მშობლები

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

1. ფობიები

მოგონებები ნამდვილად შეიძლება გადადიოდეს თაობებით, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ. ამას ამტკიცებს კვლევა, რომლის მიმდინარეობისას თაგვები გაწვრთნეს მოერიდონ ალუბლის ყვავილის არომატის მსგავს სუნს.

ამან გავლენა მოახდინა საცდელი ცხოველების დნმ-ზე და დნმ-ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სუნის მიმართ მგრძნობელობაზე, უფრო აქტიური გახდა მამრი თაგვების სპერმაში.

შედეგად ამ თაგვების შვილები და შვილების შთამომავლები ძალიან მგრძნობიარები იყვნენ ალუბლის ყვავილის არომატის მიმართ და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ მისთვის, თუმცა ამის არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ტრავმირებად მოვლენას შეუძლია მოახდინოს გავლენა დნმ-ზე, რაც შემდეგი თაობების ქცევებზეც აისახება.

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

2. ექსტრავერსია

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

ხასიათის ზოგიერთ თვისებებს ჩვენ ვიძენთ არა მხოლოდ ზრდის პროცესში, არამედ დნმ-ს წყალობით. მაგალითად, გენების ვარიანტები WSCD2 და PCDH15 დაკავშირებულია ექსტრავერსიასთან. შესაძლებელია, თქვენ იმიტომ ხართ ასეთი კომუნიკაბელური, რომ შორეულ წინაპარს დაემსგავსეთ, და არა იმიტომ, რომ ბავშვობაში დედამ უამრავ წრეზე გატარათ.

3. იუმორის გრძნობა

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

კვლევების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ადამიანები გენი 5-HTTLPR პასუხიმგებელია დადებით რეაქციებზე, მათ შორის სიცილსა და ღიმილზე. კვლევის შედეგები დადასტურდა სხვადასხვა ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილებისა და დეპრესიული სიმპტომების გათვალისწინებითაც.

4. მიდრეკილება სტრესის მიმართ

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუ დედა განიცდის სტრესს ფეხმძიმობის დროს, მისი შვილი შეიძლება უფრო ნერვიული იყოს. უფრო მეტიც, ასეთი რისკი მაშინაც არსებობს, თუ მშობლები ბავშვის ჩასახვამდე დიდი ხნით ადრე ძლიერ სტრესს განიცდიდნენ. ქრონიკული სტრესი იწვევს ქრომოსომების დაზიანებას.

5. მიდრეკილება დამოკიდებულებების მიმართ

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

გენეტიკა 40-60 %-ით ახდენს გავლენას დამოკიდებულების განვითარების რისკზე. კერძოდ, დაწვრილებით იქნა შესწავლილი კავშირი რისკსა და გენი D2-ს შორის. როგორც ჩანს, ადამიანები გენი D2-ის გენეტიკურად განპირობებული უკმარისობით, უფრო მიდრეკილები არიან დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების გამოყენებისკენ.

6. მიდრეკილება ეკონომიის მიმართ

6 თავისებურება, რომლებიც გენეტიკურად თაობებისგან გადმოგვეცემა

Journal of Political Economy-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ზოგიერთი ადამიანები მათი შემოსავლის დონის, სქესის ან აღზრდის დამოუკიდებლად, გენეტიკურად არიან მიდრეკილები სიძუნწისკენ. გარდა ამისა, „გენეტიკურად“ ეკონომიურ ადამიანებს უფრო უადვილდებად მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება, მაგალითად ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები სიმსუქნისა და მოწევის მიმართ.