როდესაც ვიღაც მოგწონს, ბუნებრივია, გაინტერესებს და გეშინია, რას ფიქრობს იგი შენზე. თუმცა რეალობა ის არის, რომ ბიჭების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს და ვერც კი ამჩნევს იმ დეტალებს, რომლებზეც შენ ასე ამახვილებ ყურადღებას და განიცდი.
დიახ! ძალიან ბევრი რამ არსებობს, რაზეც ბიჭები ფიქრობენ, რაც მათ იტაცებთ, მაგრამ მათი ინტერესი, ძირითადად შემოიფარგლება სპორტით, ტექნოლოგიით, ვიდეოთამაშებით, კვებით და... რა თქმა უნდა, გოგოებით.
თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელიც სულაც არ ადარდებთ ბიჭებს, შენ კი ზედმეტადაც ნერვიულობ იმაზე, როგორ დაინახავს ან შეაფასებს შენი ბიჭი ამას:
12. რამდენს ჭამ
არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ დიდი ზომის შაურმას, ხაჭაპურს ან პიცას მიირთმევ სადილად. ბიჭებს უყვართ ჭამა და ჭამის მოყვარული გოგოებიც!
11. თუ პირველი მიწერ
მამაკაცთა უმრავლესობა ძალიან ნერვიულობს პირველი ნაბიჯის გადადგმისას. საყვარელი, კეკლუცი ტექსტის მიწერა ავტომატურად აფიქრებინებს, რომ შანსი აქვს (ბიჭების უმრავლესობას სწორედ იმის ეშინია, რომ უარს მიიღებს) და იმედიც მიეცემა.
10. როგორ იცვამ
ბიჭებს ისევე უყვართ სპორტული ტანსაცმელი, როგორც შენ. ამიტომაც, სულაც არ არის აუცილებელი, სექსუალური კაბით გამოეცხადო მას ყოველ ჯერზე და ნუ იფიქრებ, რომ მხოლოდ ამით დაიმსახურებ მის ყურადღებას. გაცილებით სექსუალურია, იყო მეტ-ნაკლებად იდუმალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გჯეროდეს, რომ ყველანაირად სექსუალური ხარ. ატარე ის ტანსაცმელი, რაშიც თავს კომფორტულად და სექსუალურად გრძნობ!
9. როცა რამეს სთხოვ
ზოგიერთ ბიჭს მოსწონს, როცა გოგო ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად, თუმცა ზოგს ისიც მოსწონს, როცა მასში სისუსტეს ხედავს. რაიმეს თხოვნა ერთგვარი ნდობაა მათთვის, რომელსაც შენ უცხადებ. ნდობა კი ყოველთვის ძალიან დიდ სექსუალურ მუხტს აძლევს მამაკაცებს.
8. თუ ვარჯიშისას ოფლიანობ
შენც ადამიანი ხარ! ბიჭებს კი მოსწონთ სპორტული გოგოები. ამიტომ ნუ შეშინდები, ანახო მას, რომ სერიოზულ სპორტულ უნარებს ფლობ. ისინი არც კი ამახვილებენ ყურადღებას მსგავს დეტალებზე.
7. როცა ერთნაირი მუსიკა და ფილმები არ მოგწონთ
არ არის აუცილებელი, მუსიკის ან ფილმის ის ჟანრი მოგწონდეს, რომელიც მას მოსწონს. ერთმანეთის გაცნობის საუკეთესო მხარე ის არის, რაღაც ახალი აღმოაჩინოთ ერთად!
6. თუ კარგი მოფლირტავე, კეკლუცი ხარ
ის ისევე ღელავს, როგორც შენ! არ არსებობს სწორი ან არასწორი ფლირტი. ყველას აქვს მომენტი, როცა ვიღაც ძალიან მოსწონს. ღიმილი და მხიარული განწყობა დაგეხმარება, მოიხსნა და განმუხტო დაძაბულობა. ამით კი შეძლებ, მას დაანახო, რომ არც ისე სერიოზულად უდგები ამ ამბავს.
5. თუ თმის ფერი შეიცვალე
ნახევარი თავიც რომ გადაიპარსო, ბიჭების უმრავლესობა ამას ვერ შეამჩნევს, სანამ თავად არ ეტყვი. მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ არ მოსწონს შენი ახალი ვარცხნილობა ან არ უყვარხარ.
4. გიჟდები თუ არა ჰარი პოტერზე
მერე რა, რომ გიჟდები ჰარი პოტერზე და წაკითხული გაქვს მილიონჯერ? შესაძლოა, ისიც გიჟდებოდეს! მაშინაც კი, თუ ასე არ არის, ან არ მოსწონს, ის ჩათვლის, რომ დიდ ცოდნას ფლობ ჯადოსნურ სამყაროზე, რომელიც შენი მომხიბვლელობის ნაწილია. სექსუალურობა – ეს არის თავდაჯერებულობა და რწმენა საკუთარი თავის.
3. შესანიშნავად გამოიყურები თუ არა სელფებში
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიო ვარსკვლავივით გამოიყურები თუ არა ფოტოებში. გაცილებით კარგი და მისაღებია, იყო მხიარული. მხიარულება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შენთან ერთად დროის გატარება სასიამოვნოა.
2. თუ მაკიაჟის გაკეთება დაგავიწყდა
იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭებს არ მოსწონთ ბევრი მაკიაჟი, რომელიც ნამდვილ სახეს გაკარგვინებს, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, რომ მაკიაჟის გაკეთება დაგვიწყდა ან ვერ მოასწარი. ბიჭების უმრავლესობას ბუნებრივი გოგოები იზიდავს. ასე რომ, ნუ ინერვიულებ ამაზე!
1. როგორ ცეკვავ
იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს. ბიჭი, რომელიც მოგწონს, აუცილებლად იგრძნობს თავდაჯერებულობას და აგყვება მოძრაობებში. მაგრამ, თუ ინერვიულებ და ხელიდან გაუშვებ შანსს, მასთან ერთად გაერთო, ისიც დაკარგავს ამის სურვილს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, დეტალები, შეუმჩნეველი დეტალები
წყარო: <a href="http://www.seventeen.com/love/dating-advice/advice/a25095/what-guys-dont-care-about/?src=socialflowFB">www.seventeen.com</a>