1. მშვილდოსანი - ყველამ იცის როგორი ბოროტია მშვილდი, თუმცა თავად თავს ბოროტად არ მიიჩნევს, არ თვლის, რომ ბოროტია, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოდ აქცევს. საკუთარი მიზნების მისაღწევად გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებენ. ბოროტთა შკალაზე ასტროლოგები მშვილდოსნებს 12-დან 12 ქულას უწერენ და აფრთხილებენ სხვებს, რომ მოერიდონ ზოდიაქოს ამ ნიშნების გადამტერებას.

2. მორიელი - ბოროტთა რეიტინგში მორიელები მეორე ადგილს იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანს თუ გაანაწყენებთ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგანადგუროთ. ის აუცილებლად იძიებს შურს. მათ უყვართ საკუთარი ძალის დემონსტრირება და არ სჩვევიათ ლოიალურობის გამოჩენა. ბოროტთა შკალაზე მორიელს 11 ქულა აქვს.

3. ტყუპები - 12-დან 10 ქულით მესამე ადგილს ტყუპები იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყოველთვის იტყუებიან. უბრალოდ არ შეუძლიათ გულწრფელობა. ხშირად ისე იტყუებიან, რომ ამით სხვებს ზიანს აყენებენ.

4. თხის რქა - მეოთხე ადგილს 9 ქულით თხის რქა იკავებს. ის იმდენად ბოროტი არ არის როგორც მშვილდოსანი, მორიელი და ტყუპები, მაგრამ ამ ადამიანებშიც დიდი დოზითაა ბოროტება. თუკი რამე კარგი არსებობს ამქვეყნად, ყველაფერი თავისთვის უნდა. არ შეუძლია სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს. თუ დაინახა, რომ მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავთ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცხოვრება დაგინგრიოთ.

5. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები 8 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. ის ადამიანებს ცხოვრებას უწამლავს იმ თალსაზრისით, რომ არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. უნდა რომ საყვარელი ადამიანები მუდამ გვერდით ჰყავდეს და ამავდროულად, თავისი საქმეები სხვებს გააკეთებინოს.

6. სასწორი - ბოროტთა შკალაზე სასწორს 7 ქულა აქვს. მასში თითქმის თანაბრადაა სიკეთეც და ბოროტებაც. დიახ, ის კეთილია, მაგრამ ამავდროულად, შეუძლია ამქვეყნად ყველაზე ბოროტ ადამიანად გადაიქცეს.

7. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები 6 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებენ. მერწყული არ არის ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად ბოროტებას გაგიკეთებთ და რაიმეს გავნებთ. თუ უნებლიედ რაიმე დაგიშავათ, აუცილებლად მოგიხდით ბოდიშს. მასში სიკეთე სჭარბობს ბოროტებას.

8. ვერძი - 5 ქულით ვერძები მერვე ადგილს იკავებენ. ბოროტი არ არის, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია დრამის დედოფალი ვუწოდოთ. ვერძი იმპულსურია და აუცილებლად თავდაუზოგავად იბრძოლებს თავისი მიზნებისთვის, თუმცა ყველანაირად ეცდება, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სხვები არ გადათელოს.

9. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები 4 ქულით მეცხრე ადგილზე არიან. კუროს შესანიშნავად შეუძლია ემოციების მართვა და არაფერს დაგიშავებთ, სანამ თავად არ გაუკეთებთ რაიმე ცუდს, სანამ თავად არ ავნებთ და თუ რამეს დაუშავებთ ნამდვილად უნდა გეშინოდეთ მასთან შერკინების.

10. ლომი - მეათე ადგილს 3 ქულით ლომები იკავებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს შეგვიძლია ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანები ვუწოდოთ. მათში ნაკლებადაა ბოროტება. ის მზად არის ყველაფერი მოგცეს, თუკი გჭირდება. ლომებმა შესანიშნავად იციან თავიანთი მტრების შესახებ, თუმცა არ თვლიან საჭიროდ, რომ თავადაც მტრულად უნდა მოექცეს სხვებს. ასეთ საქმეებში დროის დაკარგვა მისი ცხოვრების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

11. თევზები - ორი ქულით თევზები მეთერთმეტე ადგილს იკავებენ. თევზებს შესანიშნავად შეუძლიათ მტრებს საშინელებები გაუკეთონ, მაგრამ უბრალოდ ეზარებათ და ცდილობენ, რომ ადამიანებში მხოლოდ საუკეთესო მხარე დაინახონ. თევზებს უყვართ მსხვერპლის როლში ყოფნა და ცრემლების ფრქვევა. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც თევზებმა რაიმე ავნო.

12. ქალწული - 1 ქულით ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეთორმეტე ადგილს იკავებენ, რაც იმას ნიშნავს რომ მათში ბოროტება მიზერული დოზითაა. ქალწულის თვისებაა მუდმივი კრიტიკა, ის გამუდმებით აკრიტიკებს სხვებს, მაგრამ ცუდი არავისთვის სურს. აკრიტიკებს იმიტომ, რომ ადამიანებს საკუთარი შეცდომების დანახვაში დაეხმაროს.