მეცნიერებმა იდეალური მამაკაცის 10 მთავარი მახასიათებელი გამოავლინეს
- 15.02.2018

ადამიანების უმეტესობას იდეალური მამაკაცი წარმოუდგენია დაკუნთული სხეულით. ფიქრობენ, რომ ის უნდა იყოს მოხუცივით ბრძენი და მეომარივით მამაცი. ყველა ქალს იდეალური მამაკაცის შესაფასებლად თავისი კრიტერიუმი აქვს. მეცნიერებმა კი სცადეს იდეალური მამაკაცის 10 მახასიათებელი გამოეყოთ და მისი პორტრეტი შეექმნათ.
10. სქელი წარბები და ოვალური ნიკაპი - ეს არის მახასიათებელი, რომელიც ადამიანს მამაკაცურობას ჰმატებს. ქალები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ ასეთი გარეგნული მახასიათებლების მქონე მამაკაცს.

9. წვერი - მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს, თუ რამდენად მომხიბვლელია წვერი. ქალებს აჩვენეს მამაკაცის ფოტოები წვერის გარეშე და განსხვავებული სისქის წვერით. ქალებმა უპირატესობა მიანიჭეს მამაკაცს, რომელსაც საშუალოზე ოდნავ უფრო სქელი წვერი ჰქონდა.

8. ნაიარევი - როგორ კვლევამ აჩვენა, ქალები იხიბლებიან მამაკაცებით, რომლებსაც სახეზე ნაიარევი ეტყობათ. ისინი ასეთ მამაკაცს უფრო ძლიერად აღიქვამენ და თვლიან, რომ მის გვერდით დაცულები იქნებიან.

7. მორცხვი ღიმილი - თუ მამაკაცს სურს, რომ მომხიბვლელი იყოს, ის გაუბედავად, მორცხვად უნდა იღიმოდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ქალებს სწორედ ამ მახასიათებლების გამო მოსწონთ „ცუდი ბიჭები“.

6. ასაკი - ქალს რომ არჩევანის გაკეთება უწევდეს მომხიბვლელ კაცსა და მომხიბვლელ, თუმცა უფრო ასაკოვან კაცს შორის, ის მეორეს აირჩევდა. ასაკში ადამიანები უფრო ჭკვიანები, თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები არიან. ასაკოვან მამაკაცებს მარტივად შეუძლიათ ქალების მოხიბვლა. მეცნიერები ყოველივეს ჯორჯ კლუნის ეფექტს უწოდებენ.

5. ხელმომჭირნეობა - ძალიან რომანტიკულია გაყიდო ყველაფერი მილიონი ვარდის საყიდლად, მაგრამ ასეთი ქცევა ყველა ქალს არ მოსწონს. ქალები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, რომლებსაც შეუძლიათ ფულის დაზოგვა. როცა მამაკაცს ფულის შენახვა შეუძლია, ეს მიანიშნებს, რომ მას შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი.

4. ცხოველები - როცა ქალი მამაკაცს ცხოველთან ერთად ხედავს, მეცნიერების მტკიცებით, ის ამ დროს მოხიბლულია. ქალი ასეთ დროს ფიქრობს, რომ თუ მამაკაცს ცხოველებზე ზრუნვა შეუძლია, ის შვილებზეც იზრუნებს.

3. წითელი სამოსი - შესაძლოა, გსმენიათ კიდეც ამის შესახებ, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცი წითელ სამოსში ქალისთვის უფრო მიმზიდველია.

2. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა - ჩაატარეს სოციალური ექსპერიმენტი. სპორტული ჩანთით მიმავალმა მამაკაცმა ქუჩაში ქალებს ტელეფონის ნომერი სთხოვა, ხოლო შემდეგ იგივე მამაკაცმა, ოღონდ ამჯერად გიტარით მიმავალმა, ისევ სთხოვა გამვლელ გოგონებს ტელეფონის ნომერი, იგივე კვლავ გააკეთა, თუმცა ხელში არაფერი ჰქონდა. ქალების 35%-მა მამაკაცს ტელეფონის ნომერი მაშინ მისცა, როცა ის გიტარით მიდიოდა, 14%-მა - როცა ხელში არაფერი ჰქონდა, ხოლო 9%-მა - როცა მას ხელში სპორტული ჩანთა ჰქონდა.

1. იუმორის გრძნობა - კვლევამ დაადასტურა, რომ ქალი იხიბლება იუმორის მქონე მამაკაცით. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ხუმრობების თქმა არ შეგიძლიათ, ცუდად ხუმრობას სჯობს, საერთოდ არ იხუმროთ.

ბონუსი: მეცნიერების აზრით იდეალური მამაკაცი ასე გამოიყურება
წლების წინ მკვლევარები წერდნენ, რომ იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ბრედ პიტის ცხვირი, ბრედლი კუპერის თვალები და ჯორჯ კლუნის ვარცხნილობა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით კი გამოდის, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცია ვიზუალურად იდეალური.

თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია