LIFE

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

ადამიანები სოციალური ქმნილებები ვართ. სიყვარული, მეგობრობა, ვნება და ვალდებულებები კაცობრიობის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ურთიერთგაგებაც ისეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორც საკუთარი თავის გაგება (და რთულიც), ან როგორც ქიმიისა და ბიოლოგიის მინიმალურ დონეზე ცოდნა.

ინტერნეტში ათასობით ტესტი გვხვდება იმის შესახებ, როგორი ტიპის ურთიერთობები და პარტნიორები შეგვეფერება. გარდა ამისა, ასტროლოგიური სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანს ხშირად აინტერესებს, რას უწინასწარმეტყველებს ვარსკვლავები მას და მის პარტნიორს, რომელი ასტროლოგიური ნიშანი შეეფერება ხასიათით, სექსუალობითა და ა.შ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გართობის ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მას არც ისე ბევრი საერთო აქვს სიმართლესთან.

დამიჯერებთ, რომ გითხრათ – აღმოაჩინეს საშუალება, რითიც განსაზღვრეს სასიყვარულო ურთიერთობების რამდენიმე ტიპი? და ამას არაფერი აქვს საერთო არც ვარსკვლავებთან და არც ასტროლოგიასთან? დიახ, მსგავს თემაზე კვლევები, ფაქტებით განსაზღვრული ჭეშმარიტი მეცნიერების საფუძველზე, ნამდვილად ჩატარდა!

ურთიერთობების საკითხების მკვლევარებმა 400-მდე წყვილი გამოკითხეს, როგორ გრძნობდნენ თავს ერთმანეთთან და დარწმუნებულები იყვნენ თუ არა, რომ ნამდვილად სურდათ თავიანთ პარტნიორთან ქორწინება. მკვლევარები წყვილებს 9 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და პერიოდულად, გარკვეულ კითხვებსაც უსვამდნენ, რათა გაეგოთ, რამდენად ინარჩუნებდნენ ისინი თავდაჯერებასა და ერთად ცხოვრების სურვილს.

9 თვის შემდეგ, მეცნიერებმა შეაგროვეს თითოეული წყვილის პასუხი და დაიწყეს მონაცემთა სიღრმისეული შესწავლა. მონაცემთა საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ წყვილები ძირითად ოთხ კატეგორიას ერგებოდნენ.

მაშ ასე, მოემზადეთ, შესაძლოა, ურთიერთობის ერთ-ერთ ტიპს, თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობაც მიეკუთვნებოდეს:

1. კონფლიქტური, მაგრამ მგზნებარე

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

ეს არის ურთიერთობის ის ტიპი, რომლის შემთხვევაშიც „ფეისბუკზე“ სტატუსად უნდა ავირჩიოთ „It's Complicated“. ასეთ ურთიერთობებში, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების მაჩვენებელი სტატიკური არასოდესაა. ეს შეიძლება ცუდად ჟღერდეს, თუმცა სავსებით შესაძლებელია, არ იყოს უარყოფითი ფაქტი. ადამიანები უთანხმოებებსა და კონფლიქტებს ურთიერთობაში გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ. ამ ტიპის ურთიერთობებში კონფლიქტი არ აღიქმება განშორებისა და ურთიერთობის დასრულების აუცილებლობად, განსხვავებით სხვა ტიპის ურთიერთობებისგან.

ასევე, დამატებით, მათ კონფლიქტის მოგვარება ვნების წყალობითაც შეუძლიათ. როგორც წესი, სწორედ ამით აგვარებენ კიდეც. „ურთიერთობაში გაჩენილი ბზარები ორ ადამიანს ერთმანეთს აშორებს, ხოლო ლტოლვა და მიზიდულობა არის ის, რაც მათ კავშირს აღრმავებს“, – ამბობს კვლევის ავტორი ბრაიან ოგოლსკი.

2. პარტნიორზე ორიენტირებული

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

თუ თქვენთვის იდეალური პაემანი ღამით ხანგრძლივად სეირნობას, დალევასა და „ბანქოს სახლის“ (ან ნებისმიერი სხვა სერიალის) ერთად ყურებას გულისხმობს, ე.ი. ეს თქვენი კატეგორიაა.

პარტნიორზე ორიენტირებულ ურთიერთობებში, როგორც წესი, წყვილები დიდ დროს ატარებენ ერთად, უზიარებენ ერთმანეთს მთელი დღის ამბებსა და ემოციებს, ერთად ისვენებენ და საერთო ინტერესებს განიხილავენ, რაც მათ ხანგრძლივი ურთიერთობისკენ უბიძგებს. ისინი ბევრს ფიქრობენ და ძალიან ფრთხილობენ ურთიერთობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. სავარაუდოა, რომ ისინი ურთიერთობებს შიგნიდან გარეთ აშენებენ, რის გამოც ყველაზე კმაყოფილ წყვილებად ითვლებიან.

3. სოციალური წყვილი

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომლისთვისაც იდეალური პაემანი ნიშნავს თქვენი და თქვენი პარტნიორის მეგობრების ერთად შეკრებას, ერთად ვახშამს, ბარში ერთად დალევას და მეათასედ რაიმე სასაცილო კომედიის ნახვას, მაშინ ეს ურთიერთობა სწორედ თქვენ აღგწერთ. სოციალური წყვილები დროის უმეტეს ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებენ, ყველაფერს მეგობრების გარემოცვაში უზიარებენ ერთმანეთს და თავიანთ ურთიერთობას მეგობრულ გარემოში აშენებენ.

„ასეთი წყვილები საერთო მეგობრების გარემოცვაში მეტ ერთგულებასა და ნდობას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ“. – ამბობს ოგოლსკი. ასეთი ურთიერთობები სტაბილურად ითვლება და დიდ სიყვარულზე, მეგობრობასა და ნდობაზეა დამყარებული, რაც, შესაძლოა, განაპირობებდეს ადამიანთა გრძელვადიან ბედნიერებას.

4. დრამატული ურთიერთობები

ოთხი განსხვავებული ტიპის წყვილი – რომელს მიეკუთვნები შენ?

სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ერთნაირად მარტივი წარსული არ აქვს. დრამატული ურთიერთობები კარგი და ბედნიერი დასაწყისით გამოირჩევა, თუმცა, ასევე, კარგად და ბედნიერად არ გრძელდება. მსგავს ურთიერთობებში წყვილის გადაწყვეტილებები წარსულის უარყოფით გამოცდილებებსა და გარე ფაქტორებს ეფუძნება.

„ასეთ წყვილებს ბევრი მარცხი და წარმატება, ტკივილი და ბედნიერება აქვთ გადატანილი ერთად და მათი ვალდებულებები საკმაოდ ხშირად იცვლება“, – ამბობს ოგოლსკი.

„როგორც კი წვრილმანი რაღაცების შემჩნევას იწყებ, იმასაც მალევე შეამჩნევ, რომ ურთიერთობა ფუჭდება. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან რთულია და ბევრი ნებდება კიდეც“.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ ის, რომ ყველაზე ხშირად დრამატული ურთიერთობები სრულდება და ინგრევა, და ორჯერ უფრო ხშირადაც, ვიდრე სხვა ტიპის ურთიერთობები.

პასუხი იმაზე, რომელი ურთიერთობის ტიპია საუკეთესო, არ არსებობს. განსხვავებული ადამიანები განსხვავებულ ურთიერთობებს ქმნიან. ყველა მათგანს ინდივიდუალური გზა აქვს გასავლელი, ინდივიდუალური სირთულე აქვს გადასალახი და ალბათ, შეცდომა იქნება, ვთქვათ, რომ არსებობს მეთოდი, „სწორად“ გიყვარდეს ვინმე.

თუკი შენი ურთიერთობა რომელიმე ტიპს განეკუთვნება, თავადაც გეცოდინება, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.



<a href="http://www.upworthy.com/a&ndash;new&ndash;study&ndash;found&ndash;4&ndash;different&ndash;categories&ndash;of&ndash;couples&ndash;where&ndash;do&ndash;you&ndash;belong?c=ufb5" target="_blank">www.upworthy.com</a>