ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები არ მოსწონთ

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები არ მოსწონთ

ასტროლოგი ჯოშუა მაკგუაიერი გამოყოფს ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიეთობები არ მოსწონთ და მთელი ცხოვრების ერთ ადამიანთან გატარება მოსაწყენად ეჩვენებათ.

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პირველ ადგილას ყოველთვის საკუთარ თავს აყენებენ. მათთვის საკუთარი სურვილები და კეთილდღეობა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვერძს არ უყვარს დათმობაზე წასვლა, უკომპრომისოა და ხშირ შემთხვევაში, პარტნიორის წარმატება აშინებს.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები არ მოსწონთ

ყოველივე სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემებს ქმნის და ურთიერთობა ვეღარ არის მყარი. ეს არ ნიშნავს, რომ ვერძი არ გრძნობს საყვარელი ადამიანისადმი პასუხისმგებლობას, არ ზრუნავს მასზე.

თუ თავად მოინდომებს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ასეც იქნება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მას ბეზრდება სხვაზე ზრუნვა. ურჩევნია, საკუთარ თავზე იზრუნოს.

მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თავისუფლების მოყვარულები არიან, უყვართ თავგადასავლები და ახალი გამოცდილების შეძენა. უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება. მათი უმეტესობა დიდად მოხიბლული არ არის ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის იდეით.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები არ მოსწონთ

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგ ადამიანთან არის მშვილდოსანი ურთიერთობაში, ის მაინც გაუდმებით ახალს და საინტერესოს ეძებს. იმისთვის, რომ მშვილდოსანმა ურთიერთობა დიდხანს შეინარჩუნოს, მას გვერდით აუცილებლად უნდა ჰყავდეს სიურპრიზებით სავსე ადამიანი, გამოცანა, რომელიც ყოველ დღე რაღაც ახალს შესთავაზებს და რომლითაც მშვილდს გააკვირვებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მან გადაგიყვაროთ და სხვასთან წავიდეს. 

მერწყული - ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის. მერწყული არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას, ის მუდამ მოძრაობაში და მუდამ სიახლეების ძიებაშია. თუ იგრძნობს, რომ ფრთებს აჭრიან, ურთიერთობას აუცილებლად დაასრულებს.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები არ მოსწონთ

მთავარი ღირებულება ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის თავისუფლებაა. მას ზოგჯერ ურთიერთობაში ყოფნას მარტოობა ურჩევნია.

ზოგადად, ხშირად სჭირდება მარტო ყოფნა, რაც მისი პარტნიორისთვის რთულად გასაგებია ხოლმე. მერწყული მარტო რჩება და თან ისე, რომ პარტნიორს არ უხსნის თავისი ქმედების მიზეზს, რის გამოც საყვარელ ადამიანს გულს სტკენს.



<a href="https://www.bustle.com">https://www.bustle.com</a>