ჰაიდი კლუმი

ჰაიდი კლუმი რომ რინოპლასტიკაში ამხილო ძალიან რთულია, მაგრამ შეიძლება. ჩვენს მიერ შერჩეული სახეებიდან მისი ცხვირი ყველაზე იდეალურად გამოიყურება. თუმცა ცხვირის ზურგი მაინც ზედმეტად თხელია, მაგრამ მოდელის ნაზი გარეგნობის გამო მინიატურული ცხვირი მის სახესთან ჰარმონიაშია.

ლილ კიმი

2006 წლიდან დაწყებული ლილი 10-ჯერ დაწვა პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ის ბოლომდე არ რჩებოდა კმაყოფილი იმით, თუ როგორ გამოიყურებოდა. შედეგად ნამდვილი კიმისგან კვალიც კი არ დარჩა, მისი ცხვირი კი წვრილ ზოლად გადაიქცა.

ლა ტოია ჯეკსონი

ალბათ „ოპერირებული ცხვირის სინდრომის“ ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მკვეთრი მაგალითი იყო მაიკლ ჯეკსონი, რომელმაც ათასჯერ გადაიკეთა ის. შემდეგ მას მიყვა მისი და ლა ტოია, რომელსაც ასევე არ გაუმართლა რინოპლასტიკაში.

მიშელ პფაიფერი

მიშელი ყოველთვის უარყოფს, რომ პლასტიკური ქირურგებისთვის მიუმართავს. მაგრამ 60 წლის კვალობაზე ის ბრწყინვალედ გამოიყურება. თუმცა წლებთან ერთად მისი ცხვირი მაინც შეიცვალა, როგორც მინიმუმ ცხვირის ზურგი დავიწროვდა.

ჯოან რივერსი

კომედიური ჟანრის მსახიობი ჯოან რივერსი ოცნებობდა დროის უკან დაბრუნებაზე და ამიტომაც მიმართა დახმარებისთვის პლასტიკურ ქირურგს, თუმცა... ის არათუ გაახალგაზრდავდა, არამედ მაქსიმალურად არაბუნებრივად გამოიყურება - ეს განსაკუთრებით მის ცხვირს ეხება, რომელიც ძალიან წვრილი გახდა.

სნუკი

ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავს სნუკის ყოველთვის უნდოდა რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ ქირურგმა ზედმეტად წვრილი ცხვირი გაუკეთა, რომელმაც ისე შეცვალა, რომ ვეღარ ცნობენ.

კორტნი ლავი

„ოპერირებული ცხვირის სინდრომს“ განიცდის ასევე კორტნი ლავიც, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს ახალი ცხვირით. ეს ხომ ყველაზე მცირეა იმ უსიამოვნებებიდან, რომლებიც მას ოდესმე გადახდენია.