1. ვერძი - ყოველთვის გამოწვევებს, შეჯიბრებებს ეძებთ, ამიტომაც კარგი იქნება, თუ არჩევანს შეაჩერებთ სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმზე, რომელიც სერფერის სამოსს ჰგავს. ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ასეთ საცურაო კოსტიუმში იგრძნობთ.

2. კურო - ძლიერი, სტაბილური და ძალიან სექსუალური ხართ და გჭირდებათ ისეთი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც თქვენი ეს მახასიათებლები იქნება ხაზგასმული.

3. ტყუპები - ექსპრესიული ადამიანი ხართ, მხიარული და ამიტომაც გჭირდებათ საცურაო კოსტიუმი მხიარულ ფერებში. კარგი იქნება თუ ყვავილების პრინტით გაფორმებულ საცურაო კოსტიუმზე შეაჩერებთ არჩევანს. მასში თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ.

4. კირჩხიბი - წყლის ნიშანი ხართ და გამოირჩევი რომანტიკული ხასიათით. საცურაო კოსტიუმიც რომანტიკულ ფერებში გჭირდებათ. ცისფერი ზღვის სამოსი თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

5. ლომი - თქვენ მეფე ხართ და აუცილებლად უნდა ბრწყინავდეთ. კარგი იქნება, თუ წითელ საცურაო კოსტიუმზე შეაჩერებთ არჩევანს. მისი საშუალებით კიდევ უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელი გახდებით.

6. ქალწული - თქვენთვის დეტალები უმნიშვნელოვანესია. დიზაინთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას საცურაო კოსტიუმის ხარისხს აქცევთ. თქვენ გიყვართ ბუნება და მწვანე ფერი. ასეთ ნატურას კი ყველაზე მეტად ფოტოზე აღბეჭდილი საცურაო კოსტიუმი შეესაბამება.

7. სასწორი - არჩევანი შეაჩერეთ ღია ცისფერ საცურაო კოსტიუმზე. ეს საუკეთესო ფერია თქვენთვის. კარგი იქნებ,ა თუ უპირატესობას მხრებზე მოშიშვლებულ ზღვის სამოსს მიანიჭებთ. სნაპიროზე ნამდვილად იბრწყინებთ.

8. მორიელი - თქვენს საცურაო კოსტიუმში უნდა ჩანდეს, თუ რა ვნებიანი ხართ. ყველაზე მეტად კი, ეს ძალიან სექსუალური სამოსი შეგეფერებათ.

9. მშვილდოსანი - თქვენ რაღაც ფერადი, ნათელი და ძალიან მხიარული გჭირდებათ. როგორც მშვილდოსანიოპტიმისტი ხართ, გამოირჩევით იუმორის გრძნობით და თქვენს პიროვნულ მახასიათებლებს ყველაზე მეტად ფოტოზე აღბეჭდილი საცურაო კოსტიუმი შეესაბამება.

10. თხის რქა - პრაქტიკული და სერიოზული ხართ. თავს კომფორტულად არ გრძნობთ ფერად სამოსში, ამიტომაც შავი საცურაო კოსტიუმი უნდა შეარჩიოთ. რაღაც კლასიკური გჭირდებათ. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ თხის რქებისთვის ფოტოზე აღბეჭდილი საცურაო კოსტიუმი იდეალური იქნება.

11. მერწყული - ჰაერის ნიშანი ხართ და კარგი იქნება, თუ ღია ცისფერისა და თეთრი ფერების კომბინაციით შექმნილ საცურაო კოსტიუმს მიანიჭებთ უპირატესობას. ეს განსაკუთრებით ნაზ და ჰაეროვან ელფერს მოგცემთ.

12. თევზები - შეგიძლიათ მაგალითი ბიონსესგან აიღოთ და არჩევანი ძალიან მხიარულ სამოსზე შეაჩეროთ. ყვავილების პრინტით გაფორმებული, ფერადი საცურაო კოსტიუმი თქვენთვის იდეალურია. მისი საშუალებით თქვენს შემოქმედებით ბუნებას იდეალურად გამოხატავთ.