დედასა და ქალიშვილებს შორის განსაკუთრებული ემოციური კავშირია - მეცნიერული დასკვნა
- 02.04.2018
დედა არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. ხედავს როგორ ვიდგამთ ფეხს, როგორ ვსწავლობთ ლაპარაკს, ის გვეხმარება გარესამყაროსთან ადაპტირებაში, გვაცნობს ქალების სამყაროს, ხოლო შემდეგ გვეხმარება, რომ თავადაც ვიყოთ უკეთესი დედები.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონას თინეიჯერობის ასაკში ურთიერთობაში შეიძლება გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, დედასა და ქალიშვილს შორის არსებული ხიდი ძალიან მტკიცეა და ის ნებისმიერ გამოცდას აბარებს, ნებისმიერ სირთულეს უძლებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ კავშირი დედასა და ქალიშვილს შორის ეს ყველაზე ძლიერია ამქვეყნად. აღნიშნულს კი შესაბამისი კვლევაც ადასტურებს.
კვლევის თანახმად, დედასა და მათ ქალიშვილებს შესაძლოა ერთდროულად დაემართოთ დეპრესია, ერთდროულად შეეცვალოთ ხასიათი, ერთდროულად გახდნენ ავად. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მსგავსი რამ შეგინიშნავთ, არ უნდა გაგიკვირდეთ. ასე იმიტომ ხდება, რომ დედასა და მათ ქალიშვილებს აქვთ ერთნაირი ანატომია, ისინი ერთნაირ დამოკიდებულებას ავლენენ მოვლენებისადმი და ერთნაირა მდგრადები არიან ემოციური თვალსაზრისით.
კვლევის თანახმად, ვაჟი ემოციურად ვერც მამასთან ავლენს მსგავს კავშირს და ვერც დედასთან.
„ქალიშვილს ყველაზე უკეთ შეუძლია დაუკავშირდეს ემოციურად დედას, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს და პირიქით, დედას განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს ქალიშვილისადმი“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
ამგვარად, შემდეგ ჯერზე როცა ემოციურად რთული დღე გექნებათ, აუცილებლად დაურეკეთ დედას, ან მიდით მასთან. არ არის საჭირო ყველაფერი მოუყვეთ, ის საუბრის გარეშეც მიხვდება თქვენს მდგომარეობას და მასთან ყველაზე უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობთ.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, როცა ბავშვი ინტერესდება, ბავშვები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>