10 საუკეთესო ქვეყანა სასიყვარულო ურთიერთობისთვის - რომელ ქვეყანას უნდა ეწვიოთ საყვარელ ადამიანთან ერთად
- 15.02.2018

გასაკვირი არ არის, რომ უილიამ შექსპირმა ყველა დროის ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორიის ადგილად ჩრდილოეთ იტალიის ქალაქი, ვერონა აირჩია.
კვლევის თანახმად, იტალია, რომეოსა და ჯულიეტას სამშობლო, სასიყვარულო უერთიერთობებისთვის საუკეთესო ქვეყანაა.
მკვლევარებმა რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით 2018 წლის საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. ქვეყნების რეიტინგი ეყრდნობა შემდეგ ნიუანსებს - რამდენად არის გართობის შესაძლებლობა, არიან თუ არა იქ მეგობრული ადამიანები, მაღალია თუ არა სანდოობის ხარისხი, არის თუ არა რომანტიკული გარემო.
იტალიას სასიყვარულო ურთიერთობებისთვის საუკეთესო ადგილად ბევრი მიზეზით მიიჩნევენ - მათ შორისაა ულამაზესი ხედები, რომანტიკული გარემო, ლამაზი ვენახები და რა თქმა უნდა, არომატული სამზარეულო.
მაგრამ თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე სხვაგან წასვლა გსურთ, შეგიძლიათ, არჩევანი ბრაზილიაზეც შეაჩეროთ, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
ვნახოთ, რომელია 10 საუკეთესო ქვეყანა სასიყვარულო ურთიერთობისთვის და სად იგრძნობთ საყვარელ ადამიანთან ერთად თავს განსაკუთრებით კომფორტულად და ბედნიერად.
1. პირველ ადგილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალია იკავებს.

2. ბრაზილია

3. ესპანეთი

4. ახალი ზელანდია

5. ავსტრალია

6. კანადა

7. ჰოლანდია

8. ირლანდია

9. შვედეთი

10. ტაილანდი

თემები: სიყვარული, მოგზაურობა, წყვილი, მოგზაური
<a href="https://www.usnews.com">https://www.usnews.com</a>