Met Gala 2018 და საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ფოტოები წითელი ხალიჩიდან
- 08.05.2018
მოდის სამყაროს ყურადღება კოსტიუმების წვეულების, Met Gala 2018-ისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწლიური წვეულება, რომელსაც ნიუ იორკის Metropolitan-ის მუზეუმმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა.
Met Gala 1948 წელს ელეანორ ლამბერტმა ნიუ იორკის მაღალი საზოგადოებისთვის დააფუძნა. ის მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა.
ყოველ წელს ირჩევენ კონკრეტულ თემას და სწორედ ამ თემის მიხედვით იქმნება კოსტიუმები. წლევანდელი "მეთ გალას" მთავარი თემა „მოდა და კათოლიკური წარმოსახვა“ გახლდათ.
ვნახოთ, წლევანდელი წვეულების საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავების ფოტოები წითელი ხალიჩიდან.
1. ამალ კლუნი რიჩარდ ქუინის კაბით;
2. არიანა გრანდე ვერა ვონგის კოსტიუმით;
3. ალისია ვიკანდერი ლუი ვიტონის კოსტიუმით;
4. კარა დელევინი კრისტიან დიორის კოსტიუმით;
5. ბლეიკ ლაივლი „ვერსაჩეს“ კაბით;
6. ბელა ჰადიდი Chrome Hearts-ის სამოსით;
7. ქარდი ბი Moschino-ს კოსტიუმით;
8. დაიან კრიუგერი PrabalGurung-ის კაბით;
9. ჯიჯი ჰადიდი „ვერსაჩეს“ კაბით;
10. ჯენიფერ ლოპესი Balmain-ის კაბით;
11. ენ ჰეთეუეი „ვალენტინოს“ კაბით;
12. ქეით ბოსუორთი „ოსკარ დე ლა რენტას“ კოსტიუმით;
13. კიმ კარდაშიანი „ვერსაჩეს“ კაბით;
14. ლილი კოლინსი „ჟივენშის“ კაბით;
15. მადონა ჟან პოლ გოწიეს სამოსით;
16. მერი ქეით და ეშლი ოლსენები The Row-ს სამოსით;
17. პრიანკა ჩოპრა რალფ ლოურენის კოსტიუმით;
18. რიჰანა ჯონ გალიანოს კაბით;
19. რუნი მარა „ჟივენშის“ კაბით;
20. როსი ჰანთინგთონ უაითლი რალფ ლოურენის კაბით;
21. სოლანჟ ნოულსი ირის ვან ჰარპენის კოსტიუმით;
22. ზოე კრავიცი ენტონი ვაკარელოს კაბით;
23. ზანდია „ვერსაჩეს“ კაბით;
24. სარა ჯესიკა პარკერი „დოლჩე და გაბანას“ კოსტიუმით.
თემები: ჩაცმულობა, დაჯილდოება, ვარსკვლავები, met gala, მეთ გალა
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>