როგორია იყო ტყუპების მშობელი? - 23 ამაღელვებელი ფოტო და გამოცდილება ტყუპების დედებისგან
- 26.06.2018
23. „არ ვიცი რამდენად შევძლებ ყოველთვის ერთნაირი განრიგი შევუდგინო მათ, ერთდროულად ვაჭამო, დავაძინო, ყველაფერის გაკეთება ერთდროულად უნდათ“, - ამბობს ფოტოზე აღბეჭდილი ტყუპების დედა.
22. “ერთდროულად როცა ორი ბავშვის გაზრდა გიწევს ეს რამდენადაც კარგია, იმდენად რთული პროცესია, ყველაფერი ორი გჭირდება. განსაკუთრებით ორ ბავშვთან ერთად სადმე წასვლაა ჩემთვის სირთულე. მათთან ერთად როცა სადმე მივდივარ, ყოველთვის ვინმე უნდა მახლდეს“, - ამბობს ფოტოზე აღბეჭდილი ტყუპების დედა.
21. „ჩვენ ნამდვილი გმირები ვართ“, - ამბობენ სამი ტყუპის მშობლები.
20. „რა თქმა უნდა, რთულია ტყუპების გაზრდა, მაგრამ ეს ორი ჩვენი ოჯახის საუკეთესო წევრები არიან, მათ გამო არასოდეს ვართ მოწყენილები, განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია მათი ერთმანეთთან კომუნიკაცია. თავისი ენა აქვთ და ერთმანეთის ყველაფერი ესმით“, - ამბობს ფოტოზე აღბეჭდილი ტყუპების დედა.
19. ტყუპებზე ორსული დედიკო - ფეხმძიმობის დროს ტყუპებზეც და ერთ ბავშვზეც დედას ერთნაირი სიმპტომები აქვს, მაგრამ ტყუპებზე ფეხმძიმობა მაინც აბსოლუტურად განსხვავებულია. დედას ამ დროს ორი, ან უფრო მეტი ბავშვის ტარება უწევს მუცლით. ექიმები ამბობენ, რომ დაზუსტებით ვერ იტყვიან უფრო რთულია, თუ არა ტყუპებზე ფეხმძიმობა. მათი თქმით, ეს უბრალოდ განსხვავებული პროცესია, განსხვავებული შეგრძნებებით.
18. „რაც ეს ორი დაიბადა არასოდეს მძინავს“ - ამბობს მოუსვენარი ტყუპების დედა. ზოგადად ბავშვის დაბადების შემდეგ მშობელს ძილის საშუალება აღარ აქვს, თუმცა ტყუპების შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. დავუშვათ თუ ერთი ბავშვის დროს ორი საათით მაინც გეძინათ დღის განმავლობაში, ტყუპების მშობლებისთვის ძილისთვის ამ ორი საათის გამოძებნაც რთულია.
17. „ჩემთვის ყველაზე საოცარი ის არის, თუ როგორ ესმის ამ ორს ერთმანეთის, დაბადებიდანვე, თითქოს ერთი ორგანიზმია. სუნთქვით, ერთი შეხედვით ხვდებიან ერთანეთზე ყველაფერს“, - ამბობს ტყუპი გოგონების დედა.
16. „მას, ვინც ერთ შვილს ზრდის, ჩემთან არ ვაწუწუნებ. ჩემს ტყუპებს უფროსი და ჰყავთ და საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ აბსოლუტურად გასნხვავებულია ზრდიდე ერთ ბავშვს და ზრდიდე ერთად ორს. ახლა ტყუპებს ვზრდი და ასე მგონია, რომ ერთი შვილის გაზრდა ამასთან შედარებით ძალიან მარტივია, ამიტომ ჩემთან ერთი შვილის დედიკოებს წუწუნის საშუალებას არ ვაძლევ“, - ამბობს ტყუპების დედა.
15. განსხვავებულად ფიქრობს კიდევ ერთი ტყუპების დედა, ამანდა. „დედობა ზოგადად რთულია, თუმცა არ ვთვლი რომ ერთი შვილის დედობაზე უფრო რთულია ტყუპების დედობა, უბრალოდ ეს განსხვავებული სიტუაციაა. უნდა შეძლო და ცოტა უფრო მარტივად შეხედო ყველაფერს და აუცილებლად შეძლებ ნერვიულობის და სტრესის გარეშე იზრუნო მათზე“.
14. „როცა ტყუპები გყავს ფინანსსური კუთხით გაცილებით უფრო მყარი უნდა იყო. ახლა ხომ ორმაგი გჭირდება ყველაფერი?!“, - ამბობს ტუპების დედა სინტია.
13. ისინი ორმაგი ტყუპების მშობლები არიან. „ბავშვის გაჩენას კიდევ თუ მოვინდომებთ, ვფიქრობ, კიდევ ორი გვეყოლება. ეს დიდი ბედნიერებაა, რთულია, მაგრამ ამავდროულად, სიანტერესო პროცესია მათი გაზრდა. ჩვენთან არასოდეს მოიწყენთ“, - ამბობს 4 შვილის დედა.
12. „მე ავირჩიე, რომ ისინი ხელოვნურად გამომეკვება“, - ამბობს ტყუპების დედა. რა თქმა უნდა, კარგია ბუნებრივი კვება და მედიკოსების დიდი ნაწილი რეკომენდაციას უწევს მას, მაგრამ ტყუპების გამოკვება ბუნებრივი გზით არც ისე მარტივი პროცესია. ამერიკელი მედიკოსების ასოციაციის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა, ამბობს, რომ დედამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოკვებავს ბავშვს და თუ ხელოვნურ კვებას აირჩევს, ამით ჩვილი არ დაზარალდება. ამასთანავე, დედების უმეტესობას არ აქვს იმდენი რძე, რომ ორი ბავშვის გამოკვებას ეყოს.
11. „ბავშვის გაზრდის დროს ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო და კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინო, როცა ტყუპები გყავს. ერთი წამითაც ვერ ვაშორებ თვალს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საშინელება ჩაიდინონ. ჩემს ტყუპებს განსაკუთრებით ტანსაცმლის სარეცხი მანქანა იზიდავთ და გაასმაგებული ენერგიით ვცდილობ მათთვის ყურადღების მიქცევას“, -ამბობს ცელქი ტყუპების დედა.
10. „ხშირად საერთოდ მავიწყდება ჭამა, მთელ დროს მათ ვუთმობ“ - ამბობს ტყუპების დედა, ეშლი.
9. „ეს ის იშვიათი და უცნაური შემთხვევაა, როცა მხოლოდ ერთი მათგანია ჩემთან. ერთმანეთზე ეჭვიანობენ, გვერდიდან არასოდეს მშორდებიან, ყოველთვის ჩემთან უნდათ. არ ვიცი სენდიმ როგორ მოახერხმა რომ ჩემთან მარტო აღმოჩნდა და ეს ფოტო გადავიღეთ. მსგავსი რამ თითქმის არასოდეს ხდება“, - ამბობს ტყუპების დედა.
8. „როცა ტყუპების დედა ხარ, 20 წუთიანი გასეირნებისთვის მომზადებას ნახევარი საათი სჭირდება“, - ამბობს ლილი.
7. „სანამ ტყუპები გამიჩნდებოდა მანამდე არ მომწონდა ის, რომ მშობლები მათ ერთნაირად აცმევდნენ. ახლა კი ვფიქრობ, რომ ისინი ერთნაირ სამოსში გაცილებით საყვარლები არიან“, - ამბობს ტყუპების დედა.
6. „სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, შენც მათ უნდა დაემსგავსო, ითამაშო, იმხიარულო მათთან ერთად. ეს ძალიან სახალისო პროცესია“, - ამბობს ოთხი შვილის დედა, ჯუნი.
5. „როცა ქალაქგარეთ გასვლას გადავწყვეტთ, მათი ჩემოდნების ჩალაგებას ერთი კვირით ადრე ვიწყებ, მათი ტანსაცმელი, ოთახი ყოველთვის თავდაყირაა“, - ამბობს ფოტოზე აღბეჭდილი ტყუპების დედა.
4. ტყუპების დიდ ნაწილს კბილები გვიან ამოსდით და ამის გამო არ უნდა შეგეშინდეთ. მათ შეთხვევაში კბილების ამოსვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფაქტია.
3. „ჩვენ მათთან ერთად ვვარჯიშობთ ხოლმე, ეს ჩვენთვისაც კარგია და ბავშვებისთვისაც“, - ამბობს ტყუპების დედა, ლესლი.
2. „მე ვცდილობ, რომ ტყუპების დედებს დავუმეგობრდე. ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ამით ერთგვარად ვიმარტივებთ ჩვები შვილების გაზრდის პროცესს. სცადეთ იგივე თქვენც“, - გირჩევთ ტყუპების დედა, როსი.
1. „ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ძალიან ბედნიერი ვარ მათ გამო. საოცარი შეგრძნებაა. მართალია, რთულია ერთდროულად ორი ბავშვის გაზრდა, მაგრამ ვცდილობ, არ ვიწუწუნო, რადგანაც გარდა სირთულეებისა, მას თან ბევრი სასიამოვნო რამ ახლავს“, - ამბობს ტყუპების დედა, სამი.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბავშვები, ტყუპები
<a href="https://www.moms.com">https://www.moms.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია