7 მითი ფიტნესის შესახებ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ვნებს
- 17.04.2018
მითი 1: ვარჯიშისთვის საუკეთესო დროა - დილა
მთლად ასე არ არის. ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო მაშინ დგება, როცა მისთვის მზად ხართ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ არსებითი განსხვავება დილისა და საღამოს ვარჯიშების შედეგებს შორის არ არსებობს.
მითი 2: ტვინისთვის ყველაზე კარგი ვარჯიშებია - თავსატეხები, თამაშები და კროსვორდები
ფიზიკური ვარჯიში სხეულისთვისა და ტვინისთვის ერთნაირად არის სასარგებლო. უპირატესობა მაინც დატვირთვებს აქვს, რომლებიც სისხლს აიძულებს უფრო სწრაფად იმოძრაოს, ვიდრე ტავსატეხების ამოხსნის დროს. სპორტი აუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს მოხუცებულობისას გულმავიწყობისგან.
მითი 3: შეიძლება ერთი-ორი კვირა არ ივარჯიშო - ფორმას არ დაკარგავ
ადამიანების უმეტესობას ვარჯიშისგან ერთკვირიანი შესვენების შემდეგ არსებითად უვარდებათ კუნთოვანი ტონუსი. ასე რომ მაშინაც კი, როცა შედეგებს აღწევთ, მოდუნება მაინც არ შეიძლება.
მითი 4: სარბენი ბილიკი პარკზე უკეთესია
სირბილი სუფთა ჰაერზე და სარბენ ბილიკზე - ერთი და იგივე არ არის, თუნდაც ერთნაირი დისტანცია გაირბინოთ. ვინაიდან სირბილს ქარის საწინააღმდეგოდ და არასწორ ადგილზე მოქმედებაში მოჰყავს კუნთების მთელი ჯგუფი, ის მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალას და წვავს 10 %-ზე მეტ კალორიებს, განსხვავებით სარბენი ბილიკისგან.
მითი 5: გაძლიერებული ვარჯიშის შემდეგ ძალიან გშიათ
თუ ვარჯიშის შემდეგ ძალიან გშიათ, ესე იგი რაღაც ისე არ არის. სინამდვილეში ფიზიკური დატვირთვები მნიშვნელოვნად ამცირებენ შიმშილის გრძნობას. ეს ჰორმონალურ დონეზე ხდება: შიმშილის ჰორმონის გრელინის გამომუშავება მცირდება, სამაგიეროდ დანაყრების ჰორმონი ლეპტინი ორმაგად გამოიმუშავება.
მითი 6: კალციუმი მხოლოდ რძის პროდუქტებშია
მითი იმის შესახებ, რომ ყველაზე მეტი კალციუმი რძის პროდუქტებშია, დაძველდა. არსებობს ჩემპიონი პროდუქტები კალციუმის შემადგენლობის მიხედვით. ესენია: ბროკოლი, სეზამი და ისპანახი. ადვილად შეცვლიან ცხიმიან რძის პროდუქტებს.
მითი 7: იოგა დაეხმარებათ წელის ტკივილის დროს
თუ დისკომფორტი კუნთებთან არის დაკავშირებული, მაშინ გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიში შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს: ისინი ამაგრებენ კუნთოვან კორსეტს და ტკივილი იხნება. მაგრამ თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, როგორც, მაგალითად, ხერხემლის თიაქარი გაქვთ, მაშინ იოგას შეუძლია პირიქით ზიანი მოგაყენოთ.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი, წონაში დაკლება, ვარჯიში, სტრესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია