სტილი

ერთი ქუდი, რომელიც ზაფხულში ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს - ყველაზე სასაცილო ტრენდი

ერთი ქუდი, რომელიც ზაფხულში ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს - ყველაზე სასაცილო ტრენდი

ზაფხულის ქუდების, შლიაპების გარეშე ზღვის სეზონი წარმოუდგენელია. 2018 წელს დიზაინერი ცოტა უცნაურ ქუდებს გვთავაზობენ და მოდის კრიტიკოსებმა ამ ქუდებს უკვე უწოდეს ზაფხულის ყველაზე სასაცილო ტრენდი.

მიუხედავად ამისა, მოდური შლიაპები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე ძალიან პოპულარულია.

ერთი ქუდი, რომელიც ზაფხულში ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს - ყველაზე სასაცილო ტრენდი

როგორია ახალი ტრემდული შლიაპა? - ის უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი, მაქსიმალურად დიდი, ფაქტობრივად ქოლგის ზომის.

ეს ქუდები გარდა იმისა, რომ ტრენდულია, ამასთანავე მის მომხმარებელს მაქსიმალურად იცავს მზისგან და საოცრად კომფორტულია, იმდენად რომ აუზზე, ან ზღვის სანაპიროზე სპეციალური ქოლგა აღარ დაგჭირდებათ.

ერთი ქუდი, რომელიც ზაფხულში ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს - ყველაზე სასაცილო ტრენდი

ასეთი ქუდით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოჩნდა სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი საფრანგეთში, თუმცა მაშინ აღნიშნული დიზაინი აქტუალური არ იყო და პოპულარობა უფრო მეტად წელს მოიპოვა.

განსაკუთრებით მოსახერხებელი დიდი ზომის ქუდები ვარსკვლავებისთვისაა - მისი საშუალებით პაპარაცებს მარტივად აარიდებენ თავს.

ერთი ქუდი, რომელიც ზაფხულში ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს - ყველაზე სასაცილო ტრენდი

ეს ქუდები უკვე გახდა ტრენდული ქალების საყვარელი აქსესუარი 2018 წლის ზაფხულისთვის. მსგავსი ქუდებით გოგონებს შენიშნავთ პარიზში, მილანსა და ნიუ-იორკში.

ნახეთ 2018 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ქუდის რამდენიმე ფოტო. შესაძლოა თქვენც გადაწყვიტოთ მისი შეძენა.



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>