LIFE

იდეები თქვენი ქორწილისთვის

იდეები თქვენი ქორწილისთვის

ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომელსაც ადამიანის მეხსიერება არ ინახავს. თუმცა, ეს არ ეხება ქორწინების დღეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ყველა ქალისთვის. თუ არატრადიციული ქორწილი გსურთ, ისეთი, როგორიც ფილმებში გინახავთ, განაგრძეთ კითხვა.

მნიშვნელობა არ აქვს, ეს თქვენი პირველი ქორწინებაა თუ არა, თუ ოჯახის შექმნას გეგმავთ, ე.ი. ზეიმის მიზეზი ნამდვილად გაქვთ. ასეთი მნიშვნელოვანი დღეები განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოთ და თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ და არც ტრადიციული ქორწილის ვარიანტი გხიბლავთ, ჩვენს იდეებს გაეცანით, რომლებიც შესაძლოა, გამოგადგეთ.

1. დაგეგმეთ ყველაფერი მეუღლესთან ერთად

იდეები თქვენი ქორწილისთვის

ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახს ქმნიან, წინასაქორწილო სამზადისი დამატებით ღელვასა და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. მოაწყვეთ ყველაფერი ისე, რომ ეს დღე თქვენთვისაც და სტუმრებისთვისაც დაუვიწყარი გახდეს. ამიტომ ეცადეთ, მეუღლესთან ერთად დაგეგმოთ ყველაფერი და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მარტომ არ იზრუნოთ ყველა საპასუხისმგებლო დეტალზე. ისაუბრეთ, რა გსურთ, განსხვავებული გქონდეთ ქორწილში, როგორ აპირებთ გახადოთ ორიგინალური თქვენი დღესასწაული და ჰკითხეთ რჩევები მეუღლესაც. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გადაწყვიტეთ ქორწილი როგორც თქვენს, ასევე მეუღლის სტილში.

2. ჩართეთ სამზადისში ოჯახი

იდეები თქვენი ქორწილისთვის

ოჯახიც აუცილებლად ჩართეთ სამზადისში. ჰკითხეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. თუ შვილები გყავთ, დაგეგმეთ ცერემონია მათი მონაწილეობით. ბავშვები ყველანაირ დღესასწაულს ალამაზებენ და ამხიარულებენ. ამიტომ სთხოვეთ შვილებს, იყვნენ წამყვანი ფიგურები თქვენს დღესასწაულზე!

3. ნუ მოექცევით ჩარჩოებში

იდეები თქვენი ქორწილისთვის

თუ ტრადიციული ქორწილი ის არის, რაც არ გსურთ და ეს მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, დროა, შემოქმედებითად მიუდგეთ ქორწილის სამზადისს და ერთხელ უკვე განხორციელებულ იდეებს შეეშვათ. თუ არც თეთრი და არც კლასიკური საქორწილო კაბა გსურთ, არჩევანი შეაჩერეთ ფერადზე ან ნაკლებად ტრადიციულ და კლასიკურ სტილზე. თუ ფინანსური მხარეც ხელს გიწყობთ და არც პატარა ქორწილები გიზიდავთ, ბევრი მეგობარი დაპატიჟეთ. თუ ესეც ტრადიციულად გეჩვენებათ და სრულიად განსხვავებულს ეძებთ, მოაწყვეთ ფორმალური სადილი ან საღამო კოქტეილებითა და ალა-ფურშეტით.

4. დაგზავნეთ ორიგინალური მოსაწვევი ბარათები

იდეები თქვენი ქორწილისთვის

იმის ნაცვლად, რომ სტუმრებს ტრადიციული ბარათები გაუგზავნოთ, სადაც, როგორც წესი, მშობლები იწვევენ სტუმრებს „თავიანთი შვილების ქორწილში“, მოიფიქრეთ მხიარული და თბილი ტექსტი, რომელიც ორიგინალურიც იქნება და დასამახსოვრებელიც. თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ ბარათის ფერი, დიზაინი და გახადეთ ეს დღე სრულიად განსხვავებული და დასამახსოვრებელი.

5. დაარეგისტრირეთ ქორწინება განსხვავებულად

იდეები თქვენი ქორწილისთვის

თუ ეს თქვენი მეორე ქორწინებაა, შეგიძლიათ, დაარეგისტრიროთ ისე, როგორც მოისურვებთ. თუ ხელმოწერის ტრადიციული ცერემონია არ მოგწონთ, შეგიძლიათ, სამოგზაუროდ წახვიდეთ და თაფლობის თვე მოიწყოთ. ასევე, კარგი იდეაა, საქველმოქმედო ღონისძიებების გეგმა შეიმუშაოთ და ბავშვთა ან მოხუცთა თავშესაფრებს ესტუმროთ, მიუტანოთ ადამიანებს საჩუქრები და გაუზიაროთ მათ თქვენი ბედნიერება.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.brides.com/story/second-marriage-wedding-ideas" target="_blank">www.brides.com</a>