ცხელი ჩაის მირთმევა სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის - ახალი კვლევის შედეგი
- 07.02.2018
თუ ჩაის მოყვარულები ხართ, განსაკუთრებით კი, ძალიან ცხელი ჩაი გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი არ გვაქვს. ახალი კვლევის თანახმად, ცხელი ჩაის მირთმევა, არც ისე სასარგებლოა.
მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ცხელი ჩაი ორგანიზმისთვის მავნებელია.
კვლევის თანახმად, ცხელი ჩაის რეგულარულად მირთმევა ზრდის საყლაპავი მილის სიმსივნის გაჩენის შანსს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარული მწეველები არიან, ან ხშირად იღებენ ალკოჰოლს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლევარებმა ცხელი ჩაის მირთმევა საყლაპავი მილის კიბოს წარმოშობას დაუკავშირეს.
ჯერ კიდევ 1930 წელს, პროფესორი უილ უოტსონი მიიჩნევდა, რომ რეგულარულად ცხელი ჩაის მიღება აზიანებდა საყლაპავ მილს, წარმოშობდა პრობლემებს და შესაძლებელი იყო სიმსივნის განვითარებაც.
2016 წელს ჩატარებული კვლევებით მკვლევარები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ იწვევდა, თუ არა ცხელი სასმელები სიმსივნეს და ასეთი სასმელები სიმსივნის გამომწვევ „სავარაუდო მიზეზებად“ დაასახელეს.
თუმცა გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც რეგულარულად სვამენ ცხელ ჩაის, ამასთანავე არიან მწველები, ან ხშირად იღებენ ალკოჰოლურ სასმელს, საყლაპავ მილზე სიმსივნის გაჩენის 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენები.
კვლევაში ჩართული იყო 456 000 ადამიანი, რომელთა ასაკიც 30-დან 79 წლამდე მერყეობდა. კვლევის მეშვეობით შეისწავლეს ამ ადამიანების ცხოვრების სტილი. განსაკუთრებით კი, ყურადღება გაამახვილეს იმ ჩვევებზე, რომლებსაც სასმელის მიღების დროს ავლენდნენ - შეისწავლეს ცხელ სასმელებს იღებდნენ უფრო ხშირად, გრილს, თუ ცივს.
აღსანიშნავია, რომ ცხელი ჩაის მირთმევა, მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მიღება, სიმსივნის პროვოცირების თვალსაზრისით, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მკვლევარები ამბობენ, რომ თუ მწეველი არ ხართ, ან ალკოჰოლს არ იღებთ, შგიძლიათ თამამად მიირთვათ ცხელი ჩაი საყვარელი არომატით. ამ შემთხვევაში სიმსივნის გაჩენის შანსი არ იზრდება.
ხოლო თუ მწეველი ხართ და ვერც ალკოჰოლზე ამბობთ უარს, მაშინ სჯობს ცხელი ჩაი არ მიირთვათ.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>