სილამაზე

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის მომხიბვლელი მოდელების სილამაზის საიდუმლო? როგორ ახერხებენ ისინი მუდამ ფორმაში ყოფნას და ამისთვის რა ხერხებს მიმართავენ?

გაგიმხელთ თავის მოვლის 11 საიდუმლოს, რომლებსაც მოდელები მიმართავენ:

11. თიხის ნიღაბი - ამ ნიღაბს Victoria’s Secret-ის მოდელების უმეტესობა იყენებს. განსაკუთრებით რაიმე პომპეზური წვეულების წინა ღამით. ამ ნიღბის წყალობით სახე პრიალა და გლუვი ხდება.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

10. კვება - მომხიბვლელი ფიგურა როგორც წესი გენეტიკის, ვარჯიშის და ჯანსაღი დიეტის შედეგია. ის, ვინც ოდესმე ყოფილა დიეტაზე, იცის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ მიირთვათ ის, რაც გინდათ. მიირთვათ ყოველგვარი აკრძალვების გარეშე. ეს დიეტის მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგანაც როცა მიირთმევ იმას, რაც გინდა უფრო ბედნიერი ხდები, ბედნიერი ადამიანი კი, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველია.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდამ არაჯანსაღად უნდა იკვებოთ. უბრალოდ ზოგჯერ შეგიძლიათ, რომ მიირთვათ ის, რაც გსურთ.

9. ხასხასა სახე - პროფესიონალ მოდელებს ძალიან ბევრი მაკიაჟით იშვიათად ნახავთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხარისხიან მაკიაჟს იყენეთ, ის აუცილებლად მოახდენს კანზე უარყოფით გავლენას. თუ გამუდმებით მაკიაჟი გაქვთ, ნაადრევად გაგიჩნდებათ ნაოჭები და ასევე ფორები. ეცადეთ, რომ მაკიაჟი ხშირად არ გამოიყენოთ.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

8. მიიღეთ იმდენი წყალი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ - მითია ის, რომ სულ მცირე 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ დღის განმავლობაში. ყველა ადამიანს განსხვავებული რაოდენობით წყალი სჭირდება.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

7. ვიტამინები - ვიტამინების მიღება უმნიშვნელოვანესია. თუ ვეგეტარიანელი, ან ვეგანი ხართ, აუცილებელია B12 ვიტამინის მიღება. ასევე, აუცილებელია D და D3 ვიტამინების მიღება.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

6. თმის მოშორება - ალბათ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიპარსოთ ფეხები, მაგრამ ასე არ არის. საუკეთესო დრო თმის მოსაშორებლად შუადღის შემდეგ, ან გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ პერიოდია. ამ დროს კანი უფრო მშვიდია და შედარებით ნაკლებია გამონაყრის გაჩენის შანსი.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

5. ვარჯიში - არასოდეს ივარჯიშოთ მაკიაჟიანი სახით. ეს წესად აქციეთ. ჯერ დაიბანეთ სახე და შემდეგ ივარჯიშეთ. ვარჯიშის დროს ოფლი გამოიყოფა და როცა ის მაკიაჟს შეერევა, კანზე გართულებები ჩნდება.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

4. სახის ყინულით დამუშავება - მოდელი ჟასმინ ტუკსი ხშირად მიმართავს ამ მეთოდს. იმისთვის, რომ კანი გლუვი და პრიალა იყოს, ჟასმინი ყოველ დილით სახეზე მასაჟს ყინულის გრანულებით იკეთებს.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

3. თვალების ქვეშ ე.წ. ბალიშების მოშორება - მოდელ ვიქტორია ბრიტოს მზარეულობა არ ეხერხება, მაგრამ ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს კარტოფილი იმისთვის, რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს. ის კარტოფილს ჭრის და ამ ნაჭრებს თვალებს ქვემოთ 10-15 წუთის განმავლობაში აჩერებს.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

2. თვალები - მაკიაჟის ტენდენციები ხშირად იცვლება. წელს კი, მთავარი ტრენდია რაც შეიძლება ნაკლები მაკიაჟი და ბუნებრივობა, თუმცა მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ მხოლოდ თვალებზე. ეს ხაზს გაუსვამს თვალების სილამაზეს და კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შეგმატებთ.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ

1. ფრთხილად წაისვით ტუში - აცადეთ გაშრობა და ეცადეთ, რომ ის წამწამებზე კარგად გადაანაწილოთ. ხშირად გოგონები დიდი რაოდენობით ისვამენ ტუშს წამწამებზე და ვერ ანაწილებენ თანაბრად, რაც მათ ვიზუალს არც ისე სასიამოვნოდ სანახავს ხდის.

თავის მოვლის 11 მეთოდი, რომელთა გამხელაც მოდელებს არ სურთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>