სასარგებლო რჩევები და 16 საინტერესო ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით
- 07.03.2018
1. ხილზე დაწებებული სტიკერები საჭმელად ვარგისია - ლოგიკურია, როცა მათ ხილზე ხედავთ, პირველ რიგში, აშორებთ და ისე მიირთმევთ, მაგრამ თუ ვერ შეამჩნევთ და ისე შეჭამთ ხილს, არ შეგეშინდეთ, ეს სტიკერები სეციალურადაა დამზადებული და საჭმელად ვარგისია. ხილთან ერთად მისი ჭამა ჯანმრთელიბას პრობლემებს არ შეუქმნის.
2. ადამიანები, რომლებიც ცხარე საჭმელებს მიირთმევენ, დიდხანს ცოცხლობენ - ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, დღეში ერთხელ ცხარე საჭმლის მირთმევა 14 %-ით ამცირებს სიკვდილის რისკს. ეს იმიტომ, რომ ის შეიცავს ისეთ ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარებიან.
3. პომიდორი არ შეინახოთ მაცივარში, რადგანაც ამ დროს ის კარგავს არომატს - ამის შესახებ ყველა მზარეულმა იცის, მაგრამ ახლა აღნიშნულს კვლევაც ამყარებს. კვლევის თანახმად, ცივ ადგილას შენახული პომიდორი სურნელს და პირვანდელ გემოს კარგავს.
4. ლიმონი მარწყვზე მეტ შაქარს შეიცავს - მაგრამ რადგანაც, ამავდროულად, დიდი რაოდენობით მჟავის შემცველობა აქვს, მის სიტკბოს ვეღარ ვგრძნობთ.
5. მიკროტალღური ღუმელი საკვებს მინერალების შემცველობას და სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს.
6. კვერცხის გული უფრო ნოყიერია, ვიდრე ცილა - კვერცხის გული შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს.
7. საფრანგეთში აკრძალულია სასმელი შაქრის მაღალი შემცველობით - ასეთი სასმელი წონაში მატებას განაპირობებს.
8. შოკოლადის უბრალოდ დაყნოსვასაც კი შეუძლია ადამიანს განტვირთვაში დაეხმაროს - შოკოლადის სუნი ადამიანს სიმშვიდის განცდას უჩენს.
9. კიტრის 96% წყალია.
10. გაყინული ბოსტნეული ისეთივე სასარგებლოა, როგორც ჩვეულებრივი - ალბათ ფიქრობთ, რომ გაყინული ბოსტნეული კარგავს ვიტამინებს და ყველა სასარგებლო თვისებას, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
11. სიეტლში საჭმლის გადაყრა არ შეიძლება და ეს არაკანონიერ ქმედებად ითვლება.
12. მსოფლიოში დაახლოებით 10 000 განსხვავებული ჯიშის ვაშლია - ისინი განსხვავდებიან ზომის, მოყვანილობის, ფერისა და არომატის მიხედვით.
13. თაფლს ვადა არასოდეს გაუდის - ის 5 000 წლის წინანდელიც რომ იყოს, საჭმელად მაინც ვარგისი იქნება.
14. ზღვის მარილი არ არის არც უფრო სასარგებლო და არც ნაკლებ სასარგებლო ჩვეულებრივ მარილზე - მათ აბსოლუტირად ერთნაირი შემადგენლობა და თვისებები აქვთ.
15. შოკოლადი ეფექტური საშუალებაა ხველის წინააღმდეგ - ის შეიძლება გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე რომელიმე მედიკამენტი.
16. საჭმელი მომზადებიდან რამდენიმე საათში უფრო გემრიელია - ინგრედიენტები ცოტა დროის შემდეგ რეაქციაში შედის და ამიტომაც, საკვები განსაკუთრებულ გემოსა და არომატს იძენს.
თემები: ჯანსაღი კვება, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://www.buzzfeed.com">https://www.buzzfeed.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია