სილამაზე

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

გაიღვიძო დილით ლამაზმა და მომხიბვლელმა, ეს გამოწვევაა. თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია დილით ახლადგაღვიძებული მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, ცდებით. თუ დაძინებამდე შესაბამის პროცედურებს ჩაიტარებთ, დილით ძალიან მომხიბვლელები იქნებით.

მოდისა და სილამაზის ბლოგერები ხშირად გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ვნახოთ, ყველაზე ეფექტური რჩევები.

1. ძილის დროს გამოიყენეთ სპეციალურად ძილისთვის განკუთვნილი ნიღაბი - დარწმუნდით, რომ არანაირი სინათლე, შუქი არ შეგაწუხებთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მშვიდ და უშფოთველ ძილს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დილით ლამაზი იყოთ. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

2. გამოიყენეთ აბრეშუმის თეთრეული - აბრეშუმის თეთრეული არ აზიანებს კანს და თმას. ასეთ თეთრეულში ძილი უფრო სასიამოვნოა და ამავდროულად, სასარგებლოა კანისთვის. ზოგიერთი თეთრეული იწვევს ალერგიას, კანის სიწითლეს, ამიტომაც აუცილებლია, რომ თეთრეული ყურადღებით შეარჩიოთ. საუკეთესო კი, თქვენი კანისა და თმისთვის, როგორც უკვე ვთქვით, აბრეშუმის თეთრეულია.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

3. სცადეთ არომათერაპია - თუ მძიმე და დამღლელი დღე გქონდათ, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილ ბალიშზე ძილი დაგეხმარებათ განტვირთვაში და დილით დაღლილი სახით არ გაიღვიძებთ. გამოიყენეთ სპეციალური სპრეი. განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს ლავანდის სურნელოვან სპრეის. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

4. ოთახში, სადაც გძინავთ, უნდა იყოს მშვიდი და კომფორტული გარემო - შეგიძლიათ დაბალ ხმაზე ჩართოთ მშვიდი მუსიკა, ოთახი გაჟღინთოთ სასიამოვნო სურნელით და ისე დაიძინოთ. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

5. თუ უძილობა გაწუხებთ, მთელი ღამე შფოთავთ, დილით არასასიამოვნო სახე გექნებათ, ამიტომ პირველ რიგში უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდად ძილი შეძლოთ - ამისთვის შეგიძლიათ მშვიდი ძილისთვის განკუთვნილი სპეციალური საღეჭი რეზინი გამოიყენოთ, რომელიც ეფექტური საშუალებაა.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

6. არასოდეს დაიძინოთ მაკიაჟით - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაღლილი ხართ, ნუ მისცემთ თავს მაკიაჟით დაძინების უფლებას. თუ იმდენად დაღლილი ხართ, რომ აბაზანაში შესვლის თავი არ გაქვთ, გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური ბალიშები. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

7. დაძინებამდე სახეზე წაისვით კანის მოვლის საშუალებები - იმისთვის, რომ გაღვიძებისას სახის კანი პრიალა და გლუვი იყოს, აუცილებლად უნდა წაისვათ კანის მოვლის საშუალებები. სერუმი, ზეთი და ა.შ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

8. კარგი იქნება თუ დაძინებისას კანის დამატენიანებელ ნიღაბს გაიკეთებთ - თუ შეამჩნიეთ, რომ კანი გამომშრალია, არ უგულებელყოთ ეს ფაქტი და აუცილებლად გაიკეთეთ დაძინებისას კანის დამატენიანებელი ნიღაბი. 

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

9. გამოიყენეთ წითელი წერტილების მოსაშორებლად სპეციალური ნიღაბი - ნახავთ, რომ დილით კანი ნაზი და სახე კი, მომხიბვლელი იქნება.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი

10. არ დაგავიწყდეთ კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დილას მომხიბვლელებმა გაიღვიძოთ? – 10 საუკეთესო მეთოდი



<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>