13 მამაცი მოდელი, რომლებიც სილამაზის სტანდარტებს და სტერეოტიპებს ამსხვრევენ
- 13.08.2018
1994 წელს უცნობმა ალბინოსმა გოგონამ თავის ფოტო ჟან პოლ გოწიეს გაუგზავნა. ცნობილი დიზაინერი მოხიბლა კონი ჩიუს უჩვეულო გარეგნობამ და ის თავისი კოლექციის წარსადგენად მიიწვია.
კონი პირველი ალბინოსი გახდა, რომელმაც მსოფლიო მოდის სამყარო დაიპყრო. მისი ისტორია მოდის ინდუსტრიაში ნამდვილად რევოლუციური იყო. ამ ამბის შემდეგ სულ უფრო მეტი უჩვეულო და უნიკალური გარეგნობის მოდელი ჩნდებოდა პოდიუმზე.
ვნახოთ 13 მოდელი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იყო განსხვავებული, ეს შესანიშნავია.
1. კონი ჩიუ - მას შემდეგ, რაც 1994 წელს ჟან პოლ გოწიეს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, გოგონამ გააგრძელა სამოდელო კარიერა. მსოფლიოს პირველი ალბინოსი მოდელი ახლა 49 წლისაა.
2. სოფია ჰაჯიპანტელი - სოფიამ თავისი ბუნებრივი წარბებით გადაწყვიტა ყოფილიყო წარმატებული. მოდელს უამრავი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
3. კოკი - ამერიკელი მოდელი ამაყობს თავისი ჭორფლით და ამტკიცებს, რომ ჭორფლიანი სახე ულამაზესია. გოგონას მოსწონს თავისი ბუნებრივი სილამაზის დემონსტრირება.
4. ტეს ჰოლიდეი - ამერიკელი პლიუს ზომის მოდელი. ის პირველი +ზომის მოდელია, რომელმაც სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი.
5. ფრია ლოურენსი - გოგონა განსხვავებული გარეგნობით პოპულარული ბრენდების დიზაინერების მუზაა.
6. YvesmarkChery – 21 წლის მოდელს არ ადარდებს საზოგადოებაში არსებული სტანდარტები და ის, თუ რას ფიქრობს ხალხი და ამტკიცებს, რომ უნიკალურობა უპირატესობაა.
7. რებეკა მარინი - გოგონამ ხელოვნური ხელით, ყველაფრის მიუხედავად, თავისი ოცნება აისრულად და მოდელი გახდა. ის ხშირად ჩნდება ნიუ იორკის მოდის კვირეულებზე.
8. სარა ტეილორი - სარა ბულინგის მსხვერპლი იყო და ამბობს, რომ ეზიზღებოდა საკუთარი სახე, სარკეში ჩახედვა. თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა და თავისი უნიკალური მახასიათებელი უპირატესობად აქცია. ის „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია და ბუნებრივ სილამაზეს უწევს პროპაგანდას.
9. კარლოტა რუნზი - ბევრი ადამიანი არ გრძნობს თავდაჯერებულობას როცა დიდი ცხვირი აქვთ, ეს დისკომფორტს უქმნით და პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, თუმცა კარლოტა მიიჩნევს, რომ დიდი ცხვირი მისი ყველაზე მომხიბვლელი მახასიათებელია.
10. ამანდა უელსი - გოგონა „იუთუბისა“ და „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია და თავისი უნიკალური გარეგნობის წყალობით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
11. დასტინ რაისი - დასტინს არ აქვს თმა, წარბები და წამწამები, მაგრამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებული მოდელი გამხდარიყო.
12. ლილიანა რიუგერი - ეს ჭორფლიანი, მომხიბვლელი გოგონა წარმატებული ბრიტანელი მოდელია.
13. ეკატერინა ტიმოშენკო - ალბინოსი მოდელი ბელორუსიიდან. გოგონამ სამოდელო კარიერა ახლახანს დაიწყო და ექსპერტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
თემები: სტილი, მოდა, ვარსკვლავები, მოდელები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>