1. მშვილდოსანი და ვერძი - ორივე ცეცხლის ნიშანია, სწორედ ამიტომ, ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს. ორივე იმპულსურია, თავგადასავლების მოყვარული და მოსწონთ, როცა გამოწვევების წინაშე დგანან. სურთ, რომ გამოცდილება მიიღონ, ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთონ. უყვართ მხიარულება, გართობა, აქტიურობა და ერთმანეთის მიმართ აქვთ სექსუალური მიზიდულობა, მათ შორის განსაკუთრებული ქიმიაა.

მშვილდოსანი და ვერძი შესანიშნავ ტანდემს ქმნიან. მათ გარშემო მოწყენილობა უბრალოდ არ არსებობს. ორივე მათგანი ოპტიმისტია და შეუძლიათ იყონ ბედნიერები იმით, რასაც ცხოვრება სთავაზობთ. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. დიდია შანსი იმისა, რომ ამ ორ ზოდიაქოს ნიშანს ორის შეუდარებელი სასიყვარულო ურთიერთობა და მტკიცე კავშირი ჩამოყალიბდეს.

2. მშვილდოსანი და კურო - ეს ორი ან გიჟდება ერთმანეთის სიყვარულით და ერთმანეთით საოცრად იხიბლებიან, ან ერთმანეთს განიზიდავენ და ერთმანეთისთვის თვალის მოკვრაც კი აღიზიანებთ. საშუალო დონის ურთიერთობა მშვილდოსანსა და კუროს შორის უბრალოდ არ არსებობს. ზოდიაქოს ეს ნიშნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. მშვილდოსანი აქტიურია, მუდამ მოძრაობაშია, უყვარს მოგზაურობა, გართობა, მაშინ, როცა კუროს სახლში ყოფნაზე მეტად არაფერი აბედნიერებს.

ისინი ცხოვრებას აბსოლუტურად განსხვავებული თვალით უყურებენ. მშვილდოსანი ვერ ითვალისწინებს კუროს მგრძნობიარე ხასიათს და შესაძლოა, ისეთი რამ თქვას რითაც კუროს გულს ატკენს, თუმცა მშვილდოსანი ვერც მიხვდება, რა გააკეთა ასეთი. კურო ვერ იგებს, როგორ ჰყოფნის მშვილდოსანს განტვირთვისთვის მხოლოდ ერთი წუთი, ხოლო მშვილდი ვერაფრით იგებს, რა საჭიროა ასეთი ჰარმონია და სიმშვიდე. ძალიან დიდი დრო სჭირდება კუროს იმისთვის, რომ მშვილდოსანს ენდოს, მშვილდს ეს ყველაფერი ძალიან ბეზრდება და კუროსგან მიდის.

3. მშვილდოსანი და ტყუპები - ეს ორი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად უგებენ ერთმანეთს. შესაძლოა მათი ურთიერთობა იდეალურისგან შორს იყოს, მაგრამ არც ცუდი იქნება. ორივე მათგანი აქტიურია და უყვართ ადამიანებთან ურთიერთობები, კომუნიკაცია. შესაძლოა ჰქონდეთ განცდა, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან.

ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ვნება და ცეცხლი აქვთ, თუმცა თუ რომელიმე მათგანი არ გამოიჩენს უნარს იმისას, რომ მყარი ურთიერთობა ააგონ, უბრალოდ ამ ცეცხლში დაიწვებიან. მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე უფრო კარგად მეგობრობა გამოსდით.

4. მშვილდოსანი და კირჩხიბი - ამ ორს შორის საერთოს პოვნა ძალიან რთულია. მშვილდოსანი დამოუკიდებელია და თავისუფლებისმოყვარე, მაშინ, როცა კირჩხიბი მუდამ დასაყრდენ ძალას ეძებს, სურს, რომ მუდამ ვინმეს იმედად იყოს. კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა და ადამიანებში ემოციურ მხარდაჭერას ეძებს. მშვილდოსანმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს კირჩხიბის მოზღვავებულ ემოციებს, უჭირს მისი გამხიარულება და ამიტომაც კირჩხიბის გვერდით მოწყენილია და თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

კირჩხიბი ცხოვრებას დრამად აქცევს მაშინ, როცა მშვილდოსანს ბედნიერება და მხიარულება სურს. მშვილოსნის ცხოვრებაში ნეგატივის ადგილი უბრალოდ არ არის. მშვილდი არ დაბადებულა იმისთვის, რომ კირჩხიბის დამშვიდებაში გაატაროს ცხოვრება. ამიტომაც, ეს ორი ვერ უგებს ერთმანეთს და სასიყვარულო ურთიერთობების უმეტესობა წარუმატებელია.

5. მშვილდოსანი და ლომი - ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის ურთიერთობა იდეალურია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, თუ ლომმა შეამჩნია, რომ მშვილდოსანი მას სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამ შემთხვევაში ურთიერთობაში პრობლემები იჩენს თავს. ზოდიაქოს ორივე ნიშანი აქტიური, კომუნიკაბელური და თავგადასავლების მოყვარულია. მათ აქვთ ერთნაირი მსოფლხედვა და ძალიან უყვართ გართობა და სიამოვნებთ დროის ერთად გატარება.

მათ შორის განსაკუთრებული მიზიდულობაა. მშვილდოსანი და ლომი განსაკურებით თავსებადია საწოლში. ერთადერთი, რაც ურთიერთობაში პრობლემას უქმნით ისაა, რომ მშვილდი არ ღელავს მომავალზე და ის მოცემული მომენტით ცხოვრობს და ურთიერთობას არ უყურებს გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ხოლო ლომს არ სურს დრო დაკარგოს ისეთი ურთიერთობისთვის, რომელსაც მომავალი არ აქვს.

6. მშვილდოსანი და ქალწული - ისინი აღრთოვანებულები არიან ერთმანეთით და პატივისცემით არიან განმსჭვალულნი ერთმანეთის მიმართ, თუმცა როცა სასიყვარულო ურთიერთობა ეხება საქმე, ისინი ვერ ეგუებიან ერთმანეთს, რადგანაც სინამდვილეში საერთო აბსოლუტურად არაფერი აქვთ. ქალწულს სურს, რომ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს, რომ გეგმის მიხედვით იცხოვროს. ხოლო მშვილდოსანი სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებებს და ყოველგვარი გეგმის გარეშე ცხოვრობს.

აღიზიანებს ზედმეტი მოწესრიგებულობა. ქალწული ვერ იგებს, რატომ არ შეუძლია მშვილდოსანს ოდნავ უფრო სერიოზული იყოს, ხოლო მშვილდოსნისთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება ადამიანმა ქალწულის მსგავსად ერთხელ არ გადაუხვიოს წინასწარ გაწერილ გეგმას.

7. მშვილდოსანი და სასწორი - ეს ორი სწრაფად ქმნის მეგობრულ კავშირს, ხოლო მოგვიანებით ეს რომანტიკული ურთიერთობა ხდება და ისინი ხშირ შემთხვევაში, სამუდამო კავშირს ქმნიან. ორივე მათგანს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და როცა ეს ორი ერთადაა სიცილითა და მხიარულებითაა გარემო სავსე.

მათთვის სასიამოვნოა ერთად მოგზაურობა, გამოცდილების ერთად მიღება. მათ შორის განსაკუთრებული ქიმიაა, რომელიც მშვილდისა და სასწორის კავშირს მყარს ხდის. ორივე მათგანი ძალიან ჭკვიანია. ზოგჯერ სასწორის სიმშვიდე თავქარიან მშვილდოსანზე გამაღიზიანებლად მოქმედებს, თუმცა ეს არ არის ის სირთულე, რომელსაც ამ ორის მტკიცე კავშირის დარღვევა შეუძლია.

8. მშვილდოსანი და მორიელი - თუ ეს ორი საწოლში კარგად უგებს ერთმანეთს, სხვა მხრივაც კარგი ურთიერთობა ექნებათ, ხოლო თუ სექსში პრობლემები აქვთ, არაფერი გამოუვათ. ეჭვიან მორიელს, როგორც წესი, აღიზიანებს მშვილდოსნის თამამი და მხიარული ხასიათი და მის ყველა ნაბიჯში ეჭვიანობის საბაბს ხედავს, რაც ამ ორის ურთიერთობას განსაკუთრებით ართულებს.

მორიელი ცდილობს მშვილდი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს, რაც მშვილდოსნისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია. მას თავისუფლება სჭირდება. მორიელისა და მშვილდოსნის სასიყვარულო ურთიერთობა, საბოლოო ჯამში, ნამდვილ დრამად იქცევა ხოლმე, მშვილდოსანს კი, არ უყვარს დრამები და ის უბრალოდ მიდის.

9. მშვილდოსანი და მშვილდოსანი - შესაძლოა ფიქრობთ, რომ ორი მშვილდოსანი ერთად იდეალურ კავშირს შექმნის, მაგრამ ასე არ არის. ზუსტად მსგავსი ხასიათის მქონე ადამიანთან თანაცხოვრება მშვილდოსნისთვის მოსაწყენია. მათ ზუსტად ერთნაირი ინტერესები აქვთ, ერთნაირი მსოფლხედვა და ერთმანეთისთვის საინტერესო ცხოვრების შეთავაზება არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, მათი თანაცხოვრება წარუმატებელია ხოლმე.

10. მშვილდოსანი და თხის რქა - მათი თანაცხოვრება წარმოუდგენელია. გარკვეული თვალსაზრისით მშვილდოსანმა ყველა ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება გამონახოს საერთო ენა, მაგრამ არა თხის რქასთან. თხის რქა მუდამ ერთ ადგილზეა, ის არ ეძებს თავგადასავლებს, მისი მთავარი მიზანი სამსახურში წარმატების მიღწევა და ბევრი ფულის შოვნაა, მაშინ, როცა მშვილდოსანი ვერ ჩერდება ერთ ადგილას, მსოფლიოს ნახვა სურს და ვერც კი წარმოუდგენია ამდენი წელი როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სამსახურში გაატარო.

თხის რქას აღიზიანებს მშვილდოსნის მხიარულება, ის, რომ მუდამ კარგ განწყობაზეა, ბედნიერია და იცინის.

11. მშვილდოსანი და მერწყული - ეს ორი ერთმანეთს შესანიშნავად უგებს. მშვილდოსანი და მერწყული შეიძლება იყონ როგორც საუკეთესო მეგობრები, ასევე საუკეთესო პარტნიორები რომანტიკული ურთიერთობის თვალსაზრისით. ორივე ინტელექტუალია, დამოუკიდებელია, კრეატიულია და რაც მთავარია, იციან თავისუფლების ფასი.

ისინი არ უზღუდავენ ერთმანეთს თავისუფლებას, არ აიძულებენ ერთმანეთს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. მათ უყვართ ფილოსოფიური საუბრები და მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ისინი, როგორც წესი, საუკეთესი სასიყვარულო კავშირს ქმნიან. ორივეს გიჟური იდეები აქვთ და სჯერათ ამ გიჟური იდეების. საუკეთესო მხარდამჭერები არიან ერთმანეთისთვის. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის პირად სივრცეს, რაც საბოლოო ჯამში იდეალურ ურთიერთობას აყალიბებს.

12. მშვილდოსანი და თევზები - ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის სასიყვარულო კავშირი რთულად წარმოსადგენია. ისევე, როგორც კირჩხიბებს, მგრძნობიარე თევზებსაც მუდამ დამშვიდება და ზრუნვა სჭირდებათ, მშვილდოსნებისთვის კი ეს ნამდვილი ტანჯვაა და მომაბეზრებელია. თევზები სამყაროს, ცხოვრებას, მომავალს პესიმისტურად უყურებს, მშვილდოსანი კი, ყოველთვის იმედით არის სავსე და თავს აბეზრებენ თევზები გამუდმებული წუწუნით.

მშვილდი არ დაბადებულა სხვების დასამშვიდებლად. ის ვერ იქნება ადამიანის მხარდამჭერი ემოციური თვალსაზრისით. როგორც წესი, ასეთი ცხოვრება ბეზრდებათ და უბრალოდ მიდიან. მშვილდოსანს ბედნიერება და მხიარული ცხოვრება სურს და არა სხვების ცრემლების წმენდა.