დღეს ძალიან ფართო მსჯელობა მიდის იმ საკითხის გარშემო, რომ ტრადიციული განათლება ფეხს ვერ უწყობს ტექნოლოგიურად სწრაფადგანვითარებად სამყაროს. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები, რომელსაც დღეს ადამიანი წარმატებით მოიხმარს, ხვალ დიდი ალბათობით სულ სხვა მოთხოვნებს წაგვიყენებს, რომლისთვისაც კაცობრიობა, რომელმაც ტრადიციული, შეიძლება ითქვას მოძველებული ტიპის განათლება მიიღო, შესაძლოა მზად ვერ აღმოჩნდეს. ამ მიმართულებით კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი ხედვის უნარები განვითარებულ ემოციურ ინტელექტთან ერთად ის მნიშვნელოვანი უნარები იქნება, რომელიც მომავალ ათწლეულებში ადამიანური რესურსის კონკურენტუნარიანობის მთავარი მახასიათებლები გახდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წიგნიერება და ზოგადი განათლება, რომელიც ადამიანის თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს, ავითარებს წარმოსახვასა და შემოქმედებით უნარებს და ეხმარება რთული, პირადი თუ პროფესიული, პრობლემების დაძლევაში. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, რა ხდება საქართველოში, სადაც განათლების სისტემის მდგომარეობა მსჯელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. გვინდა გითხრათ, რომ თბილისში ფუნქციონირებს „ლეტერატო - აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის“, სადაც მოზარდებთან, სკოლისგან თავისუფალ დროს, სწორედ ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე მუშაობენ. აკადემია მოზარდებისთვისაა გათვლილი, რომელთაც 11 წლიდან კრიტიკული აზროვნებისა და ლოგიკის, წიგნიერების, ხელოვნების ისტორიის კურსებს სწორედ იმ ინოვაციური მეთოდოლოგიით შეასწავლიან, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში არსებული პოტენციალის ზრდას და მათ აღჭურვას საჭირო უნარებითა და ზოგადი განათლებით.
პროგრამა ამერიკულ მეთოდოლოგიას ემყარება და თავიდან ბოლომდე ინტერაქტიულია, რაც სწავლებას როლური თამაშებით, გუნდური სავარჯიშოებითა და ქეისებით გულისხმობს. სწავლების სახალისო და ნებაყოფლობითი ხასიათი მოზარდებსაც ძალიან მოსწონთ და „ლეტერატოში“ სიამოვნებით დადიან. კურსის გავლა მოზარდებს ეხმარება უკეთ იყვნენ მომზადებული უმაღლესი სასწავლებლისათვის, ზრდასრული ცხოვრებისათვის, ჰქონდეთ ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზისა და მსჯელობის უნარები და ფართო თვალსაწიერი, რაც მათ მომავალ წარმატებას შეუწყობს ხელს. პარალელურად, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, გუნდურად მუშაობას, რთული და წინააღმდეგობრივი საკითხების დამოუკიდებლად განხილვას და დისკუსიის სწორად წარმართვას.
საინტერესოა, რომ „ლეტერატომ“ სულ ახლახანს შემოიღო ინგლისურენოვანი კრიტიკული აზროვნების კურსი უფროსკლასელთათვის, რომელსაც ამერიკელი პედაგოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მაიკ მარტლი უძღვება. პროგრამა ასევე ინტერაქტიულია და ჯგუფური დავალებების, სავარჯიშოებისა და თამაშების დახმარებით მარტივად შეასწავლის მოზარდებს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა რესურსების მართვა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, დროის მართვა და სხვა. თითოეულ შეხვედრაზე, 1.5 საათის განმავლობაში მოზარდები ინგლისურ ენაზე შეისწავლიან დისკურსის სწორი მიმართულებით წაყვანას, ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, წარმატებული პრეზენტაციისა და ოპონირების ხერხებს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ შემოქმედებით მიდგომასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც არამარტო ინგლისურ ენაზე თავისუფლად აზროვნება და საუბარი სურს, არამედ მათთვისაც ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდები, ან უბრალოდ მოემზადოს საზოგადოებრივ და სოციალურ ასპარეზზე წარმატებით გამოსასვლელად. თავად მაიკ მარტლის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციებს მოიცავს, რაც მას ეხმარება მოსწავლეების სწორედ იმ უნარების განვითარებაზე იმუშაოს, რაც მათ მომავალი წარმატებისთვის გამოადგებათ.
ერთი სიტყვით, „ლეტერატო“ ეს ის ადგილია, სადაც სკოლისაგან თავისუფალ დროს მოზარდების განათლებისა და უნარების გაუმჯობესებაზე სერიოზულად ზრუნავენ, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
დამატებით „“ლეტერატოს“ შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ვებგვერდზე: www.letterato.ge ან ეწვიოთ ფეისბუქის გვერდს: www.facebook.com/letteratoschool
თემები: მშობლები, ბავშის აღზრდა, რჩევები, ბედნიერი ბავშვი, განათლება
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია