1. მარია ფარი „ვაფლის გულები“
ზღვის უბის ორი პატარა მაცხოვრებლის 9 წლის ტრილესა და მისი მეზობლისა და თანაკლასელის ლენას ცხოვრების ერთ წელიწადში დაუჯერებლად ბევრი მოვლენა ჩატეული. მათი თავგადასავალი - სახალისო, გულისამაჩუყებელი და სახიფათოც კია.
2. სტივენ კინგი „რიტა ჰეიუორტი, ანუ გაქცევა შოუშენკიდან”
შოუშენკი - ეს უბრალოდ ციხე არ არის, არამედ გადარჩენის სკოლაა. მთავარ გმირს სამუდამო პატიმრობა ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში ბრალის შეცდომით მიუსაჯეს. მან არა მხოლოდ ღირსებით გაიარა ეს სკოლა, მოიპოვა თანამესაკნეებისა და უფროსობის პატივისცემა, არამედ 20 წლის შემდეგ გაიქცა კიდეც ამ ჯოჯოხეთიდან.
3. ალესანდრო ბარიკო „1900. ლეგენდა პიანისტზე“
ნოვეჩენტო -1900 - ეს მხოლოდ ციფრი არ არის, რომელიც წელს აღნიშნავს. ასე ჰქვია გენიალურ თვითნასწავლი პიანისტს, რომელიც ოკეანის ლაინერის ბორტზე დაიბადა. მას არა აქვს არც დოკუმენტები, არც მოქალაქეობა, არ ჰყავს ნათესავები. აქვს მხოლოდ სახელი, რომელიც მას ცეცხლფარეშმა, შეხვედრის შემდეგ დაარქვა. 1900-იანი არასოდეს არ მოცილებია გემს, არასოდეს დაუდგამს ფეხი მიწაზე. ვერც ქარიშხალში და ვერც წყნარ ამინდში ვერ მოწყვიტავ მას კლავიშებს.
4. ჯონ სტეინბეკი „თაგვებსა და ადამიანებზე“
ჯორჯი და ლენი ოცნებობენ შექმნან საკუთარი ფერმა დიდი დეპრესიის დროს. ამ მიზნით მათ ნახევარი ამერიკა მოიარეს და თითქოს იპოვეს მდიდარი ფერმა, სადაც დამკვიდრება გადაწყვიტეს. ძალიან მალე, იწყევა საშინელი ამბები...
5. ჰერმან ჰესე „ზიდჰართა“
ღრმა ფილოსოფიური წიგნი დააგეხმარებათ იპოვოთ ცხოვრებისეული გზები. შეუძლებელია მიაღწიო განათებას, თუ არ განიცადე ცდუნება და არ გაუმკლავდი მას; თუ არ განიცადე ვარდნა აღმაფრენის დროს; თუ არასოდეს გაწბილებულხარ ცხოვრებაში; თუ უბრალოდ მიჰყვებოდი დინებას.
6. ფრანსუაზა საგანი „პირქუში ღიმილი“
წარმატებული, მაგრამ მოწყენილი ადვოკატი ნორჩმა სტუდენტმა გოგონამ გაიტაცა, რომელსაც ის შეუყვარდება. გაუძლებს თუ არა ეს ურთიერთობა დროს? - წიგნში წარმოდგენილია სხვადასხვა სიღრმის სულიერი გრძნობები: თრთოლვიდან-გაწბილებამდე.
7. ნილ გეიმანი „ოკეანე გზის ბოლოს“
ზღაპრული მითიური სიუჟეტი მოგვითხრობს უსახელო მთავარ გმირზე, რომელიც ინგლისის სასექსის ფერმებში სეირნობს და მოულოდნელად აღმოაჩენს სახლს, სადაც ძველი ღმერთები ცხოვრობენ. ღმერთები თავადაც ადამიანებს თამაშობენ.
8. იუსტაინ გორდერი „ფორთოხლის გოგონა“
„ფორთოხლის გოგონა“ - ეს თავისებური წიგნია წიგნში, ვინაიდან თხრობა მასში ორ ადამიანს მიჰყავს. ბიჭუნა გეორგს მამის სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ მისი ხმა ესმის...
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები, წიგნები, პროზა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>