ჰოროსკოპი

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

1. ტყუპები - რეიტინგში ტყუპები პირველ ადგილს იკავებენ. ისინი იღებენ ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან. ყოველთვის აძლევენ გარშემომყოფებს მეორე შანსს. უნაწილებენ თავიანთ ფულს, დროსა და ცოდნას ყველას, ვისაც სჭირდება.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

2. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კეთილები არიან და თანაგრძნობის გამოხატვის განსაკუთრებული უნარი აქვთ. როცა უყვართ, უყვართ მთელი გულით და ადამიანებში საუკეთესო მხარეს ხედავენ.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

3. სასწორი - ის ყველაზე მშვიდობიანი ზოდიაქოს ნიშანია. სასწორს მოსწონს, როცა გარშემომყოფი ადამიანები ბედნიერები არიან. მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვისაც სჭირდება. მას არ უყვარს დავა და კონფრონტაცია.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

4. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მოცემული მომენტით ცხოვრობენ. სპონტანურები არიან. შეუძლიათ საუკეთესოდ გარდაქმნან ყველაფერი რაც ხელთ აქვთ. პოზიტიურები არიან და ცხოვრების ყველაზე ბნელ მონაკვეთშიც შეუძლიათ იმედის შუქის დანახვა.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

5. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შემბრალებელები არიან. გრძნობენ სხვის ტკივილს და საკუთარივით განიცდიან. ისინი გრძნობებით მოქმედებენ და ამის გამო ხშირად არიან გულგატეხილები.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

6. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები წესიერებით და პატიოსნებით გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის სიმართლის მხარეს დგანან. არიან კომუნიკაბელურები, საინტერესო ადამიანები და მათ გვერდით ყოფნა დროის დაკარგვას არ ნიშნავს. ნეგატივი რაც მერწყულებს ახასიათებთ, აზრების სწრაფად ცვლილებაა. არასოდეს, იცი როდის შეიცვლის აზრს. მოულოდნელობებითაა სავსე. ამიტომაც, მის გვერდით ყოფნა დაუცველობის განცდას აჩენს.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

7. კირჩხიბი - კირჩხიბები მზრუნველები არიან. ისინი უჩვენებენ სხვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნები არიან მათთვის, უჩვენებენ უსაზღვრო სიყვარულს. თუმცა მათი სურვილი ადამიანებთან სიახლოვის ხშირად გადაჭარბებულია. განსაკუთრებით ემოციურები არიან სასიყვარულო ურთიერთობებში რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, პარტნიორს ინტერესს აკარგვინებენ და თავს აბეზრებენ. სწორედ ამიტომ იკავებს კირჩხიბი რეიტინგში მეშვიდე ადგილს.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

8. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების ცხოვრებას ნეგატიური ასპექტი განსაზღვრავს, რომლის გამოც წარმატებას ვერ აღწევენ. ეს ნეგატიური ასპექტი კი საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებასთან შეადრებაა. ის გამუდმებით სხვებს ადარებს საკუთარ თავს, გარეგნობას, ოჯახურ ცხოვრებასა, თუ კარიერულ მიღწევებს. ცდილობს, სხვებს დაემსგავსოს და ავიწყდება საკუთარი უნიკალურობა და ინდივიდუალიზმი.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

9. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მზად არიან იჩხუბონ მანამდე, სანამ დავა მათ სასარგებლოდ არ გადაწყდება, სანამ თავად არ გაიმარჯვებენ. ძალიან ჯიუტები არიან. სურთ, რომ საკუთარი შეხედულებები ადამიანებს თავს მოახვიონ. არ მოსწონთ განსხვავებული აზრი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი მოსაზრება ჭეშმარიტებაა. გამუდმებით სტრესულ და ნეგატიურ სიტუაციას ქმნიან.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

10. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პერფექციონისტები არიან და სურთ, რომ ყველა საქმე ზედმიწევნით კარგად იყოს შესრულებული. სწორედ ამიტომ, მათთან ურთიერთობა რთულია. ისინი ადამიანებისგან სრულყოფილებას მოითხოვენ. შემდეგ კი, უკვირთ, რატომ არიან მარტონი.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

11. ვერძი - მათ შეუძლიათ ადამიანს თვალებში უყურონ და საშინელი სიტყვები უთხრან, გული მოუკლან და მსოფლიოში ყველაზე ხელმოცარულ ადამიანად აგრძნობინონ თავი. სწორედ ამიტომ, რეიტინგში ისინი მეთერთმეტე ადგილს იკავებენ.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

12. მორიელი - მორიელი შედეგზე ორიენტირებულია. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ მორიელი ამ შედეგს, ყველანაირ წარმატებას სხვა ადამიანების განადგურებების, სხვების გულის ტკენის ხარჯზე ახერხებს. მორიელს ადამიანებით მანიპულირების საოცარი უნარი აქვს და როდესაც ხედავს, რომ ამა თუ იმ ადამიანისგან სარგებელი აღარ ექნება, დაუყოვნებლივ იშორებს.

ყველაზე პოზიტიური და ყველაზე ნეგატიური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი



<a href="https://thoughtcatalog.com">https://thoughtcatalog.com</a>