ჯანმრთელობა

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

შოკოლადის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შოკოლადს შეუძლია ადამიანი ემოციური თვალსაზრისით დაამშვიდოს და შედეგად, გადაწყვეტილებების მშვიდად მიღება შეძლოს.

კვლევამ შოკოლადის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება გამოავლინა. კონკრეტულად კი, თუ ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს შოკოლადს, მისი შემეცნებითი უნარი გაუმჯობესდება.

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

კვლევა თავდაპირველად XX საუკუნის 70-იან წლებში, ფსიქოლოგმა მერილ ელიასმა დაიწყო. ის 1000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად ადამიანის შემეცნებითი უნარების შესწავლას ცდილობდა.

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

მოგვიანებით მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა შეესწავლა ის, თუ რას მიირთმევდნენ ადამიანები და რა გავლენას ახდენდა კვების რაციონი მათ შემეცნებით შესაძლებლობებზე.

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

შედარებით გვიანდელ კვლევას ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯინა კრიჰტონი ხელმღვანელობდა. სწორედ მან დაადგინა შოკოლადსა და შემეცნებით უნარს შორის კავშირი.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ როცა ორგანიზმში კაკაოს შემცველობა იზრდება, ტვინს სისხლი უკეთესად მიეწოდება, რაც დადებით გავლენას ახდენს შემეცნებით შესაძლებლობაზე და ტვინის მუშაობის ხარისხზე.

ტვინის უკეთესი ფუნქციონირება შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ უკეთ დაიმახსოვროთ ციფრები, ან უფრო მარტივად იპოვნოთ რთული სიტუაციებიდან გამოსავალი, გაგიუმჯობესდეთ მეხსიერება და შეძლოთ დეტალების შემჩნევა, ასევე, გქონდეთ უნარი ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთების.

შოკოლადი ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის - კვლევის შედეგი

ასე რომ, შეარჩიეთ საყვარელი შოკოლადი და მიირთვით მშვიდად, მიიღეთ სიამოვნება და ამავდროულად სარგებელი.



<a href="http://www.elleuk.com">http://www.elleuk.com</a>