მშობლები

ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს

ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს

ორსულობის დროს ძალიან დიდი რაოდენობით შაქრის მიღებამ, შესაძლოა, ბავშვის მეხსიერებაზე და შემდგომში მისი ინტელექტის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის დასკვნაში.

მკვლევარები 1 000 ფეხმძიმე ქალის კვების რეჟიმს და შემდეგ მათ შვილებს აკვირდებოდნენ 1999-2002 წლებში. მათ შეამოწმეს ბავშვების შემეცნებითი უნარები, რომელიც ადრეულ ასაკშივე ვლინდება.

აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმობის დროს დედის მიერ მიღებული შაქრის რაოდენობა განსაზღვრავს ბავშვის შემეცნებით შესაძლებლობებს.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ პროდუქტებს იღებდნენ, ჰქონდათ შემეცნების ნაკლები უნარი, ამჟღავნებდნენ უუნარობას მცირე ბავშვური პრობლემების გადაჭრის მიმართ, ასევე, უჭირდათ სიტყვების დამახსოვრება.

ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს

ასევე, უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე, თუ ფეხმძიმობის დროს დედა იღებს დიეტური სოდის შემცველ სასმელს. ასეთ ბავშვებსაც უჭირთ გარემოსთან ადაპტირება, სიტყვების დამახსოვრება და წარმოთქმა. შემეცენების უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული.

მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ისიც, თუ რა ხდება მაშინ, როცა ადრეული ასაკიდანვე ბავშვი თავად იღებს ტკბილეულს, შაქრის შემცველობის პროდუქტებს. ლვლევის მიხედვით, ხილის მირთმევა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას ყველანაირი თვალსაზრისით და მათ შორის გონებრივი კუთხითაც. ბავშვები, რომლებიც დიდი რაოდენობით ხილს იღებენ, იმახსოვრებენ უფრო მეტ სიტყვას, აქვს უკეთესი მეტყველება, მდიდარი ლექსიკა, უფრო მარტივად ადაპტირდებიან გარესამყაროსთან.

მსგავს შედეგს ვერ მიიღებთ, თუ ბავშვი მხოლოდ ხილის წვენს სვამს. კვლევის თანახმად, ხილის წვენის მირთმევით ბავშვი სარგებელს ვერ ნახავს. მან უნდა მიიღოს გადაუმუშავებელი ხილი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შაქრის ნაკლები შემცველობის პროდუქტის და სასმელის მიღება ფეხმძიმობის დროს უმნიშვნელოვანესია და ეს პოზიტიურ ეფექტს ახდენს ნაყოფზე, ბავშვის ჯანმრთელობაზე და მის განვითარებაზე.



<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>