მავნე მითები ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომლებისაც დღემდე გვჯერა
- 13.06.2018
მითი 1. ეტიკეტები ამბობენ მხოლოდ სიმართლეს
მწარმოებელს უამრავი ხრიკი გააჩნია, რათა პროდუქტი ნაკლებად კალორიულად ან უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდეს. პირველ რიგში კალორიულობა შეიძლება იყოს მითითებული არა 100 გ პროდუქტზე, არამედ ულუფაზე. ამ შემთხვევაში პროდუქტის რეალური კალორიულობა მეტია.
მეორე პოპულარული ხრიკი - ინგრედიენტის გადარქმევაა. მაგალითად, თუ პროდუქტი შეიცავს ბევრ შაქარს, მის შემადგენლობაში შეიძლება მითითებული იყოს სამი ინგრედიენტი: შაქარი, ფრუქტოზა და აორთქლილი ჭარხლის წვენი. თუ ნამდვილად გინდათ ჯანსაღად იკვებოთ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ეტიკეტი და დაიმახსოვროთ ძველი წესი: რაც ნაკლები ინგრედიენტია, მით უკეთესი.
მითი 2. ვახშამი დაუთმე მტერს
თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს, რომ ვახშამზე მუდმივი უარი იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, სისხლში შაქრის დონის სახიფათო დაწევას, დაღლილობასა და კალორიების გადაჭარბებას საუზმისა და სადილის დროს. სინამდვილეში უკეთესია მიირთვათ ვახშამზე რაიმე მსუბუქი: ბოსტნეული და ცილები საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
მითი 3. ყოველდღიურად ვარჯიში - იდეალურია
სინამდვილეში არა. ყოველდღე ვარჯიში შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალურ სპორტსმენებს, ვისი კუნთებიც უკვე მზად არის ასეთი დატვირთვისთვის. მსუბუქი ვარჯიშები ან იოგის ასანები დაგეხმარებათ ტონუსის შენარჩუნებაში, სრულფასოვანი ვარჯიში კი უნდა შეზღუდოთ კვირაში 5 საათამდე: სწორედ ასე გვირჩევენ მეცნიერები.
მითი 4. საუზმე - დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ საუზმეს, დღის განმავლობაში ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც არ უნდოდა საუზმობა, მაგრამ ძალით ჭამდნენ.
მითი 5. გახდომა დამოკიდებულია მხოლოდ ნებისყოფაზე
ითვლება, რომ გახდომა - მხოლოდ ნებისყოფის საკითხია, სინამდვილეში ასე არ არის. ლამაზი სხეულის ჩამოყალიბებაში ჩარეულია გენეტიკა და ცხოვრების წესი, ადამიანის სხეული კი იმდენად ინდივიდუალურია, რომ დიეტა და დატვირთვა უნდა შეირჩეს ექიმთან ერთად.
მითი 6. ნახშირწყლები და ცილები ერთდროულად ვერ გადამუშავდებიან
ამბობენ, რომ ცილისა და ნახშირწლების გადამუშავებისთვის საჭიროა სხვადასხვა გარემო, რაც კუჭში ერთდროულად ვერ შეიქმნება. ფორმალურადაც ყველაფერი სწორია. მაგრამ ბუნება უფრო წინდახედული და ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, ამიტომაც ცილებისა და ნახშირწყლების გადამუშავება ორგანიზმში ხდება ცალ-ცალკე: ნახშირწყლების დაშლა ხდება პირის ღრუსა და წვრილ ნაწლავში, ცილები კი გადამუშავდება კუჭსა და მსხვილ ნაწლავში.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოტივაცია, სტრესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია