1. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან, შემოქმედებითი უნარით გამოირჩევიან და ამასთან შესანიშნავი იუმორი აქვთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ზედმეტი მოსდით და სარკაზმში გადასული იუმორით ადამიანებს ძალიან სტკენენ გულს თან ისე, რომ ამას თავად ვერ აცნობიერებენ. მერწყულის მიზანი არ არის თქვენი გულის ტკენა, მას უბრალოდ არ შეუძლია სარკაზმის გარეშე საუბარი.

2. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა არ იციან დანდობა. არ აქვს მნიშვნელობა მისი მეგობარი ხართ, შეყვარებული, თუ ნათესავი, თავისი ბასრი ენით არ დაგონდობთ და ისეთ რამეს გეტყვით, რასაც ვერასოდეს დაივიწყებთ. მორიელებს ყველაზე კარგად ეხერხებათ განწყობა გაგიფუჭონ და ბედნიერი დღე ერთი წინადადებით ნეგატივით აგივსონ.

3. კირჩხიბი - ერთი შეხედვით კეთილი ადამიანები არიან, რომლებზეც ყველა ფიქრობს, რომ არ შეუძლიათ გული გატკინონ, თუმცა რეალურად ასე არ არის. სარკაზმი კირჩხიბისთვის ერთგვარად თავდაცვის საშუალებაა. ის აუცილებლად მიგითითებთ თქვენს ნაკლოვანებებზე სარკაზმის საშუალებით.

4. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სარკასტული კომენტარების მეფეები არიან. ისინი ასეთ ხასიათს მალავენ, თუმცა არის მომენტები, როცა თავის შეკავება უჭირთ. არ უნდა გადაკვეთოთ ის საზღვრები, რომლებიც თავად დააწესა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულს ისე გატკენენ, რომ ვერასოდეს დაივიწყებთ.

5. ტყუპები - იმისთვის, რომ დიალოგის კონტროლი და სადავეები ხელიდან არ გაუშვან, ტყუპები სარკაზმს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ მათ იციან ზღვარი, იციან, სად უნდა გაჩერდნენ. ცდილობენ ადამიანებს გული არ ატკინონ, მაგრამ ზოგჯერ ეს არ გამოსდით.