LIFE

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

ადამიანებს ერთმანეთისგან განვსხვავდებით, სხვადასხვა მისწრაფებები, ღირებულებები, დამოკიდებულებები, განსხვავებული მსოფლაღქმა გვაქვს და თუ გვსურს, რომ წარმატებულები ვიყოთ, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე პირად ურთიერთობებში, რაც შეიძლება ნაკლები მოლოდინი უნდა გვქონდეს ერთმანეთისგან.

ყველაზე მეტად იმედგაცრუებულები მაშინ ვართ, როცა ადამიანისგან ველოდებით იმას, რისი მოლოდინიც მისგან სინამდვილეში არ უნდა გვქონდეს.

ვნახოთ რა არის ის 10 რამ, რასაც სხვებისგან არ უნდა ველოდოთ თუ გვსურს, რომ იმედგაცრუებულები არ დავრჩეთ.

1. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი რომ „ის“ სრულყოფილი აღმოჩნდება. გახსოვდეთ, რომ არავინ არაა სრულყოფილი - ნუ წარმოიდგენთ, რომ ადამიანი სრულყოფილია, ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. არ არსებობს დედამიწაზე სრულყოფილება. ნაკლი ყველას აქვს და თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ, უნდა მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და არ მოსთხოვოთ მათ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლებლობებს აღემატება. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

2. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენს იდეებს მოიწონებენ - გიყვარდეთ და პატივი ეცით სხვებს და მიეცით საშუალება, რომ იყონ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. იყავით ბედნიერი მათთან ყოფნით და ნუ გექნებათ მოლოდინი რომ თქვენი ხედვებით აღფრთოვანდებიან. ამა თუ იმ საკითხზე ყველას განსხვავებული, დამოუკიდებელი მოსაზრება აქვს და ნუ გექმებათ მოლოდინი, რომ თქვენი მოსაზრება ჭეშმარიტია და მას სხვები აუცილებლად მოიწონებენ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

3. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი ყოველთვის კარგად არიან - ყველა ღიმილის მიღმა რაღაც დარდი იმალება. ადამიანები, შესაძლოა, არ გვეუბნებოდნენ თავიანთი ტკივილის შესახებ, მაგრამ ჩვენი დახმარება, გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებოდეთ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

4. ნუ გექნებათ მოლოდინი რომ ადამიანები ყველა სიტყვაზე დაგეთანხმებიან - ყველაზე ახლო მეგობარიც კი არ დაეთანხმება თქვენს ყველა სიტყვას. ეს გამორიცხულია. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გააცნობიეროთ - ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და შეუძლებელია ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. ნუ გექნებათ მოლოდინი და იმედგაცრუებულიც არ დარჩებით. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

5. ნუ ელოდებით, რომ მოულოდნელად ისინი შეცვლებიან - თქვენ არ შეგიძლიათ ადამიანების შეცვლა და არც უნდა სცადოთ, არ უნდა დაკარგოთ ამისთვის დრო. უბრალოდ, უნდა მიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, მათ შეცვლას მაინც ვერ შეძლებთ. ან უნდა მიიღოთ, ან მის გარეშე უნდა იცხოვროთ. სხვა არჩევანი არ გაქვთ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

6. ნუ ელოდებით მათგან, რომ ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომლებიც თქვენ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად - ადამიანებს საკუთარი კულტურა, ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ და ისინი ვერ მოიქცევიან თქვენი სტანდარტების შესაბამისად. ნუ ელოდებით მათგან ისეთ ქცევებს, როგორიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

7. ნუ ელოდებით ადამიანებისგან, რომ აუცილებლად მოეწონებით - იყავით მის გვერდით, ვისაც ნამდვილად უყვარხართ და ნუ ელით ვიღაც სხვისგან, რომ ოდესმე მოეწონებით, რომ ოდესმე შეგიყვარებთ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

8. ნუ ელოდებით ადამიანებისგან რომ ყოველთვის, როცა დაგჭირდებათ, დახმარების ხელს გამოგიწვდიან, რომ ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომაში დაგეხმარებიან - ოჯახის წევრები და ნამდვილი მეგობრები, რა თქმა უნდა, დაგეხმარებიან ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდებათ, მაგრამ ნუ აიძულებთ მათ, რომ ყოველ ჯერზე, როცა მცდარ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენი გაფიჭებული საქმე გამოასწორონ. ერთ დღეს მათაც მობეზრდებათ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

9. ნუ ელოდებით ადამიანებისგან, რომ იგივე შეხედულება ექნებათ თქვენზე, როგორიც თქვენ გაქვთ მათ შესახებ - რა თქმა უნდა, დამოკიდებულებები განსხვავდება და შესაძლოა სულაც არ ფიქრობდეს ესა თუ ისე ადამიანი თქვენზე ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ მის შესახებ. 

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ

10. ნუ ელოდებით მათგან, რომ იგივე ადამიანი იყოს, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ - ადამიანს ყველაზე მეტად დრო ცვლის და ჩვენ ბუნებრივია აღარ ვართ ისეთები, როგორებიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით. შესაძლოა, შეგვეცვალოს ღირებულებები და სხვაგვარად აღვიქვამეთ მოვლენებს. ამიტომაც, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენ გვერდით მყოფი ზუსტად ისეთივე იქნება როგორიც წლების წინ იყო.

10 რამ, რისი მოლოდინიც ადამიანებისგან არ უნდა გქონდეთ - თუ გსურთ, რომ იმედგაცრუებულები არ დარჩეთ



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>