LIFE

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ქალებს ხშირად გვგონია, რომ თავის მოვლის შესახებ ყველაფერი ვიცით. გთავაზობთ 11 რჩევას, რომელიც ბევრ ცრურწმენას აბათილებს და ინტიმური ჰიგიენის შესახებ საინტერესო სიახლეებს შეიცავს:

11. გამოიყენე კონდომი

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კონდომი არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გვიცავს, თუმცა უახლესმა კვლევამ ისიც დაადგინა, რომ კონდომის მოხმარება ვაგინის pH-ის დონეებს ისე არეგულირებს, რომ ბაქტერია ლაქტობაცილისთვის იდეალური გარემო იქმნება. ამ ბაქტერიის არსებობა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბაქტერიული ვაგინოზის და სხვადასხვა სახის ვაგინალური და საშარდე გზების ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

10. უპირატესობა მიანიჭე ბამბის ტრუსებს, ან საერთოდ უარი თქვი თეთრეულზე

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ხელოვნური ტრუსების უმეტესობას იმ ადგილას, რომელიც უშუალოდ ვაგინას ეხება, ბამბის ქსოვილი აქვს ჩადგმული, რადგან ეს მასალა თავის მოვლის იდეალური საშუალებაა: ბამბა კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და სინესტესაც ისრუტავს. გინეკოლოგები გვირჩევენ, უპირატესობა მთლიანად ბამბის ქსოვილისგან შეკერილ ტრუსებს მივანიჭოთ ან დროის გარკვეული მონაკვეთი ტრუსის გარეშეც გავატაროთ – მაგალითად, როდესაც სახლში მარტო ვართ. თუმცა, ტრუსის ტარება აუცილებელია სპორტდარბაზში: ტრენაჟორებზე უამრავი სახის ბაქტერია გროვდება, რომლებიც ტრუსის მეშვეობით შექმნილი ბარიერის გარეშე გაცილებით ადვილად გადამდებია.

9. ივარჯიშე რეგულარულად

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

მენჯის გასამაგრებელი ვარჯიშები არა მხოლოდ ხარისხიანი ორგაზმის მიღწევაში, არამედ შარდის ბუშტის კონტროლშიც დაგეხმარება. თუ სპორტდარბაზში სიარულის დრო არ გაქვს, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლია: იატაკზე რბილი ქსოვილი დააფინე და ზურგზე ისე დაწექი, რომ ხელის გულებით იატაკს ეხებოდე, ფეხები კი მუხლებში მოხარე. ამოსუნთქვისას მენჯი აზიდე, რამდენიმე წამის განმავლობაში დააფიქსირე და ჩასუნთქვისას იატაკზე დაუშვი.

8. მიიღე ხილის იოგურტი

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ცოცხალი ხილისგან დამზადებული იოგურტი ვაგინალური პრობლემებისგან, მაგალითად, სოკოვანი ინფექციებისგან დაგიცავს; თუმცა დააკვირდი, რომ იოგურტი დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი არ იყოს, რადგან ამ შემთხვევაში პირიქით – ინფექციების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

7. ყოველწლიურად ჩაიტარე გამოკვლევა

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გინეკოლოგის განცხადებით, განსაკუთრებული სიმპტომების ან ორსულობის გარეშე ყოველწლიური კონტროლი საჭირო არ არის, იელის უნივერსიტეტის პროფესორის მერი ჯეინ მინკინის მოსაზრებით, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის გინეკოლოგთან ყოველწლიური ვიზიტი აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, ამ დროს ხომ კონტრაცეპტივებისა და სხვა საკითხების შესახებ დაგროვილი კითხვების განხილვაც შეგიძლია.

6. გამოიყენე ლუბრიკანტი

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ვაგინალური სიმშრალე ბუნებრივი მოვლენაა და ამის გამო ნუ დაკომპლექსდები: ის შეიძლება ანტიჰისტამინური მედიკამენტების, ანტიდეპრესანტებისა და ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებით იყოს გამოწვეული; მეორე მხრივ, ვაგინალური სიმშრალე ხშირია მშობიარობისა და მენოპაუზის შემდეგ. ამის შესახებ პარტნიორს ღიად ესაუბრე და ხარისხიანი ლუბრიკანტებიც მოიმარაგე, რადგან, თუ სექსის დროს საჭირო დონეზე დასველებას ვერ ახერხებ, შეღწევა მტკივნეული იქნება და შეიძლება საშვილოსნოს ყელის ნახეთქები და სხვადასხვა სახის გაღიზიანებაც გამოიწვიოს.

5. ნუ დაიბან ინტიმურ ადგილებს შხაპის მიმართული ნაკადით და მოხმარებიდან ამოიღე ინტრავაგინალური ჰიგიენის საშუალებები

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ვაგინალური ზონა ბუნებრივად იწმინდება და შენი მხრიდან არავითარ დამატებით ქმედებას არ საჭიროებს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გინეკოლოგი დენა ჰარისი აცხადებს, რომ ინტრავაგინალური ჰიგიენური პროდუქციის გამოყენება ინფექციების რისკს ზრდის და იწვევს როგორც სგგდ-ებს, ასევე მენჯის ორგანოების ანთებას.

4. ყურადღებით იყავი ველოსიპედზე ჯდომისას

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

სპინინგის (სატრენაჟორო ველოსიპედის კარდიოპროგრამა) დროს შენს ვაგინას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნა: ველოსიპედზე გრძელვადიანი ვარჯიში მგრძნობელობის დაქვეითებას, ვაგინალურ ტკივილებსა და ქავილს იწვევს. სწორედ ეს შედეგი გამოავლინა ველოსიპედისტ ქალებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალმა Journal of Sexual Medicine-მა აწარმოა. ამიტომაც, თუ სპინინგი შენი კარდიოპროგრამის განუყოფელი ნაწილია, სპორტულ მაღაზიაში სპეციალურად მისთვის განკუთვნილი, რბილი ქსოვილებით შეკერილი შორტი შეიძინე.

3. ნუ გაერთობი ანტიბიოტიკებით

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ანტიბიოტიკები ზემოაღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვან ბაქტერიას – ლაქტობაცილს ანადგურებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში მათზე უარი უნდა თქვა. უბრალოდ, ბაქტერიებით გამდიდრებული საკვები მოიშველიე – მაწონი, კეფირი და იოგურტი, რომლებიც ლაქტობაცილის ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარება.

2. აკონტროლე სექსის პროცესი

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

ანალური სექსის შემდეგ ვაგინალური სექსით დაკავების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეცვალო კონდომი და ინტიმური ზონა კარგად დაიბანო, რადგან ამ გზით, ანალური ხვრელიდან ვაგინაში უამრავი ბაქტერია აღწევს და სხვადასხვა სახის ინფექციების გაღვივებას უწყობს ხელს.

1. დაკვირვებით შეარჩიე საპონი

11 რჩევა ინტიმური ჰიგიენის შესახებ

სურნელოვანი საპონი და შხაპის გელი არავითარ შემთხვევაში გენიტალიების ზონაზე არ უნდა მოხვდეს. ექიმები როგორც ჭრილობების, ასევე ინტიმური ზონების დაბანისთვის, ნეიტრალურ, უსუნო საპნებს გვირჩევენ; მაქსიმალური დეზინფექციისთვის კი ჩვენს რეალობაში მარტივად ხელმისაწვდომ სარეცხის საპონს მიმართე.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.womenshealthmag.com/health/healthy-vagina" target="_blank">www.womenshealthmag.com</a>