ლეგენდარულ სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ზაფხულში 20 წლის ხდება. ალბათ, ბევრს ახსოვს ციტატები ჩვენი სიიდან, მაგრამ როგორ ფიქრობთ ყველამ შეინარჩუნა აქტუალურობა?
1. იმისათვის რომ განთავისუფლდე ერთი დამღუპველი ვნებისგან, უნდა გადაერთო უფრო დამღუპველზე.
2. სექსი - ეს არის ის, რაც ხდება ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის. ან ორ ადამიანს შორის, რომლებსაც უყვართ სექსი.
3. ორგაზმის იმიტირება შეიძლება, მაგრამ სიახლოვის იმიტირება - არა.
4. პრობლემა არა თეძოებშია, არამედ თავშია.
5. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, როგორ შეფასებას აძლევ საკუთარ თავს.
6. ზოგიერთისთვის საკმარისი არ არის ის, რომ ყველაფერი აქვთ. მათ კიდევ სჭირდებათ, რომ ვიღაცას, ვისაც ეს არა აქვს, შურდეს მათი.
7. პარადოქსია: როცა ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა, ჩვენ ეს უკვე აღარ გვჭირდება.
8. ჩემი ძენ-ბუდიზმის მასწავლებელი ამბობდა, რომ ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ არის იცხოვრო აწმყოთი და არ იფიქრო მომავალზე. როგორც მიხვდით, ის მარტო მოკვდა და სრულიად უფულოდ.
9. მამაკაცი 34 წლისაა, ფული არ აქვს, სახლი არ აქვს, მაგრამ უცოლოა - და მასზე როგორი მოთხოვნილებაა! ქალი 34 წლისაა, შესანიშნავი სამსახური, ბრწყინვალე ბინა, ის მარტოა და ეს ტრაგედიაა...
10. მამაკაცის შეცვლის მცდელობა ამაოა. ერთადერთი, რისი შესწორებაც შეიძლება, - ეს ვარცხნილობა და გარდერობია. მაგრამ იქაც მუდმივი ბრძოლაა.
11. ვიყავი მამაკაც-გინეკოლოგთან. უცნაური შეგრძნებაა: ის მანდ ნახევარ საათს წვალობს, შენ კი ორგაზმის გარეშე მოდიხარ, და გარდა ამისა, ფულს უხდი.
12. კაცების უმეტესობას ეშინია წარმატებული ქალების. ვურჩევ ასეთ ქალებს ენას კბილი დააჭირონ და ითამაშონ შეთავაზებული თამაში.
13. იდეალური მამაკაცი შეიძლება მხოლოდ თავად გააჩინო.
14. სანამ გათხოვილი ხარ, მთელი სამყარო შვედური მაგიდაა!
15. ჩვენ ვოცნებობთ იდეალურ უფროსზე, იდეალურ მშობლებზე, იდეალურ კაბაზე. მაგრამ იქნებ არ არის საჭირო ყველაფრის მიტოვება წარუმატებლობის პირველი ნიშნების დროს, იქნებ გააუმჯობესო ის, რაც გაქვს?
16. ცხოვრება ყოველთვის არ ჰგავს ზღაპარს. ამიტომაც არის საჭირო მეგობრები, რომ გადაიტანო ეს!
17. ქალს გააჩნია უფლება გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება მიზნის მისაღწევად.
18. ჩვენ ვწუხდებით როგორც მამაკაცის არარასებობისგან, ასევე მათი აბეზარი არსებობისგან.
19. ხანდახან იმაზე რთული არაფერია, ვიდრე გიხაროდეს სხვისი ბედნიერება.
20. საბოლოოდ კომპიუტერებიც ტყდება, ხალხიც კვდება, ურთიერთობებიც ინგრევა... საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, - ღრმად ჩავისუნთქოთ და გადავტვირთოთ საკუთარი თავი.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, სერიალი, სექსიდიდქალაქში
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>