SEX

9 მიზეზი, რის გამოც ქალები კარგავენ სექსისადმი ინტერესს

9 მიზეზი, რის გამოც ქალები კარგავენ სექსისადმი ინტერესს

ბევრ ქალს ერიდება სექსისადმი ინტერესის დაკარგვაზე ან იმაზე საუბარი, რომ ცხოვრებაში არასდროს ჰქონია ორგაზმი.

სექსი ღრმა და ბედნიერ ურთიერთობებში ნორმაა, მაგრამ, როდესაც მას არ მოაქვს სიხარული და ნათელი ემოციები, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა ხდება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობაში? რამდენად უსაფრთხოა მეწყვილესთან ახლო კონტაქტი?

სექსის, ორგაზმის ან არარეგულარული სიახლოვის არარსებობის მიზეზები ზოგჯერ ჩვენი ცნობიერებისგან დაფარულია. არსებობს მრავალი მიზეზი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ლიბიდოზე ან უხერხულობაზე, სირცხვილზე და ზიზღზეც კი, რაც სექსზე საუბრისას წარმოიქმნება.

1. ბავშვობის გამოცდილება

შესაძლოა, შემთხვევით შეესწარით მშობლების ინტიმურ ურთიერთობას და ეს თქვენთვის ტრავმული გამოცდილება გახდა. ან შერცხვენილი იყავით, როდესაც პატარაობაში ბავშვური სექსუალობა გამოავლინეთ. ამან ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალში მამაკაცთან სექსუალურ ცხოვრებაზე.
ბოლოს და ბოლოს, ბავშვობაში თქვენი სხეულის შესწავლით, სწავლობთ ეროგენულ ზონებს, არკვევთ შეგრძნებებს, როგორ და რა მოგწონთ.

2. დედობა

ზოგიერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება: „დედას სექსი არ აქვს, მას მხოლოდ დედა შეუძლია იყოს“ - ასეთი აზრების გადალახვა საკმაოდ რთულია. ღირს ყურადღება მიაქციოთ, თუ როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს (და საერთოდ გამოხატავთ თუ არა) დედის როლის გარდა სხვა როლში, როგორც ქალი, ცოლი, ქალიშვილი, უბრალოდ ადამიანი.



3. ძალადობა
ეს ძალიან მტკივნეული და აქტუალური თემაა და ეხება ნებისმიერ ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას, რომლისგანაც დაღწევა ვერ შეძელით. ძალადობა განცდილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი უზარმაზარია; სწორედ ძალადობის შემდეგ უკრძალავს სხეული საკუთარ თავს სექსუალურობას, რადგან მისთვის ეს უკვე საშიშია.

4. თვითუარყოფა

საკუთარი სხეულის ღრმა უარყოფის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ბავშვობის ტრავმა, ბავშვობის სირცხვილი, მომატებული კილოგრამები, ძალადობა და კიდევ ბევრი შესაძლო მიზეზი, მაგრამ თუ ნამდვილ სიყვარულს იპოვით, ამაზე ფიქრს მყისიერად გადადებთ, თუნდაც სასურველ წონაზე ორჯერ მეტი იყოთ.

5. უპატივცემლობა

უამრავი დაგროვილი წყენა და იმედგაცრუება მიდის იმ მიზეზების ყულაბაში, თუ რატომ არ გაქვთ სექსი, ან რატომ არ გსურთ ის საერთოდ. ორმხრივი სურვილი იბადება იქ, სადაც არის მიღება და ნდობა და არა უარყოფა და უპატივცემლობა.

6. კონტროლი

ზოგჯერ, სიამოვნების მიღების მცდელობისას, თქვენ არ აძლევთ საკუთარ თავს საშუალებას, სრულად გაიხსნათ და მოდუნდეთ, რადგან ყველაფრის კონტროლის მოთხოვნილება ბლოკავს თქვენს გრძნობებს. ამიტომ მოეშვით ყველაფრის გაკონტროლების მძაფრ სურვილს და ისიამოვნეთ წვრილმანებით.

7. მამაკაცური პრინციპები

ძალიან ხშირად, პოსტსაბჭოთა დროის ქალებს აქვთ პრობლემები ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებით. ისინი მიჩვეულები არიან ყველაფერში იმ დამოკიდებულებით ხელმძღვანელობას: „მე შემიძლია ყველაფერი თავად გავაკეთო“. მამაკაცური პრინციპი დომინირებს, ხოლო ქალური ღრმად იმალება, რაც ხელს გიშლით სექსით ტკბობაში.

8. შიში

თუ ერთხელ სერიოზულად განაწყენდით პარტნიორთან სექსუალური აქტის დროს, შესაძლოა შიშმა შეგიპყროთ და ტვინმა ავტომატურად დაბლოკოს შემდგომი სექსი და მისგან მოსალოდნელი შესაძლო შედეგები.

9. უპირობო სიყვარულის სურვილი

ხშირად ჩვენ პარტნიორისგან ვითხოვთ გამოასწოროს წინა შეცდომები, დაამტკიცოს, რომ ერთგული იქნება (თუ წინა ურთიერთობაში ღალატი იყო), მოგვცეს უსაფრთხოებისა და სიყვარულის განცდა (თუ ისინი ბავშვობაში არ გვქონდა), თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ნამდვილ სიყვარულს დაპირებები სულაც არ სჭირდება, მთავარი იდეა, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს: თუ ბლოკავთ თქვენს ორგაზმს, ამით უპირველეს ყოვლისა, სჯით საკუთარ თავს. თითოეული ჩვენგანი იმსახურებს ცხოვრებით და გვერდით მყოფი მამაკაცით ტკბობას. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, ის არასდროს მოგატყუებთ!