LIFE

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

1. გატაცება

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანები კარგად არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ლტოლვას განიცდიან. ხშირად ასეთ ურთიერთობებში ქალსა და მამაკაცს არ გააჩნიათ არანაირი წარმოდგენა იმის შესახებ, აქვთ თუ არა რაიმე საერთო, და მაინც რჩებიან ერთად. ფსიქოლოგის აზრით, დროთა განმავლობაში ასეთი გატაცება შეიძლება ტრანსფორმირდეს რაღაც უფრო სრულფასოვანში, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

2. პლატონური სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის შეგიძლიათ დარჩეთ ისეთი, როგორიც ხართ. ამ ადამიანებს აერთიანებთ საერთო გატაცებები, შეხედულებები ცხოვრებაზე და გრძნობა, რომ მათი ესმით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი სიახლოვე ვნებისა და ვალდებულებების გარეშე მეგობრობას უფრო ბადებს, ვიდრე სრულფასოვან სიყვარულს.

3. ცარიელი სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ასეთ წყვილებში არ არის სიახლოვე და ვნება, არსებობს მხოლოდ ვალდებულებები. ხანდახან ასეთი ტიპის ურთიერთობები ჩნდება დიდი და მგზნებარე სიყვარულის შემდეგ, ხანდახან კი პირიქით ხდება: ადამიანები, რომლებიც განიცდიან ცარიელ სიყვარულს, იცვლებიან, რაც იწვევს უფრო ვნებიან გრძნობებს.

4. გულწრფელი სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ის შეიცავს ვალდებულებებსა და ვნებას და ბევრი წყვილისთვის არის ცნობილი. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები ნამდვილად განიცდიან ერთმანეთის მიმართ ლტოლვას და მზად არიან მიყვნენ ისეთ ტრადიციებს, როგორიც არის ქორწილი, ფიცი და ვალდებულებების განაწილება სახლში, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ნამდვილი სიახლოვე. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთ წყვილებს შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ ერთად, მაგრამ მათ ვერ უწოდებ ბედნიერებს. ისინი ვერ ხედავენ პარტნიორში მეგობარს.

5. რომანტიკული სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ის შეიცავს ვნებასა და სიახლოვეს. ასეთ წყვილებში ადამიანები ელტვიან ერთმანეთის მიმართ, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს რჩეულის გვერდით, მაგრამ არ არიან მზად აღიონ საკუთარ თავზე სერიოზული ვალდებულებები. ხშირად ასეთი ურთიერთობები ვერ აღწევენ ერთობლივი ცხოვრების სტადიას ან ქორწილს.

6. თანმხლები სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

თანმხლები სიყვარული შედგება ვალდებულებებისა და სიახლოვისგან. ასეთი ურთიერთობები ჩვეულ მეგობრობაზე ბევრად უფრო ძლიერია. მაგრამ ეს უფრო უმანკო მოლაპარაკებაა, რადგან მსგავსი სიყვარული მოკლებულია ვნებას. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ურთიერთობების თანმხლები ტიპი შეიძლება გაჩნდეს ხანგრძლივი ნაცნობობის ან ქორწინების შემდეგ.

7. სრულყოფილი სიყვარული

სიყვარულის 7 ძირითადი ტიპი ფსიქოლოგებისგან - რომელი გამოგიცდია?

ის შედგება 3 კომპონენტისგან: ვნება, ემოციური სიახლოვისა და ვალდებულებებისგან. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება არსებობდნენ არათანაბრად, მაგრამ მთავარია, რომ ისინი ყველა არსებობენ. ასეთი ურთიერთობები ხშირი არ არის, მაგრამ თუ ადამიანებმა შეძლეს მათი ჩამოყალიბება, ესეიგი ნამდვილად უყვართ ერთმანეთი. დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ასეთი წყვილები შეძლებენ ხანგრძლივ ერთობლივ ცხოვრებასა და საკუთარი ქორწინებით დატკბობას.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>