სილამაზე

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

აკნე არის გამონაყარი კანზე და პრობლემა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს.

მისი გამომწვევი მიზეზი ბევრია. მათ შორის, ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი, სხვადასხვა ბაქტერიები და ასევე პროდუქტი.

როგორც ერთ-ერთი თანამედროვე კვლევა ადასტურებს, კავშირი ადამიანის კვების რაციონსა და აკნეს შორის დიდია.

გთავაზობთ აკნეს გამომწვევ 6 პროდუქტს.

1. რაფინირებული მარცვლელული, შაქრის მაღალი შემცველობის, დამუშავებული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი - დამუშავებულ ნახშირწყლებს შეიცავს კრეკერები, პური, ბურღულეული, თეთრი ფქვილისგან მომზადებული დესერტები, თეთრი ბრინჯი, სოდისა და შაქრის შემცველობის ტკბილი სასმელი, ტკბილეული, ასევე თაფლი.

კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ შაქარს და მიირთმევენ ტკბილეულს 30%-ით უფრო დიდია აკნეს გაჩენის რისკი. გარდა აკნესა, ეს დიაბეტის გაჩენის საფრთხეს ქმნის.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

დამუშავებული ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება სისხლში. როცა სისხლში შაქრის დონე იწევს, ინსულინის დონეც იმატებს. ინსულინი ააქტიურებს ანდროგენის ჰორმონს, რომელიც აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

2. რძის პროდუქტები - რამდენიმე კვლევა ავლენს კავშირს რძის პროდუქტებსა და „თინეიჯერობის“ პერიოდში გაჩენილ აკნეს შორის. კვლევის თანახმად, ახალაგზრდებში, რომლებიც იღებენ რძეს, ან ხშირად მიირთმევენ ნაყინს 4-ჯერ უფრო დიდია აკნეს გაჩენის შანსი, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ პროდუქტებს არ მიირთმევენ.

მედიკოსების დასკვნით, რძე ინსულინის დონეს მაღლა სწევს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდროგენს ააქტიურებს და აკნეს გაჩენის საფრთხეს აჩენს.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

ამავდროულად, რძე შეიცავს ამინო მჟავას. ამინო მჟავა ხელს უწყობს ღვიძლს, გამოყოს IGF-1, რომელიც თავის მხრივ აკნეს აჩენს.

3. სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საჭმელი - აკნე და დასავლური კვების რეჟიმი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ე.წ. ფასთ ფუდები მდიდარია ცხიმებით, დამუშავებული ნახშირწყლებითა და კალორიებით. ასეთი საჭნელებია ბურგერი, ჰოთ დოგი, „ფრი“ „მილქშეიკი“ და ა.შ. ყველა მათგანი ზრდის აკნეს გაჩენის რისკს.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსგავსი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის წარმოშობას, რის გამოც კანზე გამონაყარი ჩნდება.

4. საკვები, რომელიც მდიდარია ომეგა 6-ით - ეს არის ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტები, რომელთა მირთმევაც აკნეს გაჩენის რისკს ზრდის.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

5. შოკოლადი - ჯერ კიდევ 1920 წელს მეცნიერებმა შოკოლადი აკნეს გამომწვევ მიზეზად მიიჩნიეს, თუმცა დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო მოსაზრება არ არსებობს.

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც შოკოლადსა და აკნეს შორის კავშირს ავლენენ, თუმცა მეცნიერები ამ კვლევებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად

კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელიც ბევრ შოკოლადს მიირთმევს, უფრო მიდრეკილი ხდება აკნეს გაჩენისკენ, თუმცა რატომ იწვევს შოკოლადი აკნეს, მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.

6. რძის შრატი - რძის შრატს ხშირად უმატებენ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს. თუმცა ის შეიცავს ამინომჟავებსა და გლუტამინს, რომელიც ხელს უწყობს აკნეს წარმოშობას.

რომელი პროდუქტები იწვევენ აკნეს? - რას უნდა ერიდოთ განსაკუთრებულად



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>