წლის ასაკში.
კვლევის მიზანი იყო ორსულობის სწორად დაგეგმვაში ქალთა დახმარება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები მათთვის, ვინც საერთოდ ვერ წყვეტს, ან ძალიან ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს.
მკვლევარები ქალებს ურჩევენ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ნუ დაამყარებენ ზედმეტ იმედებს, რადგან ყველა შემთხვევაში ერთნაირად წარმატებულ შედეგს არ იძლევა სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარება. მათი თქმით, ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ სწორედ ტექნოლოგიები დაეხმარებათ შვილის გაჩენაში 45 წლიდან ზევით.
რა თქმა უნდა, სასწაულებიც ხდება და ამის მაგალითია 60 წლის ქალბატონი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიის ჩარევით გახდა დედა და რომელზეც მსოფლიო მედია ალაპარაკდა.
„ეს კვლევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სასურველია, უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში ისწავლებოდეს“, – ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი ალან პეისი.
კვლევამ აჩვენა, რომ 40 წლის ქალებს, რომლებსაც დიდი ოჯახი სურთ, განაყოფიერების 50%-მდე შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
ასევე, 35 წლის ასაკში მყოფ ქალებს, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, 90% იმედს აძლევენ, რომ დაორსულებას შეძლებენ.
თითოეული ქალის ორგანიზმს ინდივიდუალური რეპროდუქციის სისტემა აქვს, შესაბამისად, მათი განაყოფიერების უნარიც ინდივიდუალურია.
ქალის შესაძლებლობა, იყოს რეპროდუქციული, 30 წლის ასაკშიც საკმაოდ მაღალია. აღნიშნული სწრაფად კლებას მხოლოდ 37 წლის ასაკიდან იწყებს. სასურველია, ყველა ქალმა იცოდეს, რომ, ასაკთან ერთად, ორსულობა რთულდება.
ქალთა დიდი ნაწილისთვის შვილი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ სწორად განსაზღვრეთ მათი სასურველი რაოდენობა და გამოიყენეთ მეცნიერება, ის თქვენს მხარეზეა.
თემები: ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა
წყარო: <a href="http://www.mamamia.com.au/what-age-is-best-to-have-kids/">www.mamamia.com</a>