ყველასთვის ცნობილია, რომ წყვილების ურთიერთობა ყოველთვის ქორწინებით არ სრულდება. ურთიერთობათა უმრავლესობა ზედაპირზე ვითარდება, ამიტომაც მალევე მთავრდება. ზოგი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, მაგრამ დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას წყვილიდან არც ერთი არ იღებს.
ხანდახან ისეც ხდება, რომ ქორწინების სურვილი ორიდან ერთს აქვს. ასეთ შემთხვევაში საქმე სულ სხვა რეალობასთან გვაქვს. იმის გაანალიზება, რომ გსურს, საყვარელ ადამიანს დაუკავშირო შენი დარჩენილი ცხოვრება, მას კი ამაზე არასოდეს უფიქრია, მტკივნეულიც კია. ადამიანებს აინტერესებთ და სურთ, იცოდნენ, როგორ მიხვდნენ თავიდანვე, განვითარდება თუ არა ურთიერთობა იქამდე, რომ წყვილმა იქორწინოს, ან როგორი ტიპის ურთიერთობები არ მთავრდება ქორწინებით.
გთავაზობთ ისეთი ურთიერთობების ჩამონათვალს, რომლებიც თითქმის არასოდეს სრულდება ქორწინებით:
1. ურთიერთობა, რომელსაც გადარჩენა სჭირდება და სასოწარკვეთა მოაქვს
მსგავსი ტიპის ურთიერთობებში ერთ-ერთი პარტნიორი ყოველთვის წინააღმდეგია ქორწინების. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქორწინების შესახებ არსებულ წარმოდგენებთან, რომლებსაც მუდამ იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთასთან აიგივებენ. ასეთ ურთიერთობებში პარტნიორი, რომელიც ქორწინების წინააღმდეგია, ფიქრობს, რომ ქორწინება მისი პარტნიორის დადებით მხარეებს ბნელით ჩაანაცვლებს, უამრავ პრობლემასა და იმედგაცრუებას გამოიწვევს. მსგავსი დამოკიდებულება, ძირითადად, ქალებს უჩნდებათ და მათ არ სურთ თავიანთ პარტნიორებთან ქორწინება.
2. მხოლოდ სექსუალური პარტნიორობა
ურთიერთობათა უმრავლესობა დღესდღეობით სექსუალურ პარტნიორობაზეა დაფუძნებული. ასეთ წყვილებში სექსუალური კავშირია ურთიერთობის როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი მიზანიც. ხშირად სწორედ ასეთი კავშირი უბიძგებს საზოგადოებას სტერეოტიპული ხედვისკენ, რომ სექსით დაწყებული ურთიერთობები არასოდეს იღებს სერიოზულ სახეს.
3. ექსპერიმენტული ურთიერთობა
სტაბილურობის გარეშე, შესაძლოა, ვერც ერთი ურთიერთობა ვერ განვითარდეს ისე, რომ შედეგად წყვილმა იქორწინოს. ადამიანები ხშირად ჩხუბობენ, შორდებიან და რიგდებიან. თუ თქვენი ურთიერთობაც სავსეა განშორებებითა და შერიგებებით, ეს ნიშნავს, რომ შეუთავსებლობის პრობლემა გაქვთ, ან ვერასოდეს პოულობთ პრობლემების გადაჭრის გზებს. ამის მიუხედავად, თუ წყვილი მაინც გადაწყვეტს ქორწინებას, ეს კარგად არ დასრულდება.
4. ერთად ცხოვრება სამომავლო მიზნების გარეშე
ის, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობთ, არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ თქვენი თანაცხოვრება აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება. თუ არასოდეს საუბრობთ სამომავლო გეგმებზე, შესაძლოა, მეტად აღარც განვითარდეს თქვენი ურთიერთობა.
5. დადასტურებული ურთიერთობა
ეს არის ისეთი სახის ურთიერთობა, როცა ერთ-ერთი პარტნიორი ეძებს დასტურს და კითხვებზე პასუხს სხვა ადამიანებისგან, მაშინ, როცა დასადასტურებელი არაფერია. ამ გზით პარტნიორები ცდილობენ, დაცულობა და გარანტიები სხვა ადამიანებისგან იგრძნონ. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ გარანტიები არ არსებობს და არასოდეს დაგვირგვინდება ქორწინებით მსგავსი ურთიერთობა.
6. ურთიერთობები გრძელვადიანი გეგმების გარეშე
ურთიერთობები, რომლებიც მოკლევადიანი გეგმებით იწყება, შესაძლოა, აღარც განვითარდეს. როცა ურთიერთობა ქორწინებით სრულდება, ორივე პარტნიორი ერთმანეთის მომავალზეა ორიენტირებული და ბუნებრივია, ურთიერთობის მომავალსა და განვითარებაზეც ზრუნავს. ხოლო მსგავს ურთიერთობებში პარტნიორები არასოდეს საუბრობენ გრძელვადიან პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე. შესაბამისად, ქორწინებაც ილუზიად რჩება.
7. არასერიოზული/წარმავალი ურთიერთობები
მსგავსი ურთიერთობები ეფუძნება სექსს, გართობასა და სიამოვნების მიღებას. ასეთი წყვილები ორიენტირებულები არიან მაქსიმალურ გართობაზე. ამიტომ მსგავსი ტიპის ურთიერთობები თითქმის არასოდეს სრულდება ქორწინებით. პარტნიორები ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან ერთმანეთს, რათა განშორება მტკივნეული არ აღმოჩნდეს.
თემები: სიყვარული, ქორწილი, ურთიერთობა, წყვილი