LIFE

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

იცით, როგორ უნდა მოიქცეთ პაემანზე? - ბოლო წლებში ეს წესი ძალიან შეიცვალა. ახლა მოდური გახდა ონლაინ ნაცნობობა. ფლირტისა და პაემნების ბრიტანელი სპეციალისტები საინტერესო რჩევებს გვიზიარებენ შეცვლილი ურთიერთობებიდან.

1. მოგწონს? მიდი მასთან!

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

ნუ ელოდები, როდის გადმოდგამს ის პირველ ნაბიჯს. ახლა უკვე არავინ უყურებს იმას, პირველი ვინ მივა გასაცნობად. მიუახლოვდი და შესთავაზე ერთად გასეირნება ან კინოში წასვლა, ამაში საშინელი და მიუღებელი არაფერი არ არის.

2. ნუ გეწყინება, თუ უარი მიიღე

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

ადამიანებს არ შეუძლიათ ყველასთან შეხვედრა, ვისაც ეცნობიან. თუ მას არ უნდა შენთან შეხვედრა, გაიღიმე და გააგრძელე შენი გზა. არ იფიქრო, რომ ეს გავლენას მოახდენს თქვენს თვითშეფასებაზე, ეს უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯია იმის ძებნაში, ვინც თქვენი საყვარელი ადამიანი გახდება.

3. ბუნებრივად მოიქეცი

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

გაცნობისას, მოძებნე საბაბი საუბრისთვის. მაგალითად, გადავსებულ კლუბში შეიძლება დაიწყო საუბარი იქედან, რომ „აქ პირველად ვარ, და ყოველთვის ამდენი ხალხია?“ - ამით შენ მას არ ავალდებულებ ცოლად მოგიყვანოთ ან ერთად სადმე გაიქცეთ.

4. დაწიე თამასა

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

არ არის აუცილებელი თითოეულ მამაკაცთან მისვლა და მისი შეფასება როგორც მომავალი შვილების მამის, თან ეს სულ რაღაც ორწუთიანი საუბრის შემდეგ. უფრო მარტივად შეხედე ამას: ამჟამად კარგად გრძნობ მასთან თავს - კარგია. შემდეგ კი - დრო გიჩვენებთ.

5. იყავი გახსნილი სიახლისთვის

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

ყველას არ აქვს ოცნება რომ ჰყავდეს სამი შვილი, ჰქონდეს აგარაკი და შვებულება პრესტიჟულ კურორტზე, უპირატესობები შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ შენ სხვა მომავალი გიზიდავს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე არ გაქვს. უბრალოდ მოძებნე პარტნიორი, რომელიც მხარს დაუჭერს შენს მისწრაფებებს.

6. შეიძლება სიმარტოვეშიც ბედნიერი იყო

6 რჩევა ქალებს, როგორ უნდა მოიქცე მამაკაცის გაცნობის დროს

არ არის საჭირო მთელი ცხოვრების კონცენტრირება პრინცის ძებნაზე. იცხოვრე აქ და ახლა, ნუ გადადებ სიხარულს შემდეგისთვის. ბედნიერი ადამიანები იზიდავენ სხვებს. იყავი გახსნილი და მაქსიმალურად კმაყოფილი ცხოვრებით.

რა თქმა უნდა წესები არ არის ერთიანად ყველასთვის და შეიძლება იცვლებოდეს. სიყვარულის ძებნაში მთავარია - არ დაივიწყო საკუთარი თავი.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>