LIFE

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

გამუდმებით გვესმის, რომ ერთ-ერთი ყველაზე გონივრული რამ, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, ფულის დაზოგვაა. ამაზე არავინ დაობს! დანაზოგის გარეშე ცხოვრება ისეთივეა, როგორც შორ გზაზე მანქანით გამგზავრება დამატებითი ბორბლის გარეშე. თუმცა, ბუნებრივია, დანაზოგისა და დამატებითი ბორბლის გარეშე ცხოვრებაც შეიძლება და მგზავრობაც, მაგრამ გონივრულს ვერც ერთს ვუწოდებთ და ვერც მეორეს.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს შემოსავლიდან თანხის გარკვეული ნაწილის დაზოგვა არ შეუძლია. მათი უმრავლესობა კი, როგორც ირკვევა, თავის გასამართლებლად შემდეგ ფრაზებს იშველიებს:

12. „რისთვის? მაინც ყველაფერს წაგვართმევენ“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობა დღემდე მთავრობის მიერ წართმეულ ანაბრებზე ღელავს. ამ ადამიანებმა იშრომეს, აგროვეს და დაკარგეს. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს კიდევ შეიძლება განმეორდეს, რომ სახელმწიფო და მთავრობა კვლავ წაართმევს ადამიანებს საკუთარ ნაშრომს. თუმცა, ბუნებრივია, ამ რეალობაში ამის ალბათობა ნაკლებია. საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთრება სახელმწიფოსგან.

11. „შვილები არ მყავს და რისთვის დავზოგო?“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

შვილები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, თუმცა არა ერთადერთი, რის გამოც ღირს ფულის დაზოგვა. დაფიქრდით, რამდენი რამ არსებობს: მოგზაურობა, ქორწილი, მშობლების მხარდაჭერა, დიდი შენაძენები, შვილები, რომლებიც მომავალში გეყოლებათ – ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია.

10. „მალე მოვაგვარებ პრობლემას და დავიწყებ დაზოგვას“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

„აი, დავამთავრებ რემონტს, დავფარავ კრედიტს, ვიშოვი ახალ სამსახურს“ – ხომ არ გეცნობათ?

პრობლემა ის არის, რომ ერთ სურვილს ყოველთვის მეორე მოსდევს და არასოდეს სრულდება. თქვენ კი ვერა და ვერ დაიწყეთ.

გირჩევთ, ყველა რთული და მნიშვნელოვანი საქმე პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ.

9. „არ ვიცი, როგორ ვმართო ბიუჯეტი, როგორ გავანაწილო, როგორ ვხარჯო და დავზოგო – ამას ვერსად ვისწავლი“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

სკოლაში არ ისწავლება, უნივერსიტეტში არ ისწავლება და არც მშობლებს უსწავლებიათ. თუმცა, ფულთან სწორი ურთიერთობის უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე საჭირო უნარია, ყველა დანარჩენ უნარსა და საკითხს შორის, რომელსაც სკოლასა და უნივერსიტეტში ასწავლიან.

8. „მინდა, ვიცხოვრო ახლა“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

„წლების განმავლობაში ლოდინი არ მინდა“, „ფული იმისთვის არსებობს, რომ დავხარჯო“, „მე ვიმსახურებ“, „სხვებზე ნაკლები რითი ვარ?“ და ა.შ. ეს ფრაზები იმ ადამიანების მუდმივი იარაღია, რომლებიც აწმყოში ცხოვრებას და მომენტალურ სიამოვნებებს ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი ჩვევები ადამიანებს, ძირითადად, ბავშვობიდან აქვთ დალექილი ცნობიერში, რის გამოც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება მომავალში მოსალოდნელმა ამბავმა ბედნიერება მოგგვაროს. თუ ფულთან ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ, როგორც ბავშვებს, როგორც წესი, ცუდი შედეგების მომტანია.

7. „არანაირი მიზანი არ გამაჩნია“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

აიღებთ ანაზღაურებას – ხარჯავთ, აიღებთ – ხარჯავთ. საქმე ისაა, რომ აუცილებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გაიძულებთ, დაზოგოთ, გააკეთოთ ანაბარი და ა.შ. ადამიანების უმრავლესობა მართლაც ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე და ამასთანავე, ვალებიც აქვს.

თუ მიზანი არ გაქვთ, რის გამოც დაზოგავდით თანხას, მაშინ თქვენთვის ისიც გაუგებარი იქნება, რატომ მიდიან ადამიანები მსხვერპლზე და ინახავენ ფულს.

6. „შემდეგი თვიდან ხელფასის 20-30%-ს დავზოგავ“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

ძალიან დიდ მიზნებს ისახავთ, რომლებიც განსახორციელებლად საკმაოდ რთულია. თუ არასოდეს გქონიათ დანაზოგი, ერთბაშად, პირველივე ჯერზე 20-30%-ის დაზოგვა თითქმის შეუძლებელია. დაიწყეთ ძალიან მცირედით. ეს გაგიმარტივებთ, დაიწყოთ და მიეჩვიოთ ფულის დაზოგვას და მცირე დანაზოგით გამოწვეული სიხარული მოტივაციას მოგცემთ, განაგრძოთ თანხის დაზოგვა და გაზარდოთ მისი რაოდენობა.

5. „ყოველთვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები მიჩნდება“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

მანქანა დაზიანდა, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები გაქვთ შესაძენი, თქვენი მეგობრების ქორწილია, დაბადების დღეებია, ახალი ტანსაცმელი გჭირდებათ – ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯები მუდმივად იჩენს თავს და თქვენც ვეღარ ახერხებთ, დაზოგოთ ფული.

გეგმა, რომ, უბრალოდ, უნდა დაზოგოთ – არ მუშაობს! უმჯობესია, ოჯახის ბიუჯეტის გეგმა შეიმუშაოთ, რომელიც შედარებით გრძელვადიანი იქნება, ან გახსნათ ანაბარი. ამ შემთხვევაში ვალდებული იქნებით, ყოველთვიურად გააკეთოთ შენატანი და ფულიც აღარ დაგეხარჯებათ.

4. „ნებისყოფა არ მყოფნის“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

თავს იტყუებთ! ნებისმიერ ადამიანისთვის დგება ის მომენტი ცხოვრებაში, როცა მობილიზებას იწყებს და შეუძლებელს აკეთებს. თქვენ, უბრალოდ, შესაფერისი მომენტი ვერ გამონახეთ, ან არ დამდგარა თქვენს ცხოვრებაში დანაზოგის საჭიროება. როცა ეს მომენტი დადგება, და ის აუცილებლად დადგება, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილიც და ნებისყოფაც.

3. „ვერ დავზოგავ, ისედაც ბევრი ვალი მაქვს“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

წინა მიზეზის გაგრძელებაა: იპოთეკა, ავტოკრედიტები, საკრედიტო ბარათები – თქვენი შემოსავლის თითქმის ნახევარი (ხშირ შემთხვევაში მეტიც) მსგავს გადასახადებს ხმარდება. რა თქმა უნდა, არაგონივრულია. თავდაპირველად იმის უზრუნველყოფა მაინც უნდა მოახერხოთ, რომ ვალების რაოდენობა არ გაგეზარდოთ.

2. „ვერ ვხვდები, რატომ არის მნიშვნელოვანი დანაზოგი“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, რაც დაგარწმუნებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია:

– უსაფრთხოება და ნდობა ხვალინდელი დღის (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის).

– მნიშვნელოვანი შენაძენები: ბინა, მანქანა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება ყოველთვის უმჯობესია დანაზოგით და არა კრედიტით).

– საშუალება იმისა, რომ უზრუნველყოთ შვილები კარგი განათლებით და მისცეთ მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბიძგი (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც ღირს ფულის დაზოგვა).

– ჰარმონია ოჯახში – ყოველდღიური უთანხმოების მიზეზი ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები ხდება.

– ბანკის კრედიტებისგან თავის არიდება – თუ დანაზოგი გექნებათ, არც ბანკის სესხებით სარგებლობა მოგიწევთ, რომელიც რეალურად იმაზე თითქმის ორჯერ მეტ თანხას გართმევთ, ვიდრე თავად მოგცათ. არც ერთი შენაძენი არ ამართლებს ამხელა მსხვერპლს.

1. „არ მაქვს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ გადავდო“

ადამიანები, რომლებიც დანაზოგს არ აკეთებენ

კვლევები ადასტურებს, რომ ფულის დაზოგვას არაფერი აქვს საერთო შემოსავლის რაოდენობასთან. დაზოგვა შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის შემოსავლიდან. თუ, რა თქმა უნდა, თავად შემოსავალი გყოფნით ისეთ ფუნდამენტურ საჭიროებებზე, როგორიც არის კვება, საყიდლებზე სიარული, კომუნალური გადასახადები და სამგზავროდ საჭირო ფინანსები.

საკუთარი მიზნების გააზრება, ბიუჯეტის დაგეგმვა, გასავლების კონტროლი – შესაძლოა, რთული და შეუძლებელი გგონიათ, თუმცა ასე არ არის. დროს მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გვადგება, ასევე, დროს საჭიროებს.

ფულთან დამოკიდებულებაშიც ასეა. სწრაფი შედეგის სურვილის შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება, რადგან შედეგს სწრაფად ვერ მიიღებთ. თუ მზად ხართ, ნებისყოფა გამოიჩინოთ და თქვენი მომავლისთვის მსხვერპლად გაიღოთ გარკვეული თანხა, შედეგიც არ დააყოვნებს და არც იმედები გაგიცრუვდებათ!



წყარო:&nbsp;<a href="http://moneypapa.ru/2016/09/26/12fraz-neotkladyvat-dengi/" target="_blank">moneypapa.ru</a>