LIFE

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

როცა ფსიქოპათს წარმოვიდგენთ, როგორც წესი, გონებაში წარმოგვიდგება შეიარაღებული ადამიანი, შეშლილი მზერით, მაგრამ რეალურად ასე მარტივად არაა საქმე.

ეს არის სტერეოტიპული შეხედულება, რომლებიც სხვადასხვა ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გავლენით ჩამოგვიყალიბდა. ყველაზე დიდი მითი ფსიქოპათების შესახებ ისაა, რომ ყველა მათგანს უდიდეს მოძალადეებად და კრიმინალებად მივიჩნევთ. სინამდვილეში კი, შესაძლებელია, რომ ცხოვრობდეთ ფსიქოპათის გვერდით, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეთ, ვერ ხვდებოდეთ.

მედიცინაში ტერმინი ფსიქოპათი ასე განისაზღვრება - ეს არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელსაც თავისი ანტისოციალური ქცევების გამო დანაშაულის განცდა არ აქვს და არ შეუძლია გარშემომყოფებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.

ფსიქოპატის ამოცნობა მისი გარეგნობით მარტივი არ არის, მაგრამ არსებობს მისი ამოცნობის რამდენიმე სხვა, მარტივი გზა:

1. ფსიქოპათს არ აწუხებს დანაშაულის განცდა - თანამედროვე განმარტებით, ფსიქოპათი არის ის ადამიანი, რომელიც აკეთებს იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს, არ ითვალისწინებს არავის აზრს, არ აღელვებს, რომ თავისი ქცევით, შესაძლოა, ვინმეს ავნოს და თუ ვინმეს რამეს დაუშავებს, არანაირი დანაშაულის განცდა არ შეაწუხებს. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

2. არ აქვს თანაგრძნობის გამოხატვის უნარი - ფსიქოპათს არ შეუძლია საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს და მიხვდეს, გაიგოს სხვისი განცდების, გრძნობების, ტკივილის შესახებ. არ შეუძლია გამოხატოს თანაგრძნობა. ისინი მიმიკებითა და ჟესტებით შეიძლება გამოხატავდნენ თანაგრძნობას, მაგრამ რეალურად საერთოდ არ აღელვებთ გარშემომყოფები. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

3. სიამოვნებას ანიჭებთ, როცა ხედავენ, რომ სხვა თავს დამნაშავედ გრძნობს - ეს კიდევ ერთი გზაა ფსიქოპათის ამოსაცნობად. ამ ადამიანებს უყვართ სხვების გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება. ადამიანების ემოციებზე მანიპულირებით ისინი აღწევენ სასურველ შედეგს დ აიღებენ იმას, რაც სურთ. ისინი აგროვებენ თქვენ შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მას შემდეგ, რაც თქვენს ნდობას მთლიანად მოიპოვებენ, შეგროვებულ ინფორმაციას თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

4. მათი ერთადერთი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავია - ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ფსიქოპატს არავინ და არაფერი არ აღელვებს. მათთვის ერთადერთი ღირებულება საკუთარი თავია და მისმა ქმედებამ კაცობრიობის განადგურებაც რომ გამოიწვიოს, მაინც გააკეთებს იმას, რაც სურს.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

5. სჯერა, რომ ის ყველა დანარჩენზე უკეთესია - ფსიქოლოგების განმარტებით, ფსიქოპათები ფიქრობენ, რომ ისინი დანარჩენებზე უკეთესები არიან და სწორედ ამიტომაა, რომ არასოდეს აწუხებთ დანაშაულის შეგრძნება. თვლიან, რომ რადგანაც საუკეთესოები არიან, ყველაფრის უფლება აქვთ.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

6. ფისქოპათები მატყუარები არიან - მათ ჩვევაში აქვთ ტყუილის თქმა. მაშინაც კი, როცა საერთოდ არ სჭირდებათ ტყუილის თქმა, აბსოლუტურად უმიზეზოდ იტყუებიან.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

7. ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ ადამიანების გულის მოგება და გარშემომყოფებს ის ძალიან მოსწონთ - ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ფსიქოპათებს თითქმის ყველას გულის მოგება და მოხიბვლა შეუძლიათ. ისინი არიან მეგობრულები და თავს გულისხმიერად აჩვენებენ, რის გამოც, ადამიანების ნდობას ადვილად მოიპოვებენ და შემდეგ უკვე იწყებენ მათ დეტალურ შესაწავლას. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

8. ფსიქოპათს არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არ არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე - ის აკეთებს იმას, რაც სურს და არ გრძნობს არც დანაშაულს და არც პასუხისმგებლობის განცდა აწუხებს. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

9. ადამიანის ფსიქოპათობა ბავშვობიდანვე ვლინდება მისი ჩვევებით - შესაძლოა, წიგნი, ან სათამაშო, ან რაიმე ნივთი სთხოვოთ ბავშვობაში, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, ის ტირილს და ჩხუბს იწყებს. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ

10. მოზარდობის პერიოდში ის დანაშაულის ჩადენისკენაა მიმართული - კვლევის თანახმად, ფსიქოპათები კრიმინალურ აქტივობას მოზარდობის პერიოდშივე იწყებენ, მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, აქვთ ყოფაქცევის თვალსაზრისით პრობლემები.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა ფსიქოპატთან გაქვთ



<a href="https://www.providr.com">https://www.providr.com</a>