BB კრემები ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლებში, მისი მთავარი მიზანია კოსმეტიკური პროცედურებით დაზიანებული კანის აღდგენა და გალამაზება.
BB კრემი
BB აბრევიატურაა და იშიფრება, როგორც „Beauty Balm“. ის ატენიანებს სახის კანს და ამსუბუქებს გაღიზიანებას, მაგრამ არ აშორებს კანს სხვა დამატენიანებელ ნივთიერებებს. ნებისმიერი კანის ტიპისთვის მიზანშეწონილია მისი მოხმარება. BB კრემი უფრო მსუბუქია, ვიდრე ტონალური კრემი, მაგრამ უფრო მძიმე, ვიდრე ფერიანი დამატენიანებელი. BB კრემის საშუალებით სახის კანი ერთი ფერის ტონალობაში ჯდება და მაკიაჟიც უფრო ლამაზი გამოდის.
CC კრემი
CC, ანუ „Color Control“. CC კრემი მალავს არასასურველ სიწითლესა და სიყვითლეს. მთავარი განსხვავება კი არის ის, რომ BB კრემი მსუბუქი კონსისტენციის ტონალური კრემია, რამდენიმე მკურნალობითი სარგებლიანობით, CC კრემი კი ორიენტირებულია აჭრელებული კანის ერთ ფერში ჩასმაზე. ის უფრო მსუბუქია, ვიდრე BB კრემი. CC კრემი არცთუ ისე კარგი არჩევანია ცხიმიანი კანისთვის.
DD კრემი
DD იშიფრება, როგორც „Daily Defense“. ის იცავს კანს მზისგან, თუმცა სასურველი არ არის მისი ხშირად გამოყენება, რადგან ფორებს კეტავს. ის, ფაქტობრივად, BB და CC კრემების ჰიბრიდია. DD კრემი მეტად იცავს მზისგან, ვიდრე BB კრემი, ასევე, ქმნის ბარიერს, რათა სახის კანიდან დამატენიანებელი ნივთიერებების დაკარგვა შეამციროს. ის, CC კრემის მსგავსად, ათანაბრებს აჭრელებულ კანის ფერს. მისი გამოყენება მიზანშეწონილია 45+ წლის ქალბატონებისთვის.
PP კრემი
PP-ს, იგივე „Pink Perfect“-ს, გამოიყენებენ, როგორც ბაზისს მაკიაჟის წასასმელად. ის შეიცავს სილიკონის ნაწილაკებს, რომელიც ავსებს უსწორმასწორო სახის კანს. შეგვიძლია, მოვიხმაროთ გაღიზიანებულ კანზე. PP კრემის მოხმარება შეუძლია ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ქალბატონს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიხმაროთ სხვა პროდუქტთან ერთად, მაგალითად, მისი სახეზე წასმის შემდეგ, უნდა წავისვათ ტონალური კრემი.
EE კრემი
EE იშიფრება, როგორც „Extra Exfoliation“. ის აახლებს სახის კანს და აშორებს მკვდარ ნაწილაკებს, იცავს მზის გამოსხივებისგან და ატენიანებს მას. ზოგი მათგანი შეიცავს კომბინირებულ დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან და აკნესგან. EE კრემი არ არის გათვლილი ხშირ მოხმარებაზე, ასევე, მიზანშეწონილი არ არის მათთვის, ვისაც თხელი ან ზედმეტად სენსიტიური კანის საფარი აქვთ.
თემები: კანის მოვლა, კანი, კრემი
<a href="https://brightside.me/inspiration-girls-stuff/the-significant-differences-between-bb-cc-dd-ee-and-pp-creams-and-how-to-choose-the-perfect-one-270860/" target="_blank">brightside.me</a> ; <a href="http://fashionista.com/2013/04/the-diffe