LIFE

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

თქვენ არ ეწევით! გამოდის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ.

მოდით, ნუ ვიჩქარებთ! კვლევების მიხედვით, არსებობს რამდენიმე ისეთივე მავნე ჩვევა, როგორიც მოწევაა. მკვლევარები, ერთ-ერთ ასეთ ჩვევად, მთელი დღის განმავლობაში უმოძრაობასა და ბევრი ცხიმის მიღებას ასახელებენ. არის თუ არა ლეგიტიმური მსგავსი მოსაზრების არსებობა? როგორც ირწმუნებიან, არის! მეტიც, ასეთი ჩვევების ჩამონათვალი არც ისე ცოტაა და ისეთივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორც სიგარეტის მოწევა. მეტიც, ეს ჩვევები ზრდის კიბოს რისკსაც.

საბედნიეროდ, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ, მთავარია, იცოდეთ, რომელია ის მავნე ჩვევა, რაც თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის:

1. უმოძრაობა მთელი დღის განმავლობაში

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

შესაძლოა, რეგულარულად ვარჯიშობდეთ, მაგრამ, თუ დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილას ზიხართ, მაგალითად, სამუშაო მაგიდასთან ან საჭესთან, ეს უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობით სერიოზულად რისკავთ. ალბერტას სახელობის კანადის კიბოს ცენტრის ინფორმაციით, მკერდის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და პროსტატის კიბოს, დაახლოებით, 160 000 ყოველწლიური შემთხვევა ფიქსირდება. ამ მაჩვენებლიდან მხოლოდ 2/3-ია მოწევით გამოწვეული.

თქვენი სამუშაო რეჟიმისა და მუშაობის პროცესის გასაუმჯობესებლად, ეცადეთ, სამუშაო საათებში მეტი იმოძრაოთ. თითოეულ საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ, გაისეირნეთ ოფისის მიმდებარედ ან იარეთ შენობაში. რაც შეეხება სახლს, ნუ დაუთმობთ დიდ დროს ტელევიზორის ყურებას. ამის ნაცვლად, ეცადეთ, სახლის საქმეები მოაგვაროთ. დარეცხეთ ჭურჭელი და დაალაგეთ. საუკეთესო არჩევანია, თუ ყოველ საღამოს სავარჯიშო დარბაზს ეწვევით, საყვარელ და ახლობელ ადამიანთან ერთად.

2. ხორცი და ყველი დიდი რაოდენობით

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

ცხოველური ცილები მდიდარია IGF-1 ჰორმონით, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ცხოველური ცილების დიეტას ანიჭებს უპირატესობას, საშუალო ასაკში კიბოთი გარდაცვალების გაცილებით დიდი რისკის ქვეშ დგას იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მცენარეული ცხიმების დიდ რაოდენობას იღებენ და შესაბამისად, მსგავს დიეტასაც იცავენ.

ამ რისკების შესამცირებლად, კარგი იქნება, თუ ცხოველურ ცხიმებს მცენარეული, ვეგეტარიანული სამზარეულოთი ჩაანაცვლებთ. ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ლობიო, ცილების ისეთივე მაღალი შემცველობა აქვს, როგორიც ხორცს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ, ხორცის მსგავსად, ლობიოში არსებული ცილები კიბოს უჯრედების წარმოქმნას არ განაპირობებს. საშუალო ასაკის ადამიანმა ყოველდღიურად 0.8 გრამი ცილა უნდა მიიღოს, ხოლო მას შემდეგ, რაც 65 წელს გადააბიჯებს, შეუძლია, იმდენი ცხოველური ცილა მიირთვას, რამდენიც მოესურვება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორგანიზმის ფუნქცია, წარმოქმნას IGF-1 ჰორმონი, ამ ასაკში შენელებულია.

3. საჭმლის მოსამზადებლად ბუნებრივი აირის გამოყენება

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

ისევე, როგორც ყველა ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც, საკვების მოსამზადებლად ბუნებრივ აირს იყენებს. როგორც ირკვევა, ბუნებრივ აირს ისეთივე ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის, როგორც სიგარეტს.

ამ მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სახლში გამწოვის დაყენებაა. გამწოვის არსებობის შემთხვევაშიც, საკვების მომზადების შემდეგ, სასურველია, სახლი გაანიავოთ.

4. ცუდი ზეთის მოხმარება

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჯანსაღად მოვამზადოთ სადილი, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ ცხიმს ენიჭება, რომელსაც მის მოსამზადებლად ვიყენებთ. რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მაღალ ტემპერატურაზე საკვების მომზადებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მზარეული სოიოს ზეთს იყენებს, წარმოიქმნება მყარი ნაწილაკები, ალდეჰიდები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. თითოეულ მათგანს შეიცავს სიგარეტის კვამლი და უპირველესად საზიანოა სასუნთქი სისტემისთვის.

სოიოს ზეთის ნაცვლად, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი და დაამზადეთ საკვები დაბალ ტემპერატურაზე. ზეითუნის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ ცოცხალ სალათებშიც. ასევე, სასარგებლოა ავოკადოს ზეთი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზეც გამოიყენება.

5. სოლარიუმში გარუჯვა

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

ამ თემაზე ჩატარებული თითქმის ყველა კვლევის შედეგად ნათქვამია შემდეგი: ყოველწლიურად, დაახლოებით, 420 000 ადამიანს ემართება კანის კიბო სოლარიუმით სარგებლობის გამო. ეს რაოდენობა ბევრად დიდია მოწევის შედეგად ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანების რაოდენობასთან შედარებით. ფილტვის კიბოთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 226 000 ადამიანი ავადდება.

ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი საუკეთესო გზა საკუთარ ფერმკრთალ კანთან შეგუებაა. ან უარეს შემთხვევაში, მიმართეთ სოლარიუმებს მხოლოდ სეზონურად. გარუჯვის პერიოდში დიდი რაოდენობით მიირთვით პომიდორი და სტაფილო. ორივე მათგანი მდიდარია კაროტინებით, რომლებიც კანის ტონუსს ზრდის და არ მოგიწევთ ისეთი დამატებითი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა დასაფერი სპრეი და ლოსიონები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საშუალებები კანს დამატებით საფრთხეს უქმნის.

6. გამოუძინებლობა

მავნე ჩვევები, რომლებიც მოწევას არ ჩამოუვარდება

აი, რა არის ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანის ორგანიზმისთვის: ძილის ქრონიკული დარღვევა. უძილობა სისხლში წნევას ზრდის, აჩენს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირად სწორედ ქრონიკული უძილობა ხდება გულის შეტევის მიზეზი. იწვევს სიმსუქნესაც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც. ამ საკითხზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ, თუ ადამიანს დღე-ღამეში, მინიმუმ, 6-7 საათი არ სძინავს, ეს იმ რაოდენობით სიკვდილიანობას იწვევს, რამდენსაც მოწევა. მათ შორის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძილის ხარისხსაც. მაგალითად, ფრაგმენტული, ფხიზელი ძილი აჩქარებს სიმსივნის წარმოქმნის პროცესს.

ნუ იფიქრებთ, რომ დაღლილობა ნორმალურია. თუ ხვდებით, რომ ძილი არ გყოფნით და ძალების სრულყოფილად აღდგენას ვერ ახერხებთ, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც თქვენთვის საჭირო აბებს გამოგიწერთ. დალიეთ აბები მანამ, სანამ ძილის რეჟიმს არ დაირეგულირებთ.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.womenshealthmag.com/health/daily-habits-as-bad-as-smoking?utm_source=facebook.com&amp;utm_medium=Social&amp;utm_term=714871518&amp;utm_campaign=Women%27s%20Health" target="_blank">www.womenshealthmag.com</a>