7 მნიშვნელოვანი განსხვავება ბუებსა და ტოროლებს შორის, რომლებიც დაგეხმარებიან უკეთესად გაერკვიოთ ადამიანებში
- 06.06.2018
1. გადაწყვეტილებების მიღება
ბუ. ხელმძღვანელობენ სურვილებით, და არალოგიკური მიდგომით, იღებენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და იმპულსურად. ურჩევნიათ დატკბნენ მომენტით და არ იფიქრონ შედეგებზე.
ტოროლა. მათ სჭირდებათ საგულდაგულოდ მოიფიქრონ ყველაფერი და აწონ-დაწონონ. ძალიან ეშინიათ შეცდომების და იმის, რომ არასწორ საქციელს ჩაიდენენ.
2. ინფორმაციის აღქმა
ბუ. ურჩევნიათ მიიღონ ინფორმაცია ფეისბუქიდან ან სხვა სოცქსელებიდან. ბუებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს სხვისი აზრი. მაგალითად, სანამ ნახავენ ფილმს, ისინი გამოხმაურებას მანამდე წაიკითხავენ.
ტოროლა. თუ მათ მოინდომეს იმის გაგება, რა ხდება ქვეყანაზე, ჩართავენ ტელევიზორს ან წაიკითხავენ გაზეთს.
3. კვების რეჟიმი
ბუ. თავისუფლად შეუძლიათ არ ისაუზმონ და დაკმაყოფილდნენ ფინჯანი ყავით. ითვლება, რომ ბუები უფრო მიდრეკილები არიან ზედმეტი წონისკენ, ვიდრე ტოროლები, რადგან დღის განმავლობაში ცოტას ჭამენ და საკვების მეტ ნაწილს ღამე იღებენ.
ტოროლა. მათთვის მთავარია გემრიელი და საფუძვლიანი საუზმე. ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ ჯანსაღ საკვებს. ადვილად იშორებენ ზედმეტ კილოგრამებს.
4. უპირატესობები სასმელებში
ბუ. საყვარელი სასმელი - ყავა. თუ თქვენი ქრონიტიპი არის ბუ, მაშინ უნდა შეამციროთ ყავის დალევა 1 ფინჯანამდე დღეში. რაც შეეხება ალკოჰოლს, აირჩიეთ ღვინო: თეთრი ან წითელი. ეს დაგიცავთ ზედმეტი წონისგან.
ტოროლა. უპირატესობას ანიჭებენ ჩაის ან ნატურალურ სასმელებს. ამიტომ მათთან სახლში დიდი ალბათობით იპოვით სხვადასხვა ჩაის როგორც მინიმუმ 5 ჯიშს და ბოთლით ნაყიდ წყალს.
5. აზროვნების ტიპი
ბუ. GMAT-ის ტესტის შედეგების მიხედვით, ბუებს გააჩნიათ მათემატიკური ტვინის წყობა. სწორედ ბუები უმკლავდებიან ადვილად დათვლებსა და ამოცანებს ლოგიკაში.
ტოროლა. გააჩნიათ ჰუმანიტარული ტვინის წყობა. სწრაფად სწავლობენ ენებს და იმახსოვრებენ ინფორმაციას.
6. ძილი
ბუ. ზედმეტად ახლოს მიაქვთ გულთან ინფორმაცია, რის შედეგადაც ნერვიულობენ და ხშირად განიცდიან უძილობას. ადვილად დაძინებისთვის წესად შემოიღეთ გათიშოთ ტელეფონი და ნოუთბუქი დაძინებამდე 1 საათით ადრე.
ტოროლა. უკვე 22:00-ზე იწყებენ მთქნარებას და ეძინებათ. ძირითადად მშვიდად და ღრმად სძინავთ.
7. გაღვიძება
ბუ. რამდენჯერმე გადასწევენ მაღვიძარა. მათი გაღვიძების იდეალური დროა - 10:00-11:00. მაგრამ უმეტესობას არ აქვს ამის ფუფუნება და ადრე უნდა ადგეს, რათა წავიდეს სამსახურში.
ტოროლა. სწრაფად და ადვილად დგებიან. დილიდანვე მხნედ გრძნობენ თავს. ყველაზე მაღალი აქტივობის მომენტებია - დილის 8:00-დან 9:00-მდე.
თემები: ძილი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, რჩევები
<a href="adme.ru">adme.ru</a>