ჯანმრთელობა

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

გარშემომყოფები ხშირად გვირჩევენ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, თუმცა მათი რჩევების უმეტესობა მცადია. მეცნიერება ვითარდება, თუმცა მოძველებული და მცდარი წარმოდგენები ჯანმრთელობის შესახებ კვლავ აქტუალური გახლავთ.

გთავაზობთ იმ რჩევებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება და არ უნდა გაითვალისწინოთ:

1. „ორსულობა 9 თვეში სრულდება“ - თვლიან, რომ 40 კვირიანი ორსულობის პროცესი არ არის ნორმალური. ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა, ვინაიდან ყველა ქალის ფეხმძიმობა განსხვავებულია. კვლევის თანახმად, ახალშობილების მხოლოდ 5% იბადება ზუსტად გათვლილი დროით.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

2. „თუ ჭარბწონიანი ხარ, ჯანმრთელი არ ხარ“ –კვლევის თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჭარბწონიან ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ უფრო დაბალია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებში. ასე რომ, წონა არ არის ის ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება გადავწყვიტოთ ესა თუ ის ადამიანი ჯანმრთელია თუ - არა.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

3. „მარილი არაჯანსაღია“ – ალბათ გსმენიათ ფრაზები - „თუ წონაში დაკლება გსურს, მარილიიან საჭმელზე უარი უნდა თქვა“, ან „თუ გინდა, რომ წნევა დაგირეგულირდეს, მარილიანი საკვები არ უნდა ჭამო“. თუ აქამდე ეჭვი არ შეგპარვიათ ამ შეხედულების მართებულობაში დროა, ახლა დაფიქრდეთ. 

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

სხვადასხვა კვლევების თანახმად, მარილის მოხმარებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები მართლაც შეგიქმნათ, მაგრამ მისი ნაკლებობა კიდევ უფრო უარესია. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს დიაბეტი, ჭარბწონიანობა და შემცირდეს სექსის სურვილი. ასე რომ, მოაყარეთ მარილი საკვებს ზომიერი რაოდენობით და ისე მიირთვით. 

4. „ორგანული საკვები სუფთაა პესტიციდებისგან და ის უფრო ჯანსაღია“ - ასეთი საკვები ჩვენს დროში ძალიან ტრენდულია. ყველას სურს ბუნებრივი საკვების ყიდვა, რადგანაც უფრო ჯანსაღად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის მართალი. უამრავი ქიმიური ნივთიერება გამოიყენება მათ მისაღებად და დაახლოებით ისეთივე ქიმიურია, როგორც ქარხანაში მომზადებული. თუ ნამდვილად ბუნებრივი და ჯანსაღი საკვები გსურთ, სჯობს თავად გახდეთ ფერმერი.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

5. „თაფლი არის ბუნებრივი შაქარი და ის უკეთესია, ვიდრე დამუშავებული შაქარი“ -

თაფლი შეიცავს იმაზე გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე შაქარი. შესაბამისად, თაფლი ხელს უწყობს წონაში მომატებას.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

6. „თუ სტაფილოს შეჭამ, ღამით კარგი მხედველობა გექნება“ - ყველას გვსმენია სტაფილოს საოცრად სასარგებლო თვისებების შესახებ. ის შეიცავს A ვიტამინს, რომელიც მხედველობის განვითარებისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ ის, რომ ის ღამით უკეთ ხედვის შესაძლებლობას მოგცემთ, მითია. 

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

7. „ტვინის მხოლო 10 %-ს იყენებ“ - შესაძლოა, ამ ფრაზას ხშირად გეუბნებიან, მაგრამ ნუ დაუჯერებთ. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ტვინი მართავს მთელ სხეულს და ამ პროცესში არა 10, ან რამდენიმე პროცენტი, არამედ მთლიანი ტვინია ჩართული.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

8. „მიკროტალღური ღუმელის გამოყენება სიმსივნეს აჩენს“ - მიკროტალღური ღუმელი არ აჩენს სიმსივნეს და ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. 

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

9. იოგურტი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას - იოგურტი და ხაჭო პოპულარულია თავისი სასარგებლო თვისებებით. გავრცელებული აზრია, რომ ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკეთ ფუნქციონირებას. თუმცა ასე არ არის. იოგურტების უმეტესობა ტკბილია და შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და ის არა სასარგებლო, არამედ სახიფათოა ორგანიზმისთვის. 

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

10. „ღამით ჭამა გაგასუქებს“ - წონის მომატება პროპორციულია იმ ფიზიკური აქტივობის, რომლითაც დღის განმავლობაში კავდებით. არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ. მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას და როგორ ჭამთ, რამდენად კავდებით ფიზიკური აქტივობით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წონის მომატება. თუ ღამით საჭმელს მიირთმევთ არა უშავს, უბრალოდ დილით არ დაგავიწყდეთ რომ ივარჯიშოთ.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ

11. „რძე სასარგებლოა“ - ცდებით, თუ გგონიათ რომ რძე ძვლებს ამაგრებს და კალციუმით ავსებს ორგანიზმს. თანამედროვე კვლევის თანახმად არავითარი კავშირი არ არის რძესა და ჯანსაღ და ძლიერ ძვლებს შორის და არც კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრას უწყობს ხელს. ამგვარად, შემდეგ ჯერზე როცა რძეს შემოგთავაზებენ, იცით რაც უნდა უპასუხოთ.

11 მითი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლისაც დღემდე სჯერათ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>