სილამაზე

სტრესი და არასწორი კვება აკნეს არ იწვევს

სტრესი და არასწორი კვება აკნეს არ  იწვევს

თუ გაუთავებელი ფერისმჭამელებით იტანჯები ან ისინი შენ სახეზე ახლახან შენიშნე, იცოდე, რომ მათგან განკურნება ძალიან ადვილია.

გადაამოწმე ფერისმჭამელების შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები და გახდი ინფორმირებული, რათა ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხო.

6. ყველა ფერიმჭამელი აკნე არ არის

ფერისმჭამელების ერთ-ერთი სახეობა აკნეს ტიპისაა. ისინი მკვდარი კანის უჯრედების გროვას — ბაქტერიებს და ცხიმებს წარმოადგენს, რომლებიც კანში ღრმად ჯდება. საბედნიეროდ, ასეთი ტიპის ფერისმჭამელები იმდენად სერიოზული პრობლემა არ არის, როგორც ჟღერს.

5. ფერისმჭამელები ხშირად ჰორმონალურია

ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო გოგოებში ვლინდება, ვიდრე ბიჭებში. მთლიანობაში, მენსტრუაცია, ორსულობა და მენოპაუზა ჰორმონალური მაგალითებია, რომლებიც, შესაძლოა, ფერისმჭამელების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სქესობრივი მომწიფების ასაკია. ამიტომ, მოზარდებში (როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში) ფერისმჭამელებით გამოწვეული ტანჯვის შემთხვევები ხშირია.

4. ძირითადად მხოლოდ სახეზე ჩდება

რადგან ფერისმჭამელები დახშულ ფორებში ჯდება, შესაძლოა, სხეულის ნებისმიერ ადგილას გაჩდეს, თუმცა, ყველაზე გავრცელებული სახის მონაკვეთზეა. კანი გარემოს ნებისმიერ ზემოქმედებას იოლად განიცდის, ასე რომ, ყველაფერი, რაც ხელზე გაქვს, სახეზეც გადადის. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ფერისმჭამელები მკერდზე, ზურგსა და მკლავებზეც ჩდება.

3. მათგან განკურნება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი

შესაძლოა, ფერისმჭამელები მთელ სახეზე გამოეფინონ, თუმცა ნუ შეგეშინდება, შეგიძლია, სახლის პირობებში მარტივად იმკურნალო, ან ექიმს მიმართო. თუ ფერისმჭამელები ინფექციური წარმოშობისაა, ამ პროცესში, ხანდახან, ანტიბიოტიკების დახმარებაც საჭირო ხდება.

2. მას არ იწვევს ის, რაც შენ გგონია

ადრე მიიჩნევდნენ, რომ სტრესი და კვება იწვევდა აკნეს, მათ შორის —ფერისმჭამელებსაც. თუმცა, ეს სიმართლე არ არის. არაჯანსაღმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს კანის სტრუქტურა, მაგრამ ფერისმჭამელების გაჩენას კონკრეტული საკვები არ იწვევს.

1. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია!

ყველაზე კარგი ისაა, რომ ფერისმჭამელების გაჩენას შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასოდეს გაგიჩდება, თუმცა გარკვეული მოქმედებებით კანის სტრუქტურის შენარჩუნება შეგიძლია:

  • აუცილებლად გაიწმინდე კანი ყოველდღიურად ტონიკით, მაგრამ ძალიან ხშირად ნუ დაიბან, რადგან ამ შემთხვევაში საჭირო ცხიმსაც მოიშორებ.
  • გადაამოწმე, რომ კოსმეტიკური საშუალებები, რომელსაც სისტემატურად იყენებ, ფორებს არ კეტავს
  • დალიე ბევრი წყალი



წყარო: <a href="http://skincare.allwomenstalk.com/facts-about-whiteheads-that-will-help-you-treat-them">allwomenstalk</a>